მოიძებნა 668043 ჩანაწერი
580161.
განთიადი | თავი III
– დაბრუნდნენ? დედაჩემი აქ არის?
"They're back? Is my mom here?"
580162.
განთიადი | თავი III
– ახლახან შემოვიდა სახლში. ზევით ამოდის.
"She just walked in the door. She's on her way up."
580163.
განთიადი | თავი III
რენე ორი დღის წინ ჩამოფრინდა. ყოველ წუთს მასთან ვატარებდი... ყოველ წუთს, როცა კი ესმეს და სახლის დეკორაციებით მორთვას მოვწყვეტდი.
Renee had flown in two days ago, and I'd spent every minute I could with her – every minute that I could pry her away from Esme and the decorations.
580164.
განთიადი | თავი III
ის ისე კარგად ერთობოდა, როგორც დისნეი-ლენდში მთელი დღით დატოვებული ბავშვი.
She was having more fun with this than a kid locked inside Disneyland overnight.
580165.
განთიადი | თავი III
არადა, როგორ მეშინოდა მისი რეაქციისა...
All that wasted terror over her reaction...
580166.
განთიადი | თავი III
– ძვირფასო, ულამაზესი ხარ!
Honey, you're so beautiful!
580167.
განთიადი | თავი III
ახლა ავტირდები!
I'm going to cry!
580168.
განთიადი | თავი III
ელის, შესანიშნავად გამოიყურები!
Alice, you're amazing!
580169.
განთიადი | თავი III
შენ და ესმემ ქორწილების მოწყობის ბიზნესი უნდა წამოიწყოთ.
You and Esme should go into business as wedding planners.
580170.
განთიადი | თავი III
ეს კაბა სად იშოვე? ბრწყინვალეა! ისეთი მოხდენილია, ისეთი ელეგანტური...
Where did you find this dress? It's gorgeous! So graceful, so elegant.
580171.
განთიადი | თავი III
ძალიან რომანტიკულია!
So romantic!
580172.
განთიადი | თავი III
დაუჯერებელია, რომ ბეჭედი ედუარდის ოჯახში მეთვრამეტე საუკუნიდან ინახებოდა!
To think it's been in Edward's family since the eighteen hundreds!
580173.
განთიადი | თავი III
მე და ელისმა შეთქმულებივით მალულად შევხედეთ ერთმანეთს.
Alice and I exchanged a brief conspiratorial look.
580174.
განთიადი | თავი III
– რენე, ესმემ თქვა, დროა, ჩვენი ადგილები დავიკავოთო.
"Renee, Esme said it's time you got settled down there".
580175.
განთიადი | თავი III
– ჩარლი, რა ელეგანტური ხარ!
"Well, Charlie, don't you look dashing!"
580176.
განთიადი | თავი III
– უკვე დროა? – ჩაილაპარაკა რენემ. მგონი, ისიც ჩემსავით ნერვიულობდა.
"Is it really time already?" Renee said to herself, sounding almost as nervous as I felt.
580177.
განთიადი | თავი III
– ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, თავბრუ მეხვევა.
"This has all gone so fast. I feel dizzy."
580178.
განთიადი | თავი III
– ღმერთო ჩემო, კინაღამ დამავიწყდა! ჩარლი, კოლოფი სად არის?
"Oh goodness, I almost forgot! Charlie, Where's the box?"
580179.
განთიადი | თავი III
მამაჩემმა ჯიბე მოიქექა და პატარა თეთრი კოლოფი იპოვა და რენეს გადასცა.
My dad rummaged in his pockets and then found a small white box, which he handed to Renee.
580180.
განთიადი | თავი III
რენემ თავი ახადა და მე გამომიწოდა.
Renee lifted the lid and held it out to me.