მოიძებნა 668043 ჩანაწერი
580241.
განთიადი | თავი IV
მისმა თავშეკავებულობამ გამაოცა.
I was impressed by his composure.
580242.
განთიადი | თავი IV
წესით, ჩემი გათხოვება ყველაზე საშინელი რამ უნდა ყოფილიყო, რაც მისი საუკეთესო მეგობრის ქალიშვილს დაემართა.
This wedding must have seemed a very bad thing, the worst thing that could happen to his best friend's daughter.
580243.
განთიადი | თავი IV
ამ ფიქრების პასუხად, სეთი ედუარდს გადაეხვია.
As if in response to that thought, Seth hugged Edward.
580244.
განთიადი | თავი IV
შევამჩნიე, რომ სიუ უხერხულად შეიშმუშნა.
I saw Sue shudder delicately.
580245.
განთიადი | თავი IV
– გმადლობ, სეთ. შენი მოლოცვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
"Thank you, Seth. That means a lot to me."
580246.
განთიადი | თავი IV
– ედუარდი ბილისა და სიუს მიუბრუნდა.
Edward looked at Sue and Billy.
580247.
განთიადი | თავი IV
– თქვენც დიდი მადლობა, რომ ბელას პატივი დასდეთ და სეთს მოსვლის ნება დართეთ.
"Thank you, as well. For letting Seth come. For supporting Bella today."
580248.
განთიადი | თავი IV
– არაფრის, – ყრუდ დაიბუბუნა ბილიმ.
"You're welcome," Billy said in his deep, gravelly voice.
580249.
განთიადი | თავი IV
მისმა ოპტიმისტურმა ტონმა გამაკვირვა.
I was surprised at the optimism in his tone.
580250.
განთიადი | თავი IV
ვითომ უფრო სერიოზულ შეთანხმებას ხომ არ აპირებდნენ?..
Perhaps a stronger truce was on the horizon.
580251.
განთიადი | თავი IV
შემდეგ ანჟელამ და ბენმა მოგვილოცეს, ისინი ანჟელას მშობლებმა შეცვალეს, ანჟელას მშობლები, ჩემდა გასაკვირად – ხელიხელჩაკიდებულმა მაიკმა და ჯესიკამ.
Angela and Ben were the next to claim us, followed by Angela's parents and then Mike and Jessica – who were, to my surprise, holding hands.
580252.
განთიადი | თავი IV
ადამიანი მეგობრების შემდეგ ჩემი ახალი ახლობლების, დენალის კლანის ვამპირების ჯერი დადგა.
Behind my human friends were my new cousins-in-law, the Denali vampire clan.
580253.
განთიადი | თავი IV
სუნთქვა შემეკრა, როცა პირველმა ვამპირმა, როგორც ქერა კულულებით შევატყვე, ტანიამ, ედუარდი გულში ჩაიკრა.
I realized I was holding my breath as the vampire in front – Tanya, I assumed from her blond curls – reached out to embrace Edward.
580254.
განთიადი | თავი IV
ტანიას გვერდით მდგარი სამი ოქროსფერთვალება ვამპირი დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მიყურებდა.
Next to her, three other vampires with golden eyes stared at me with open curiosity.
580255.
განთიადი | თავი IV
ერთ-ერთ ქალს ღია ფერის, სწორი, აბრეშუმივით თმა ჰქონდა, მეორე ქალს და მის გვერდით მდგარი მამაკაცს – შავი თმა.
One woman had long, pale blond hair, straight as corn silk. The other woman and the man beside her were both black-haired.
580256.
განთიადი | თავი IV
ოთხივე მათგანი ისეთი ლამაზი იყო, გული შემეკუმშა.
And they were all four so beautiful that it made my stomach hurt.
580257.
განთიადი | თავი IV
– ედუარდ, – თქვა მან, – მომენატრე.
"Edward," she said. "I've missed you."
580258.
განთიადი | თავი IV
ედუარდმა ჩაიცინა და მოხერხებულად დაუძვრა ჩახუტებას.
Edward chuckled and deftly maneuvered out of the hug.
580259.
განთიადი | თავი IV
– კარგა ხანია არ შევხვედრივართ, ტანია. მშვენივრად გამოიყურები. – შენც.
"It's been too long, Tanya. You look well." "So do you."
580260.
განთიადი | თავი IV
– ნება მომეცი, ჩემი ცოლი გაგაცნო, – ედუარდმა პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა.
"Let me introduce you to my wife." It was the first time Edward had said that word.