მოიძებნა 668043 ჩანაწერი
580261.
განთიადი | თავი IV
– ტანია, ეს ჩემი ბელაა.
"Tanya, this is my Bella."
580262.
განთიადი | თავი IV
ტანია ზუსტად ისეთი ლამაზი იყო, უსაშინელეს კოშმარებში რომ წარმომედგინა.
Tanya was every bit as lovely as my worst nightmares had predicted.
580263.
განთიადი | თავი IV
– კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში, ბელა, – სევდიანად გამიღიმა.
"Welcome to the family, Bella." She smiled, rueful.
580264.
განთიადი | თავი IV
– ჩვენ თავს კარლაილის ოჯახად მივიჩნევთ.
We consider ourselves Carlisle's extended family.
580265.
განთიადი | თავი IV
აქამდეც უნდა შეგხვედროდით...
We should have met you sooner.
580266.
განთიადი | თავი IV
შეგიძლია გვაპატიო?
Can you forgive us?
580267.
განთიადი | თავი IV
– რა თქმა უნდა, – სულშეხუთულმა ამოვილაპარაკე, – მიხარია თქვენი ნახვა.
"Of course," I said breathlessly. "It's so nice to meet you."
580268.
განთიადი | თავი IV
მგონი, ახლა ჩვენი ჯერია, კეიტ, – გაუცინა ქერათმიანს.
Perhaps it will be our turn next, Kate?" She grinned at the blonde.
580269.
განთიადი | თავი IV
მერე ტანიას ჩემი ხელი ჩამოართვა და ნაზად მომიჭირა.
She took my hand from Tanya's and squeezed it gently.
580270.
განთიადი | თავი IV
შავთმიანმა ქალმა კეიტის ხელს დაადო ხელი.
The dark-haired woman put her hand on top of Kate's.
580271.
განთიადი | თავი IV
– მე კარმენი ვარ, ეს ელეაზარი. გვიხარია, რომ გაგიცანით. – მ-მეც მიხარია, – ენა დამება.
"I'm Carmen, this is Eleazar. We're all so very pleased to finally meet you." "M-me, too," I stuttered.
580272.
განთიადი | თავი IV
ტანიამ მათ უკან შეგროვილ სხვა ხალხს გახედა – ჩარლის თანაშემწე მარკს და მის ცოლს.
Tanya glanced at the people waiting behind her – Charlie's deputy, Mark, and his wife.
580273.
განთიადი | თავი IV
– მოგვიანებით უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
We'll get to know each other later.
580274.
განთიადი | თავი IV
ამისთვის მთელი მარადისობა გვაქვს!
We'll have eons of time for that!
580275.
განთიადი | თავი IV
წვეულება ყველა სტანდარტული წესის დაცვით ჩატარდა.
All the standard traditions were kept.
580276.
განთიადი | თავი IV
ჩემდა გასაკვირად, ედუარდმა ვაჟკაცურად გადაყლაპა თავისი ნაჭერი.
Edward manfully swallowed his portion as I watched in disbelief.
580277.
განთიადი | თავი IV
მერე მოუხერხებლად ვისროლე ჩემი თაიგული, რომელიც გაკვირვებული ანჟელას ხელებში ჩავარდა.
I threw my bouquet with atypical skill, right into Angela's surprised hands.
580278.
განთიადი | თავი IV
ემეტმა და ჯასპერმა სიცილი დამაყარეს, როცა ედუარდმა კბილებით ფრთხილად მომხსნა ლამის კოჭებამდე ჩაქაჩული, ნათხოვარი წვივსაკრავი.
Emmett and Jasper howled with laughter at my blush while Edward removed my borrowed garter – shimmied down nearly to my ankle – very carefully with his teeth.
580279.
განთიადი | თავი IV
ედუარდმა თვალი ჩამიკრა და წვივსაკრავი მაიკ ნიუტონს ესროლა სახეში.
With a quick wink at me, he shot it straight into Mike Newton's face.
580280.
განთიადი | თავი IV
როცა მუსიკა გაისმა, ედუარდმა მკლავებში მომიქცია და ტრადიციული პირველი ცეკვის შესასრულებლად გამათრია.
And when the music started, Edward pulled me into his arms for the customary first dance.