მოიძებნა 668043 ჩანაწერი
580201.
განთიადი | თავი III
ედუარდი ქვევით გელოდება.
Edward is waiting for you down there.
580202.
განთიადი | თავი III
დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე.
I took a deep breath, willing myself into composure.
580203.
განთიადი | თავი III
ჩარლიმ უკნიდან მიბიძგა.
Charlie nudged me.
580204.
განთიადი | თავი III
– ელისს ოთახიდან გავყევი. ჩარლი გვერდით მომდევდა.
I let her pull me from the room, with Charlie tagging along at my elbow.
580205.
განთიადი | თავი III
დარბაზში მუსიკა უფრო ხმამაღლა ისმოდა.
The music was louder in the hall.
580206.
განთიადი | თავი III
მუსიკა ნაცნობი იყო – ვაგნერის ტრადიციული მარში.
The music was familiar, Wagner's traditional march.
580207.
განთიადი | თავი III
– ჩემი ჯერია, – დაიწკრიალა ელისმა.
"It's my turn," Alice chimed.
580208.
განთიადი | თავი III
– ხუთამდე დაითვალე და გამომყევი, – მითხრა და ნელი, გრაციოზული ნაბიჯებით დაეშვა კიბეზე.
"Count to five and follow me." She began a slow, graceful dance down the staircase.
580209.
განთიადი | თავი III
ჩარლიმ მკლავში მკლავი გამიყარა და გვერდზე ძლიერად მიმიკრა.
Charlie pulled my hand through his arm and then grasped it tightly.
580210.
განთიადი | თავი III
ბოლოს, მასაც მოვკარი თვალი უამრავი ყვავილითა და ლენტით მორთული თაღის ქვეშ.
I found him at last, standing before an arch overflowing with more flowers, more gossamer.
580211.
განთიადი | თავი III
ბუნდოვნად ვხედავდი, რომ მის გვერდით კარლაილი იდგა, მათ უკან კი – ანჟელას მამა.
I was barely conscious that Carlisle stood by his side, and Angela's father behind them.
580212.
განთიადი | თავი III
ვერც დედაჩემს ვხედავდი, რომელიც, წესით, წინა რიგში უნდა მჯდარიყო, ვერც ჩემი ახალი ოჯახის წევრებს და ვერც სხვა სტუმრებს.
I didn't see my mother where she must have been sitting in the front row, or my new family, or any of the guests.
580213.
განთიადი | თავი III
ცხადად მხოლოდ ედუარდის სახეს ვარჩევდი.
All I really saw was Edward's face.
580214.
განთიადი | თავი III
დამინახა თუ არა, თვალისმომჭრელად გაიღიმა.
And then, as he saw me, he broke into a breathtaking smile.
580215.
განთიადი | თავი III
მარში ძალიან ნელი იყო.
The march was too slow.
580216.
განთიადი | თავი III
საბედნიეროდ, გასასვლელი მოკლე იყო.
Mercifully, the aisle was very short.
580217.
განთიადი | თავი III
ედუარდმა ხელი გამომიწოდა.
Edward held out his hand.
580218.
განთიადი | თავი III
ერთმანეთს უბრალო, ტრადიციული, მილიონჯერ გამეორებული (მაგრამ არა ჩვენნაირი წყვილის მიერ) სიტყვებით შევფიცეთ.
Our vows were the simple, traditional words that had been spoken a million times, though never by a couple quite like us.
580219.
განთიადი | თავი III
მისტერ ვებერს მხოლოდ ერთი წინადადება შევაცვლევინეთ.
We'd asked Mr. Weber to make only one small change.
580220.
განთიადი | თავი III
„სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ ნაცვლად, უფრო შესაფერისი „სანამ ორივენი ვიცოცხლებთ“, წარმოვთქვით.
He obligingly traded the line "till death do us part" for the more appropriate "as long as we both shall live."