მოიძებნა 668043 ჩანაწერი
581661.
განთიადი | თავი IX
ჰავაიდან თვითმფრინავის ბილეთები ძალიან ძვირი ღირდა.
Plane tickets from Hawaii were pretty pricey.
581662.
განთიადი | თავი IX
თუმცა, ხშირად საზაფხულო არდადეგებზეც სხვადასხვა კურსებზე დადიოდა და თან სასწავლებლის რომელიმე კაფეში ორ ცვლაში მუშაობდა ხოლმე.
She'd taken classes straight through the summer semesters, working double shifts over the holidays at some cafe on campus.
581663.
განთიადი | თავი IX
პოლი რომ არა, ალბათ მალევე უკან დაბრუნდებოდა.
If it hadn't been for Paul, she probably would have taken off again real quick.
581664.
განთიადი | თავი IX
შესაძლოა, ბილი სწორედ ამიტომ არ აპანღურებდა მას სახლიდან.
Maybe that was why Billy wouldn't kick him out.
581665.
განთიადი | თავი IX
– მოიცა, ჯეიკ.
– Wait up, Jake.
581666.
განთიადი | თავი IX
არ მეტყვი რა მოხდა?
Aren't you going to tell me what happened?
581667.
განთიადი | თავი IX
– არაფერი მომხდარა.
– Nothing happened.
581668.
განთიადი | თავი IX
როგორც ჩანს, ახლა ჩვენც იმ წურბლების მეგობრები გვხდით.
Guess we're all just a bunch of leech lovers now.
581669.
განთიადი | თავი IX
– ამაზე საუბარი არ მინდა.
– I don't want to talk about it.
581670.
განთიადი | თავი IX
– ისევ მიდიხარ, შვილო?
– Are you leaving, son?
581671.
განთიადი | თავი IX
სანამ მოვიფიქრებდი, რა მეპასუხა, ოთახში კარგა ხნით სიჩუმე მეფობდა.
The room was quiet for a long time while I decided how to say it.
581672.
განთიადი | თავი IX
– რეიჩელს შეუძლია თავის ოთახში დაბრუნდეს.
– Rachel can have her room back.
581673.
განთიადი | თავი IX
ვიცი, რომ გასაბერ ლეიბს ვერ იტანს.
I know she hates that air mattress.
581674.
განთიადი | თავი IX
– ოღონდ შენ არ დაგკარგოს და ის იატაკზეც დაიძინებს.
– She'd rather sleep on the floor than lose you.
581675.
განთიადი | თავი IX
ჩავიფხუკუნე.
I snorted.
581676.
განთიადი | თავი IX
– ჯეიკობ, გთხოვ, თუ განმარტოება გჭირდება, წადი.
– Jacob, please, if you need a break, well, take it.
581677.
განთიადი | თავი IX
ანდა, შეიძლება, ყველას ჯარედმა და კიმმა დაასწრონ.
Jared and Kim might come first, though.
581678.
განთიადი | თავი IX
– ჯეიკ, შემომხედე.
- Jake, look at me.
581679.
განთიადი | თავი IX
ნელა შევტრიალდი მისკენ.
I turned around slowly.
581680.
განთიადი | თავი IX
ერთმანეთს მივშტერებოდით.
We stared each other down.