მოიძებნა 668043 ჩანაწერი
581701.
განთიადი | თავი IX
მოკლედ, შევდივარ, და მერე ედუარდს დუელში ვიწვევ.
So I'd just walk in, and then challenge Edward to a duel.
581702.
განთიადი | თავი IX
ალბათ, იტყოდა, რაც დაიმსახურა, ის მიიღოო.
Probably say I got what I deserved.
581703.
განთიადი | თავი IX
აბა, თავის სისხლისმსმელ მეგობრებს ხომ არ გაანაწყენებდა.
Wouldn't want to offend his bloodsucker BFFs.
581704.
განთიადი | თავი IX
შევუხვიე თუ არა, მინდორი გამოჩნდა და ცხვირშიც დამპალი პამიდვრის სუნი მეცა.
The drive opened up into the meadow, and the smell hit me like a rotten tomato to the face.
581705.
განთიადი | თავი IX
მყრალი ვამპირები.
Reeking vampires.
581706.
განთიადი | თავი IX
წარმოდგენაც არ მქონდა, რა მელოდა, მაგრამ ამ უზარმაზარ, თეთრ აკლდამაში ჯერჯერობით სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანდა.
I wasn't sure what to expect, but there was no sign of life around the big white crypt.
581707.
განთიადი | თავი IX
ძრავა გამოვრთე და სიჩუმეს ყური მივუგდე.
I cut the engine and listened to the quiet.
581708.
განთიადი | თავი IX
სახლის ორმაგი კარის მიღმა დაძაბული, ბრაზიანი ბუტბუტი ისმოდა.
Now I could hear tense, angry murmurs from just the other side of the wide double doors.
581709.
განთიადი | თავი IX
სახლში ვიღაც იყო.
Someone was home.
581710.
განთიადი | თავი IX
ჩემი სახელი გავიგონე და გამეღიმა.
I heard my name and I smiled.
581711.
განთიადი | თავი IX
ღრმად ჩავისუნთქე – შიგნით უარესი იქნებოდა – და პარმაღზე გადავაბიჯე.
I took one big gulp of air – it would only be worse inside – and leapt up the porch.
581712.
განთიადი | თავი IX
არც კი შევხებივარ, კარი ისე გაიღო, ზღურბლზე დანაღვლიანებული და მოქუფრული ექიმი იდგა.
The door opened before my fist touched it, and the doctor stood in the frame, his eyes grave.
581713.
განთიადი | თავი IX
– გამარჯობა, ჯეიკობ, – ჩემდა გასაკვირად, მშვიდად მომესალმა.
– Hello, Jacob, – he said, calmer than I would have expected.
581714.
განთიადი | თავი IX
– როგორ ხარ?
– How are you?
581715.
განთიადი | თავი IX
პირით ღრმად ჩავისუნთქე.
I took a deep breath through my mouth.
581716.
განთიადი | თავი IX
ოთახიდან აუტანელი სიმყრალე გამოდიოდა.
The reek pouring through the door was overpowering.
581717.
განთიადი | თავი IX
გული დამწყდა, კარი რომ კარლაილმა გამიღო.
I was disappointed that it was Carlisle who answered.
581718.
განთიადი | თავი IX
მერჩია კბილებდაკრეჭილი ედუარდი გამოსულიყო.
I'd rather Edward had come through the door, fangs out.
581719.
განთიადი | თავი IX
კარლაილი ძალიან ადამიანური იყო.
Carlisle was so just human.
581720.
განთიადი | თავი IX
თავი უხერხულად ვიგრძენი – მის მოკვლას ვაპირებდი, ის კი მთელი გაზაფხული მმკურნალობდა.
But it made me uncomfortable to look into his face and know that I was planning to kill him if I could.