მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582101.
განთიადი | თავი X
– ჰო, ჰო, – ჩავიბურტყუნე და გავედი.
"Sure, sure," I mumbled on my way out.
582102.
განთიადი | თავი X
ვამპირები არსად ჩანდნენ.
I didn't see any of the vampires.
582103.
განთიადი | თავი X
შუა მინდორში მდგარი მოტოციკლეტისკენ არც გამიხედავს.
I ignored my bike, standing all alone in the middle of the meadow.
582104.
განთიადი | თავი X
მამაჩემი ალბათ ნერვიულობისგან ჭკუაზე აღარ იყო.
My dad would be freaked out.
582105.
განთიადი | თავი X
მოურიდებლად გავიხადე ტანსაცმელი და გავიქეცი.
I stripped down, not caring who might be watching, and started running.
582106.
განთიადი | თავი X
რამდენიმე ნაბიჯში მგლად გადავიქეცი.
I blurred into wolf mid-stride.
582107.
განთიადი | თავი X
„ახლავე შინ დაბრუნდი“, – წინამძღოლის ხმამ მიბრძანა.
"Come home now", - the Alpha voice ordered.
582108.
განთიადი | თავი X
სემი განრისხებული იყო.
Sam was furious.
582109.
განთიადი | თავი X
ვიგრძენი, რომ პოლი ადამიანად იქცა, ალბათ ბილი და რეიჩელი მისგან ცნობებს ელოდნენ, რა დამემართა.
I felt Paul fade out, and I knew Billy and Rachel were waiting to hear what had happened to me.
582110.
განთიადი | თავი X
პოლის ისე ეჩქარებოდა მათთვის კარგი ამბავი ეხარებინა.
Paul was too anxious to give them the good news.
582111.
განთიადი | თავი X
იმ გიჟურ აზრებსაც „კითხულობდა“, ჩემს თავში რომ ტრიალებდა.
I didn't have to tell them that I was half-past crazy, either.
582112.
განთიადი | თავი X
ყველა საშინელება დაინახეს – ბელას დაბეჟილი მუცელი, მისი ხრინწიანი ხმა – უბრალოდ, ის ძლიერია, ესაა და ეს, ედუარდის თითქოს ცეცხლმოკიდებული სახე.
They saw all the horror – Bella's mottled stomach, her raspy voice, he's strong, that's all, the burning man in Edward's face.
582113.
განთიადი | თავი X
დაუძლურებულ ბელას აფარებული როზალი, „ბელას სიცოცხლე მისთვის არაფერს ნიშნავს...“ ყველაფერი ნახეს და მოისმინეს და ყველა გაჩუმდა.
Rosalie crouched over Bella's limp body.
582114.
განთიადი | თავი X
ბელას სიცოცხლე მისთვის არაფერს ნიშნავს.
Bella's life means nothing to her.
582115.
განთიადი | თავი X
ენა ჩაუვარდათ, ჩემს გონებაში მათი მდუმარება გამეფდა.
Their shock was just a silent shout in my head.
582116.
განთიადი | თავი X
სახლამდე ცოტაღა მაკლდა, როცა გონს მოეგნენ.
I was halfway home before anyone recovered.
582117.
განთიადი | თავი X
მერე ყველანი ჩემთან შესახვედრად გამოიქცნენ.
Then they all started running to meet me.
582118.
განთიადი | თავი X
ჩამობნელდა - ღრუბლებმა ჩამავალი მზე სრულიად შთანთქეს.
It was almost dark – the clouds covered the sunset completely.
582119.
განთიადი | თავი X
გზაზე გადარბენა გავბედე, არავის შევუმჩნევივარ.
I risked darting across the freeway and made it without being seen.
582120.
განთიადი | თავი X
ლა-პუშიდან ათი მილის დაშორებით, მთის ორ განშტოებას შორის გაკაფულ მინდორზე შევხვდით.
We met up about ten miles out of La Push, in a clearing left by the loggers.