მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582121.
განთიადი | თავი X
პოლმაც მოასწრო მოსვლა და მთელი ხროვა შეიკრიბა.
Paul found them when I did, so the pack was complete.
582122.
განთიადი | თავი X
ჩემს თავში სრული ქაოსი გამეფდა.
The babble in my head was total chaos.
582123.
განთიადი | თავი X
ყველა ერთდროულად აყაყანდა.
Everyone shouting at once.
582124.
განთიადი | თავი X
ყურებჩამოყრილი პოლი და ჯარედი ლანდებივით უკან დაჰყვებოდნენ.
Paul and Jared moved like shadows behind him, their ears flat against the sides of their head.
582125.
განთიადი | თავი X
თავგზა ისე მქონდა აბნეული, სულ არ მანაღვლებდა.
I was too messed up to care about that.
582126.
განთიადი | თავი X
შემდეგ გაურკვეველი ყაყანი შედარებით გასაგებ ფიქრებში გადაიზარდა.
And then the unfocused confusion of thoughts began to move together.
582127.
განთიადი | თავი X
ეს როგორ შეიძლება?
How can this be?
582128.
განთიადი | თავი X
რას ნიშნავს?
What does it mean?
582129.
განთიადი | თავი X
რა მოხდება?
What will it be?
582130.
განთიადი | თავი X
ამას ვერ დავუშვებთ.
We can't allow it.
582131.
განთიადი | თავი X
ხროვა ერთ მთლიანობად ქცეულიყო, ყველა ერთდროულად ფიქრობდა, ჩემ და კიდევ ერთის გარდა.
The pack was pacing in synchronization now, thinking in synchronization, all but myself and one other.
582132.
განთიადი | თავი X
რომელიღაც ძმის გვერდით ვიჯექი, გაბრუებულს და გაოგნებულს მისკენ გახედვის ან გონებაში მისი ვინაობის დადგენის უნარი დამკარგოდა.
I sat beside whichever brother it was, too dazed to look over with either my eyes or my mind and see who was next to me.
582133.
განთიადი | თავი X
შეთანხმება ამას არ ითვალისწინებს.
The treaty does not cover this.
582134.
განთიადი | თავი X
ეს ყველას საფრთხეს გვიქმნის.
This puts everyone in danger.
582135.
განთიადი | თავი X
მათაც ეშინიათ იმის.
They fear it, too.
582136.
განთიადი | თავი X
მაგრამ არაფერს აკეთებენ, ბელა სუონს იცავენ.
But they won't do anything about it Protecting Bella Swan.
582137.
განთიადი | თავი X
ჩვენი ოჯახების, ჩვენი ტომის ბედი ერთი ადამიანის ბედზე მნიშვნელოვანია.
The safety of our families, of everyone here, is more important than one human.
582138.
განთიადი | თავი X
თუ ისინი არ მოკლავენ, ჩვენ მოვკლათ.
If they won't kill it, we have to.
582139.
განთიადი | თავი X
ტომი დავიცვათ.
Protect the tribe.
582140.
განთიადი | თავი X
ჩვენი ოჯახები დავიცვათ.
Protect our families.