მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582221.
განთიადი | თავი XI
სიტყვების გაფიქრებას მოერიდა, რომ სემის ყურადღება არ მიექცია.
He didn't want to think the words, afraid that he would bring me to Sam's attention again.
582222.
განთიადი | თავი XI
მის უსიტყვო წკმუტუნში წამოდგომის თხოვნა ამოვიკითხე.
I felt his wordless plea for me to get up.
582223.
განთიადი | თავი XI
ხროვა შიშს მოეცვა.
There was fear in the pack.
582224.
განთიადი | თავი XI
რასაკვირველია, ვგრძნობდით, რომ ამაღამ ყველა ვერ გადარჩებოდა.
We couldn't imagine that we would all make it out alive tonight.
582225.
განთიადი | თავი XI
ჩემი გონება სხვებისას შეერწყა, შეთანხმებულად ავმოქმედდით, რომ შიში დაგვეოკებინა.
My mind began to work with theirs, to think in unison, as we dealt with these fears.
582226.
განთიადი | თავი XI
ავტომატურად მიწიდან წამოვხტი და ტანი შევიბერტყე.
Automatically, I pushed up from the ground and shook out my coat.
582227.
განთიადი | თავი XI
ემბრიმ და ქვილმა შვებით ამოისუნთქეს.
Embry and Quil huffed in relief.
582228.
განთიადი | თავი XI
ქვილმა ფერდზე დრუნჩი გამკრა.
Quil touched his nose to my side once.
582229.
განთიადი | თავი XI
გავიხსენეთ ღამე, როცა კალენები ახალშექმნილებთან საბრძოლველად ემზადებოდნენ და ვარჯიშობდნენ.
We remembered together the nights we'd watched the Cullens practising for the fight with the newborns.
582230.
განთიადი | თავი XI
ემეტ კალენი ყველაზე ღონიერი იყო, მაგრამ უფრო მეტ პრობლემას ალბათ ჯასპერი შეგვიქმნიდა.
Emmett Cullen was strongest, but Jasper would be the bigger problem.
582231.
განთიადი | თავი XI
ნეტა რამდენ საუკუნოვანი გამოცდილება ჰქონდა, რომ ყველა კალენი ბრძოლისას მის მითითებებს ემორჩილებოდა?
How many centuries' experience did he have, enough that all the other Cullens looked to him for guidance?
582232.
განთიადი | თავი XI
მართალია, სასწორზე მისი სიცოცხლე იდო, მაგრამ მისთვის ეს ბრძოლა კი არა, შერკინება იქნებოდა.
For him, this would be a contest, even knowing it was his life on the line, he saw it that way.
582233.
განთიადი | თავი XI
პოლიც მასავით ფიქრობდა, ახალგაზრდა კოლინიც და ბრედიც, რომლებიც ბრძოლაში არასდროს ყოფილან.
Paul was like that, too, and the kids who had never been in battle, Collin and Brady.
582234.
განთიადი | თავი XI
სეთიც ასეთი იქნებოდა, მოწინააღმდეგეებად მეგობრები რომ არ ჰყოლოდა.
Seth probably would've been the same – if the opponents were not his friends.
582235.
განთიადი | თავი XI
სეთი კოლინისა და ბრედის უკან მოძუნძულებდა, ლეაც მათ გვერდით მოდიოდა.
Seth was dragging behind Collin and Brady – Leah had assumed point there.
582236.
განთიადი | თავი XI
ერჩია, სემს სეთი სახლში გაეგზავნა.
She wished Sam would send him home.
582237.
განთიადი | თავი XI
სეთი ლეას განცდებს ვერ ამჩნევდა.
Seth didn't register Leah's doubts.
582238.
განთიადი | თავი XI
იქნებ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტო...
Maybe if you stopped resisting...
582239.
განთიადი | თავი XI
მხოლოდ ჩვენს საქმეზე იფიქრე.
Just focus on our part.
582240.
განთიადი | თავი XI
ჩვენ მათ დავამარცხებთ.
We can take them down.