მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582241.
განთიადი | თავი XI
თითქოს სპორტული შეჯიბრებისთვის ემზადებაო, თავს იმხნევებდა ქვილი.
Quil was working himself up – like a pep talk before a big game.
582242.
განთიადი | თავი XI
„ჯეიკ, თავს ნუ დაკარგავ“, – გამაფრთხილა ემბრიმ.
Jake, – Embry warned, – Keep your head in the game.
582243.
განთიადი | თავი XI
ფეხს ვითრევდი, უხილავ ძაფებს ვებრძოდი.
My feet moved sluggishly, pulling against the drag of the strings.
582244.
განთიადი | თავი XI
ის მართალი იყო.
He was right.
582245.
განთიადი | თავი XI
თუკი სემი დამაძალებდა, მაინც მისი ბრძანების შესრულება მომიწევდა.
I would end up doing what Sam wanted, if he was willing to push it.
582246.
განთიადი | თავი XI
წინამძღოლს ამხელა ძალაუფლება ჩვენს საკეთილდღეოდვე ჰქონდა.
There was a good reason for the Alpha's authority.
582247.
განთიადი | თავი XI
ჩვენ ერთად ვმოქმედებდით, ერთად ვფიქრობდით, უფრო მეტი ეფექტურობისთვის ამ ერთ მთლიანობას, ერთ სხეულს თავიც სჭირდებოდა.
We had to move together, to think together, in order to be effective and that required the body to have a head.
582248.
განთიადი | თავი XI
და თუკი სემი ცდებოდა?
So what if Sam was wrong now?
582249.
განთიადი | თავი XI
ვერაფერს ვიზამდით.
There was nothing anyone could do.
582250.
განთიადი | თავი XI
მის გადაწყვეტილებას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა.
No one could dispute his decision.
582251.
განთიადი | თავი XI
მაგრამ ახლა, როცა ხელ-ფეხი (თუ ფეხები) შეკრული მქონდა, ამ აზრს სიხარულით, მეტიც, აღტაცებით შევხვდი.
But now, with my legs all tied up in strings, I recognized the exception with relief – more than relief, with a fierce joy.
582252.
განთიადი | თავი XI
წინამძღოლის გადაწყვეტილებას ვერავინ გააპროტესტებდა, ჩემ გარდა!
No one could dispute the Alpha's decision – except for me!
582253.
განთიადი | თავი XI
ხროვის წინამძღოლობა არასდროს მინდოდა.
I'd never wanted to lead the pack.
582254.
განთიადი | თავი XI
ამას სემი ჩემზე უკეთ ართმევდა თავს.
Sam was better at that than I would ever be.
582255.
განთიადი | თავი XI
მე მის წინაშე მუხლის მოსაყრელად არ დავბადებულვარ.
And I had not been born to kneel to him.
582256.
განთიადი | თავი XI
ზუსტად იმწამს, როცა მემკვიდრეობით მიღებული უფლებების გამოყენება გადავწყვიტე, უხილავი ძაფები შემომეხსნა.
The bonds fell off my body the second that I embraced my birthright.
582257.
განთიადი | თავი XI
ერთდროულად თავისუფლება და უჩვეულო სიცარიელე ვიგრძენი.
I could feel it gathering in me, both a freedom and also a strange, hollow power.
582258.
განთიადი | თავი XI
სიცარიელე, რადგან წინამძღოლს ძალას თავისი ხროვა ანიჭებდა, მე კი ხროვა არ მყავდა.
Hollow because an Alpha's power came from his pack, and I had no pack.
582259.
განთიადი | თავი XI
წამით სრულიად მარტო დავრჩი.
For a second, loneliness overwhelmed me.
582260.
განთიადი | თავი XI
მე ხროვა აღარ მყავდა.
I had no pack now.