მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582301.
განთიადი | თავი XI
„არ ვიცი, სემ, მაგრამ ერთი რამ ვიცი...
I don't know, Sam, but I do know this...
582302.
განთიადი | თავი XI
ამან მასზე ბევრად ძლიერად იმოქმედა, ვიდრე მისმა – ჩემზე, რადგან სინამდვილეში მე მის წინამძღოლად ვიყავი დაბადებული.
It affected him more than he touched me because I had been born to lead him.
582303.
განთიადი | თავი XI
თქვენსა და კალენებს შორის ჩავდგები.
I will stand between you and the Cullens.
582304.
განთიადი | თავი XI
უდანაშაულოების დახოცვის ნებას არ მოგცემთ, – ვამპირებისთვის „უდანაშაულოების“ წოდება გამიჭირდა, მაგრამ ახლა ართლა ასეთები იყვნენ.
I won't just watch while the pack kills innocent – it was hard to apply that word to vampires, but it was true.
582305.
განთიადი | თავი XI
მას ზურგი ვაქციე, ჩემ უკან მგლების ხმაშეწყობილი ყმუილი გაისმა.
I turned my back on him, and a chorus of howls tore into the air around me.
582306.
განთიადი | თავი XI
ჩემგან გამოწვეულ აურზაურს სირბილით გავეცალე.
I raced away from the uproar I'd caused.
582307.
განთიადი | თავი XI
ბევრი დრო არ მქონდა.
I didn't have much time.
582308.
განთიადი | თავი XI
ყმუილი თანდათან ჩაცხრა.
The howling faded with the distance.
582309.
განთიადი | თავი XI
როგორც ჩანდა, ჯერ არ მომდევდნენ.
They weren't after me yet.
582310.
განთიადი | თავი XI
სანამ ხროვა გონს მოეგებოდა და ჩემს შეჩერებას ეცდებოდა, კალენების გაფრთხილება უნდა მომესწრო.
I had to warn the Cullens before the pack could get it together and stop me.
582311.
განთიადი | თავი XI
თუკი კალენები საბრძოლო მზადყოფნაში დახვდებოდნენ, ალბათ სემიც შეყოყმანდებოდა.
If the Cullens were prepared, it might give Sam a reason to rethink this.
582312.
განთიადი | თავი XI
მშობლიურ სახლს უკან ვტოვებდი და საძულველი სახლისკენ მთელი სისწრაფით მივრბოდი.
I sprinted toward the house I still hated, leaving my home behind me.
582313.
განთიადი | თავი XI
დილა ჩვეულებრივად დაიწყო.
Today had begun like any other day.
582314.
განთიადი | თავი XI
წვიმიან განთიადზე მორიგეობიდან შინ დავბრუნდი, ბილისთან და რეიჩელთან ერთად ვისაუზმე, ტელევიზორში რაღაც სისულელე გადიოდა, პოლს ვეკინკლავე...
Made it home from patrol with the rainy sunrise, breakfast with Billy and Rachel, bad TV, bickering with Paul...
582315.
განთიადი | თავი XI
სრულიად მარტო დავრჩი, წინამძღოლობაზე უარი ვთქვი, ჩემი ძმები მივატოვე და მათ თავს ვამპირები ვარჩიე.
I was here now, all alone, an unwilling Alpha, cut off from my brothers, choosing vampires over them.
582316.
განთიადი | თავი XI
ფიქრები იმ ხმამ დამირღვია, რომლის გაგონებასაც ასე ვუფრთხოდი – მდევარი მგლის მძიმე თათების მიწაზე შეხების ხმამ.
The sound I'd been fearing interrupted my dazed thoughts – it was the soft impact of big paws against the ground, chasing after me.
582317.
განთიადი | თავი XI
როგორმე იმდენად მივუახლოვდებოდი კალენების სახლს, რომ ედუარდს ჩემი ფიქრები „გაეგონა“.
I just had to get close enough so that Edward could hear the warning in my head.
582318.
განთიადი | თავი XI
დამელოდე!
Wait up!
582319.
განთიადი | თავი XI
შენსავით გრძელი თათები არ მაქვს.
My legs aren't as long as yours.
582320.
განთიადი | თავი XI
მან არ მიპასუხა, მაგრამ მის აღფრთოვანებას მაინც ვგრძნობდი.
He didn't answer, but I could feel his excitement.