მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582181.
განთიადი | თავი X
თუ ჯეიკობის მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ბელას ისინი დაიცავენ.
I think, from the information Jacob has brought us, they will be the ones guarding Bella.
582182.
განთიადი | თავი X
კარლაილი და ელისიც ახლომახლო იტრიალებენ, ალბათ ესმეც.
Carlisle and Alice will also be close, possibly Esme.
582183.
განთიადი | თავი X
ჩვენი უმთავრესი მიზანი იმ არსების განადგურებაა“.
Destroying the creature is our first priority.
582184.
განთიადი | თავი X
მღელვარებისგან ბალანი აშლოდათ.
The tension had everyone's fur standing on end.
582185.
განთიადი | თავი X
სემის ბრძანებით დამძიმებულ სეთს თავი ისე ჩაექინდრა, დრუნჩით ლამის მიწას ეხებოდა.
Seth's nose was almost touching the ground, bowed under Sam's commands.
582186.
განთიადი | თავი X
მისთვის ეს ღალატის ტოლფასი იყო – იმ დღეს, როცა მცირე ხნით საერთო მტრების წინააღმდეგ გავერთიანდით და სეთი ედუარდ კალენთან ერთად იბრძოდა, ის ვამპირებს დაუმეგობრდა.
For him this was a betrayal – during that one day of alliance, fighting beside Edward Cullen, Seth had truly become the vampire's friend.
582187.
განთიადი | თავი X
მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
He had no other choice.
582188.
განთიადი | თავი X
წინამძღოლის ბრძანებას ხროვა ყოველთვის უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
When the Alpha spoke, the pack followed.
582189.
განთიადი | თავი X
სემს თავისი ძალაუფლება აქამდე ასე აშკარად არ გამოუყენებია.
Sam had never pushed his authority this far before.
582190.
განთიადი | თავი X
ვიცოდი, რომ თვითონაც წუხდა მის ფერხთით მონასავით თავჩაქინდრული სეთის ყურებაზე.
I knew he honestly hated to see Seth kneeling before him like a slave at the foot of his master.
582191.
განთიადი | თავი X
დარწმუნებული რომ ყოფილიყო, სხვა გამოსავალიც გვქონდა, ალბათ ამის გაკეთებას არც ერთს არ გვაიძულებდა.
He wouldn't force this if he didn't believe that he had no other choice.
582192.
განთიადი | თავი X
გონებით ყველანი ერთმანეთთან ვიყავით დაკავშირებულები და ვერ მოგვატყუებდა.
He couldn't lie to us when we were linked mind to mind like this.
582193.
განთიადი | თავი X
სემს მართლა სჯეროდა, რომ ბელას და იმ ურჩხულის განადგურება, ბელა რომ მუცლით ატარებდა, ჩვენი მოვალეობა იყო.
He really believed it was our duty to destroy Bella and the monster she carried.
582194.
განთიადი | თავი X
მას მართლა სჯეროდა, რომ დასაკარგი დრო არ გვქონდა.
He really believed we had no time to waste.
582195.
განთიადი | თავი X
ვამჩნევდი, რომ ედუარდთან შებრძოლებას თვითონ აპირებდა.
I saw that he would face Edward himself.
582196.
განთიადი | თავი X
ედუარდს ჩვენი აზრების კითხვის უნარი ჰქონდა და სემს ეს ძალიან აშფოთებდა.
Edward's ability to read our thoughts made him the greatest threat in Sam's mind.
582197.
განთიადი | თავი X
რიგით მეორე მეტოქე ჯასპერი იყო და სწორედ ამიტომ მასთან შებრძოლება მე დამავალა.
He saw Jasper as the second-greatest opponent, which is why he'd given him to me.
582198.
განთიადი | თავი X
ყველაზე იოლი მეტოქეები ახალგაზრდა მგლებს და ლეას შეურჩია.
He'd left the easiest targets for the younger wolves and Leah.
582199.
განთიადი | თავი X
პატარა ელისი, თუ მის წინასწარჭვრეტის უნარს არ ჩავთვლიდით, ჩვენთვის ხიფათს არ წარმოადგენდა, ხოლო ესმე, როგორც ხანმოკლე ზავის დროს შევიტყვეთ, მებრძოლი არ იყო.
Little Alice was no danger without her future vision to guide her, and we knew from our time of alliance that Esme was not a fighter.
582200.
განთიადი | თავი X
როცა სემის გეგმას სრულად გავეცანი, სეთზე უარესად ვიგრძენი თავი, მან ისეთი სტრატეგია აირჩია, რომ ხროვის წევრებისთვის გადარჩენის მეტი შანსი მიეცა.
I felt sicker than Seth as I watched Sam plan it out, trying to work the angles to give each member of the pack the best chance of survival.