მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582841.
განთიადი | თავი XIII
როზალიმ ბელას შუბლზე გადაუსვა ხელი და იმედიანად გადახედეს ერთმანეთს.
Rosalie patted Bella's forehead, and they exchanged a hopeful glance.
582842.
განთიადი | თავი XIII
ადამიანის სისხლით სავსე ერთმა ჭიქამ უმალ იმოქმედა.
The cup full of human blood had made an immediate difference.
582843.
განთიადი | თავი XIII
სუნთქვაც გაუადვილდა და გულისცემაც გაუთანაბრდა.
Her breathing was easier, and her heartbeat was more even.
582844.
განთიადი | თავი XIII
ედუარდის თვალებში მოჩვენებითი იმედი ნამდვილმა შეცვალა.
That ghost of hope in Edward's eyes had turned into the real thing.
582845.
განთიადი | თავი XIII
– კიდევ ხომ არ გინდა?
- Would you like more?
582846.
განთიადი | თავი XIII
– ჰო, ვიცი, მაგრამ კიდევ მინდა, – ნაღვლიანად აღიარა მან.
- Yeah, I know, but I want to - she admitted glumly.
582847.
განთიადი | თავი XIII
შენს ორგანიზმს მოთხოვნილებები აქვს, ამას ყველა გაგებით ვეკიდებით.
Your body has cravings, we all understand that.
582848.
განთიადი | თავი XIII
აშკარად მე მგულისხმობდა.
Meant for me, obviously.
582849.
განთიადი | თავი XIII
კარლაილმა ბელას ჭიქა გამოართვა.
Carlisle took the cup from Bella's hand.
582850.
განთიადი | თავი XIII
– ჯეიკ, საშინლად გამოიყურები.
- Jake, you look awful.
582851.
განთიადი | თავი XIII
ბოლოს როდის გეძინა?
When was the last time you slept?
582852.
განთიადი | თავი XIII
კრიჭა შემეკრა.
I gritted my teeth.
582853.
განთიადი | თავი XIII
თვითონ ვიღაც მონსტრისთვის თავს იკლავდა, მე რამდენიმე ღამის გათევის და მისთვის თვალყურის დევნების უფლებაც არ მქონდა?
She was allowed to kill herself for a monster, but I wasn't allowed to miss a few nights' sleep to watch her do it?
582854.
განთიადი | თავი XIII
– გთხოვ, ცოტა მოისვენე.
– Get some rest, please.
582855.
განთიადი | თავი XIII
– ზედა სართულზე რამდენიმე საწოლია.
– There are a few beds upstairs.
582856.
განთიადი | თავი XIII
როზალის სახის გამომეტყველებამ მიმახვედრა, რომ არც ერთში არ ესიამოვნებოდა ჩემი ნახვა.
The look on Rosalie's face made it clear that I wasn't welcome to one of them.
582857.
განთიადი | თავი XIII
საინტერესოა, ამ უძინარ მზეთუნახავს საწოლი რად უნდოდა.
It made me wonder what Sleepless Beauty needed a bed for anyway.
582858.
განთიადი | თავი XIII
– გმადლობ, ბელა, მირჩევნია მიწაზე დავიძინო.
– Thanks, Bells, but I'd rather sleep on the ground.
582859.
განთიადი | თავი XIII
ამასობაში კარლაილი დაბრუნდა და ბელან მაშინვე სისხლისკენ გაიწვდინა ხელი, კვლავაც გონებაგაფანტულმა, თითქოს სხვა რამეზე ფიქრობსო, მოიყუდა ჭიქა.
Carlisle was back then, and Bella reached out for the blood, absentminded like she was thinking of something else.
582860.
განთიადი | თავი XIII
ნამდვილად უკეთ გამოიყურებოდა.
She really was looking better.