მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583561.
განთიადი | თავი XVI
შენც როზალივით მოიქცეოდი?
You would act like Rosalie?
583562.
განთიადი | თავი XVI
„შენც გასწირავდი ვინმეს სასიკვდილოდ?“
You would kill for that?
583563.
განთიადი | თავი XVI
ბელას რომ ჩემთვის ამ საქმეში დახმარება ეთხოვა, ალბათ მეც იმ სისხლისმსმელივით მოვიქცეოდი.
If Bella asked me to help her with this I'd probably do the same as the bloodsucker.
583564.
განთიადი | თავი XVI
ეს საუბარი დასრულებულია.
This conversation is over.
583565.
განთიადი | თავი XVI
იმ ადგილამდე, სადაც ტანსაცმელი დავტოვე, ერთი მილი მაშორებდა.
I was only about a mile from where I'd left my clothes.
583566.
განთიადი | თავი XVI
ისევ ადამიანად ვიქეცი და გზა ფეხით გავაგრძელე.
I phased back to human and walked.
583567.
განთიადი | თავი XVI
ჩვენს საუბარზე აღარ ვფიქრობდი.
I didn't think about our conversation.
583568.
განთიადი | თავი XVI
არა იმიტომ, რომ სხვა საფიქრალი მქონდა, უბრალოდ, არ შემეძლო.
Not because there wasn't anything to think about, but because I couldn't stand it.
583569.
განთიადი | თავი XVI
მე ამ ყველაფერს სულ სხვა თვალით ვუყურებდი, მაგრამ ლეას დამაჯერებელი სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა.
I would not see it that way – but it was harder to keep from doing that when Leah had put the thoughts and emotions straight into my head.
583570.
განთიადი | თავი XVI
როცა სახლთან მივედი, ჯერაც ადრე იყო.
It was real early when I got to the house.
583571.
განთიადი | თავი XVI
ბელას ალბათ ეძინა.
Bella was probably still asleep.
583572.
განთიადი | თავი XVI
დარჩენილი ოთხი დღიდან პირველი ხმაურით დაიწყო.
It looked like day four on the countdown was starting off with a bang.
583573.
განთიადი | თავი XVI
სანამ შიგნით შევიდოდი, ელისმა კარი გამიღო.
Alice opened the door for me before I could walk in.
583574.
განთიადი | თავი XVI
– გამარჯობა, მგელო. – გამარჯობა, ცეროდენა.
"Hey, wolf." "Hey, shortie."
583575.
განთიადი | თავი XVI
მეორე სართულზე რა ხდება?
What's going on upstairs?
583576.
განთიადი | თავი XVI
– დიდი მისაღები ოთახი ცარიელი იყო. ჩურჩული ზემოდან ისმოდა.
The big room was empty – all the murmurs were on the second floor.
583577.
განთიადი | თავი XVI
ელისმა წვრილი, გაჩხიკინებული მხრები აიჩეჩა.
She shrugged her pointy little shoulders.
583578.
განთიადი | თავი XVI
– შეიძლება კიდევ ერთი მოტეხილობა.
"Maybe another break."
583579.
განთიადი | თავი XVI
– კიდევ ერთი ნეკნი? – ხმა ჩამეხრინწა.
"Another rib?" I asked hoarsely.
583580.
განთიადი | თავი XVI
– არა, ამჯერად მენჯის ძვალი.
"No. Pelvis this time."