მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583501.
განთიადი | თავი XVI
როცა საზღვარს მივადექით, სეთი დაღლილობისგან უკვე ფეხზე ვეღარ იდგა.
Seth was dragging when we hit the perimeter.
583502.
განთიადი | თავი XVI
მორიგეობა მე და ლეამ განვაგრძეთ.
Leah and I would take over the patrol.
583503.
განთიადი | თავი XVI
„სისხლისმსმელებთან უნდა წახვიდე?“ – მკითხა ლეამ.
You headed back to the bloodsuckers? Leah asked.
583504.
განთიადი | თავი XVI
იქ ყოფნა გიჭირს, მაგრამ ვერც შორდები.
It's hard for you to be there, but hard to stay away, too.
583505.
განთიადი | თავი XVI
ვიცი, ეს რა გრძნობაცაა.
I know how that feels.
583506.
განთიადი | თავი XVI
ლეა, მაინც აჯობებს, მომავალზე კარგად დაფიქრდე.
You know, Leah, you might want to think a little bit about the future.
583507.
განთიადი | თავი XVI
ჩემი გონება სულაც არ იქნება ქვეყნად საუკეთესო ადგილი.
My head is not going to be the happiest place on earth.
583508.
განთიადი | თავი XVI
„შეიძლება, ცუდად ჟღერს, მაგრამ სიმართლეს გეტყვი: მირჩევნია შენი ტკივილი გავიზიარო, ვიდრე საკუთართან მარტო დავრჩე“.
This is going to sound bad. But, honestly, it will be easier to deal with your pain than face mine.
583509.
განთიადი | თავი XVI
ამას კარგად ვხვდები, იმაზე უკეთ, ვიდრე შენ გგონია.
I understand that – maybe better than you think.
583510.
განთიადი | თავი XVI
მე არ მომწონს ის, მაგრამ ის შენი სემია.
I don't like her, but... she's your Sam.
583511.
განთიადი | თავი XVI
ის ყველაფერია, რაც შენ გინდა, მაგრამ ვერასდროს მიიღებ.
She's everything you want and everything you can't have.
583512.
განთიადი | თავი XVI
ვიცი, რომ შენს შემთხვევაში საქმე უარესადაა.
I know it's worse for you.
583513.
განთიადი | თავი XVI
ყოველ შემთხვევაში, სემი ბედნიერი და ცოცხალი მაინცაა.
At least Sam is happy, he's alive.
583514.
განთიადი | თავი XVI
მე ის იმდენად მიყვარს, რომ მისთვის საუკეთესოს ვნატრობ, – ამოიოხრა მან.
I love him enough that I want him to have what's best for him. She sighed.
583515.
განთიადი | თავი XVI
– ოღონდ არ მინდა, რომ მე აქ დავრჩე და ვუყურო“.
I just don't want to stick around to watch.
583516.
განთიადი | თავი XVI
მინდა, იცოდე, რომ შენთან ჩემი ყოფნით შენს მდგომარეობას არ დავამძიმებ.
I want you to know that I won't make it worse for you.
583517.
განთიადი | თავი XVI
შეიძლება, დაგეხმარო კიდეც.
Maybe I'll even help.
583518.
განთიადი | თავი XVI
ვწუხვარ, ჯეიკობ.
I'm sorry about this, Jacob.
583519.
განთიადი | თავი XVI
ვწუხვარ, რომ ასე იტანჯები.
I'm sorry you're in pain.
583520.
განთიადი | თავი XVI
„გმადლობ, ლეა“.
Thanks, Leah.