მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584181.
განთიადი | თავი XIX
ვერ ვერეოდი, უბრალოდ, ინსტინქტურად ვებრძოდი.
I kept pushing against the black, though, almost a reflex.
584182.
განთიადი | თავი XIX
სრულად გასრესის ნებას არ ვაძლევდი.
Not allowing it to crush me completely.
584183.
განთიადი | თავი XIX
თითქოს ატლანტი ვიყავი და მხრებით დედამიწა მეჭირა. უფრო ზუსტად, კი არ მეჭირა, როგორღაც ძირს არ ვაგდებდი.
I wasn't Atlas, and the black felt as heavy as a planet; I couldn't shoulder it. All I could do was not be entirely obliterated.
584184.
განთიადი | თავი XIX
განა ყოველთვის ასე არ იყო? მთელი ცხოვრება მეტისმეტად მძიმე პრობლემებს ვეჭიდებოდი, განსაკუთრებულად ძლიერ მტრებს ვებრძოდი ან გავურბოდი. ტკივილს თავს ვარიდებდი.
It was sort of the pattern to my life – I'd never been strong enough to deal with the things outside my control, to attack the enemies or outrun them. To avoid the pain.
584185.
განთიადი | თავი XIX
ზებუნებრივ არსებებს შორის მოხვედრილი უძლური ადამიანი, მხოლოდ გაძლებასა და გადარჩენას ვცდილობდი.
Always human and weak, the only thing I'd ever been able to do was keep going.
584186.
განთიადი | თავი XIX
აქამდე გავძელი და როგორმე ახლაც უნდა გამეძლო. როგორმე უნდა გამეძლო, სანამ მომეშველებოდნენ.
It had been enough up to this point. It would have to be enough today. I would endure this until help came.
584187.
განთიადი | თავი XIX
ედუარდი აუცილებლად მომეშველებოდა.
I knew Edward would be doing everything he could.
584188.
განთიადი | თავი XIX
ჩემსავით არც ის დანებდებოდა.
He would not give up. Neither would I.
584189.
განთიადი | თავი XIX
ვერ ვიხსენებდი ვერც ედუარდის, ვერც ჯეიკობის, ვერც ელისის, როზალის, ჩარლის, რენეს, კარლაილის ან ესმეს სახეებს...
I couldn't pull even Edward's face into view. Not Jacob's, not Alice's or Rosalie's or Charlie's or Renee's or Carlisle's or Esme's...
584190.
განთიადი | თავი XIX
ამან შემაძრწუნა – ნუთუ ჩემი შველა უკვე გვიანი იყო?..
It terrified me, and I wondered if it was too late.
584191.
განთიადი | თავი XIX
ფსკერისკენ დაშვება დავიწყე, თავის შემაგრება აღარ შემეძლო.
I felt myself slipping – there was nothing to hold on to.
584192.
განთიადი | თავი XIX
არა! უნდა გადავრჩენილიყავი.
No! I had to survive this.
584193.
განთიადი | თავი XIX
ედუარდს ვჭირდებოდი. ჯეიკობსაც, ჩარლისაც, ელისსაც, როზალისაც, რენესაც, ესმესაც, რენესმესაც...
Edward was depending on me. Jacob. Charlie Alice Rosalie Carlisle Renee Esme... Renesmee.
584194.
განთიადი | თავი XIX
და უცებ, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვხედავდი, მგრძნობელობა დამიბრუნდა.
And then, though I still couldn't see anything, suddenly I could feel something.
584195.
განთიადი | თავი XIX
წარმოვიდგინე, რომ კიდურებს ვამოძრავებდი, ხოლო ხელებში პატარა, თბილი, მაგრამ ქვასავით მაგარი ჩემი პატარა გოგონა მეჭირა.
Like phantom limbs, I imagined I could feel my arms again. And in them, something small and hard and very, very warm. My baby.
584196.
განთიადი | თავი XIX
მე შეუძლებელი შევძელი.
I had done it.
584197.
განთიადი | თავი XIX
გული თანდათან მითბებოდა, მითბებოდა და მითბებოდა.
The warmth beside my heart got more and more real, warmer and warmer.
584198.
განთიადი | თავი XIX
თუმცა, მივხვდი, რომ სინამდვილეში არც არავინ მეჭირა.
But there was nothing in my arms. My arms were not curled to my chest.
584199.
განთიადი | თავი XIX
ხელები მკერდზე სულაც არ მეწყო.
My arms were dead things lying somewhere at my side.
584200.
განთიადი | თავი XIX
მხურვალება სადღაც შიგნიდან მოდიოდა.
The heat was inside me.