მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584161.
განთიადი | თავი XIX
მისმა მშვენიერმა პირისახემ თვალი მომჭრა.
Her tiny face was so absolutely perfect that it stunned me.
584162.
განთიადი | თავი XIX
წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემი გოგონა მამამისზე ლამაზი იყო.
She was even more beautiful than her father. Unbelievable.
584163.
განთიადი | თავი XIX
– რენესმე, – დავიჩურჩულე, – რა ლამაზია.
"Renesmee," I whispered. "So...beautiful."
584164.
განთიადი | თავი XIX
რენესმეს წარმოუდგენლად ლამაზი სახე უეცრად ფართო, მომხიბლავმა ღიმილმა გაანათა.
The impossible face suddenly smiled – a wide, deliberate smile.
584165.
განთიადი | თავი XIX
ვარდისფერი ტუჩები გახსნა და ქათქათა, თეთრი კბილები გამოუჩნდა.
Behind the shell-pink lips was a full complement of snowy milk teeth.
584166.
განთიადი | თავი XIX
მერე სითბოს ძიებაში თავი გულმკერდზე დამადო.
She leaned her head down, against my chest, burrowing against the warmth.
584167.
განთიადი | თავი XIX
თბილი და აბრეშუმივით გლუვი კანი ჰქონდა.
Her skin was warm and silky.
584168.
განთიადი | თავი XIX
უცებ ისევ ტკივილი ვიგრძენი.
Then there was pain again.
584169.
განთიადი | თავი XIX
წამოვიკვნესე.
I gasped.
584170.
განთიადი | თავი XIX
და ჩემი ანგელოზისსახიანი გოგონა წამართვეს, ვერც ვხედავდი და ვეღარც მის თბილ სხეულს ვგრძნობდი.
And she was gone. My angel-faced baby was nowhere. I couldn't see or feel her.
584171.
განთიადი | თავი XIX
„არა, დამიბრუნეთ!“ – მინდოდა მეყვირა, მაგრამ სისუსტე მომერია და ძალა არ მეყო.
No! I wanted to shout. Give her back to me! But the weakness was too much.
584172.
განთიადი | თავი XIX
ხელებს ვეღარ ვამოძრავებდი. რამდენიმე წამში მთელი სხეული ისევ უგრძნობელ მასად მექცა.
My arms felt like empty rubber hoses for a moment, and then they felt like nothing at all.
584173.
განთიადი | თავი XIX
იოლ გზას რომ დავდგომოდი და წყვდიადისთვის ჩემი ჩანთქმის საშუალება მიმეცა, ჩემს საყვარელ ხალხს დავამწუხრებდი.
If I did the easy thing now, let the black nothingness erase me, I would hurt them.
584174.
განთიადი | თავი XIX
ჩემს ედუარდს – ჩვენი სიცოცხლე ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. თუ ჯაჭვი გაწყდებოდა, ორივე დავიღუპებოდით.
Edward. Edward. My life and his were twisted into a single strand. Cut one, and you cut both.
584175.
განთიადი | თავი XIX
უჩემოდ ის ვერ გაძლებდა, უიმისოდ მე ვერ გავძლებდი.
If he were gone, I would not be able to live through that. If I were gone, he wouldn't live through it, either.
584176.
განთიადი | თავი XIX
დავამწუხრებდი ჯეიკობს, რომელიც მრავალჯერ დამემშვიდობა, მაგრამ როცა კი მისი დახმარება დამჭირვებია, ყოველთვის ბრუნდებოდა.
Jacob – who'd said goodbye to me over and over but kept coming back when I needed him.
584177.
განთიადი | თავი XIX
ჯეიკობს, რომელსაც იმდენჯერ ვატკინე გული, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
Jacob, who I'd wounded so many times it was criminal.
584178.
განთიადი | თავი XIX
დავამწუხრებდი მას, ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთან დარჩა და, ახლაც მხოლოდ მასთან დარჩენას მთხოვდა.
Would I hurt him again, the worst way yet? He'd stayed for me, despite everything. Now all he asked was that I stay for him.
584179.
განთიადი | თავი XIX
თუმცა, ჩემ გარშემო ისეთი წყვდიადი იყო, რომ მათ სახეებს ვერ ვხედავდი.
But it was so dark here that I couldn't see either of their faces.
584180.
განთიადი | თავი XIX
ყველაფერი არარეალური ჩანდა და ამან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დამიკარგა.
Nothing seemed real. That made it hard not to give up.