მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584901.
განთიადი | თავი XXII
პირიქით, მისი სუნი და მხურვალება წყურვილის გრძნობას მისუსტებდა.
It was actually easier with the smell to temper my reaction to the sound and heat of his pulsing blood.
584902.
განთიადი | თავი XXII
– ჯეიკობ, ყარხარ.
You stink, Jacob.
584903.
განთიადი | თავი XXII
ედუარდმა გადაიხარხარა.
Edward burst into laughter.
584904.
განთიადი | თავი XXII
სეთი ხითხითით მოგვიახლოვდა, ლეამ კი, პირიქით, უკან დაიხია.
Seth came a little closer while Leah retreated several paces.
584905.
განთიადი | თავი XXII
რატომღაც არც კი მოღუშულა, როცა ედუარდმა ჩამიხუტა და ყურში ჩამჩურჩულა, მიყვარხარო.
His face didn't pucker at all while Edward embraced me, not even when Edward composed himself and whispered "I love you" in my ear.
584906.
განთიადი | თავი XXII
ამან იმედი მომცა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა.
This made me feel hopeful that things were going to be right between us.
584907.
განთიადი | თავი XXII
იქნებ ფიზიკური ზიზღის გამო ჩემდამი ლტოლვა განელებოდა, იქნებ სწორედ ეს იყო საჭირო ჩვენი ურთიერთობისთვის?
Maybe now I could truly be his friend, since I disgusted him enough physically that he couldn't love me the same way as before.
584908.
განთიადი | თავი XXII
– მოკლედ, გამოცდა ჩავაბარე.
"Okay, so I passed, right?"
584909.
განთიადი | თავი XXII
ახლა გამიმხელთ თქვენს დიდ საიდუმლოს?
"Now are you going to tell me what this big secret is?"
584910.
განთიადი | თავი XXII
ემეტმა სეირის მოლოდინში ჩაიხითხითა.
I heard Emmett chuckle again – a sound of anticipation.
584911.
განთიადი | თავი XXII
კედლის მიღმა არ ჩანდა, რადგან შუშა მზის სხივებს ირეკლავდა.
I couldn't see her – the light bounced off the reflective windows like a mirror.
584912.
განთიადი | თავი XXII
ჯეიკობთან შედარებით უჩვეულოდ მშვიდსა და თეთრ ჩემს ანარეკლსაც ვხედავდი.
I could only see myself, looking very strange – so white and still – compared to Jacob.
584913.
განთიადი | თავი XXII
– ვიცი, რომ თავის შეკავებას შეძლებ. – დამეხმარები?
"I know you can handle this." "You'll help me?"
584914.
განთიადი | თავი XXII
– რენესმეს სიცოცხლეს არავინ გარისკავს.
None of us would risk Renesmee's life.
584915.
განთიადი | თავი XXII
რაც უნდა მოხდეს, არაფერი მოუვა.
She'll be perfectly safe, no matter what.
584916.
განთიადი | თავი XXII
ნაბიჯი წინ გადავდგი თუ არა, უმალ ჯეიკობი გადამეღობა შეწუხებული სახით.
I took a step forward. And then Jacob was in my way, his face a mask of worry.
584917.
განთიადი | თავი XXII
– დარწმუნებული ხარ, სისხლისმსმელო?
"Are you sure, bloodsucker?"
584918.
განთიადი | თავი XXII
– გამოცდა უკვე მოუწყე, ჯეიკობ.
"You had your test, Jacob."
584919.
განთიადი | თავი XXII
მაშ, ეს ჯეიკობის გამოცდა ყოფილა.
It was Jacob's test?
584920.
განთიადი | თავი XXII
– მაგრამ არაფერი, – აღშფოთდა უეცრად ედუარდი,
"But nothing," Edward said, suddenly exasperated.