მოიძებნა 668043 ჩანაწერი
586161.
განთიადი | თავი XXVIII
არ ვიცოდი, საიდან დამეწყო.
I couldn't think where to begin.
586162.
განთიადი | თავი XXVIII
საჭირო სიტყვები ვერავინ იპოვა.
No one else found the words, either.
586163.
განთიადი | თავი XXVIII
ჯეიკობმა სამი გრძელი ნაბიჯით გადმოკვეთა ოთახი და ჩემსა და რენესმეს წინ ჩაიმუხლა.
Jacob crossed the room in three long strides and dropped to his knees beside Renesmee and me.
586164.
განთიადი | თავი XXVIII
– ხომ კარგადაა? შუბლზე შეეხო მას.
- Is she okay?- he demanded, touching her forehead.
586165.
განთიადი | თავი XXVIII
– რენესმეს არაფერი უჭირს.
– Nothing's wrong with Renesmee.
586166.
განთიადი | თავი XXVIII
– მაშ, ვის?
– Then who?
586167.
განთიადი | თავი XXVIII
– ჩვენ ყველას, ჯეიკობ.
– All of us, Jacob.
586168.
განთიადი | თავი XXVIII
ყველას სიკვდილი მოგვისაჯეს.
We've all been sentenced to die.
586169.
განთიადი | თავი XXIX
დამწუხრებულნი და დაზაფრულნი, მთელი ღამე ქანდაკებებივით გაქვავებულები ვისხედით და ვიცდიდით, მაგრამ ელისი არ დაბრუნებულა.
We sat there all night long, statues of horror and grief, and Alice never came back.
586170.
განთიადი | თავი XXIX
კარლაილი ენას ძლივს აბრუნებდა, რომ ჯეიკობისთვის ყველაფერი აეხსნა.
Carlisle had barely been able to move his lips to explain it all to Jacob.
586171.
განთიადი | თავი XXIX
კუთხეში ჯეიკობი ოხრავდა, იატაკზე გაწოლილი ბანჯგვლიანი ბუმბერაზი ძილში ნერვიულად შფოთავდა.
Jacob was snoring in the corner, a mountain of fur on the floor, twitching anxiously in his sleep.
586172.
განთიადი | თავი XXIX
სემმა ყველაფერი შეიტყო – მგლები თავდასაცავად ემზადებოდნენ.
Sam knew everything – the wolves were readying themselves for what was coming.
586173.
განთიადი | თავი XXIX
ფანჯრებიდან მზის სხივი შემოიჭრა და ედუარდის კანი ააბრჭყვიალა.
The sunlight broke through the windows, sparkling on Edward's skin.
586174.
განთიადი | თავი XXIX
ელისის წასვლის შემდეგ მისთვის თვალი არ მომიშორებია.
My eyes had not moved from his since Alice's departure.
586175.
განთიადი | თავი XXIX
ისიც მთელ ღამეს მე მიყურებდა.
We'd stared at each other all night.
586176.
განთიადი | თავი XXIX
როცა მზის შუქი მეც შემეხო, ჩემი კაშკაშა ანარეკლი მის შეძრწუნებულ თვალებში დავინახე.
I saw my reflection glimmer in his agonized eyes as the sun touched my own skin.
586177.
განთიადი | თავი XXIX
თითქოს ყინული გაბზარულიყოს, ისე მჭახედ გაისმა მისი ხმა.
The sound of his voice was like ice cracking as it melted.
586178.
განთიადი | თავი XXIX
– დიდი ხანია, რაც წავიდა, – ჩაიბუტბუტა გაკვირვებულმა როზალიმ.
– She's been gone a long time, – Rosalie murmured, surprised.
586179.
განთიადი | თავი XXIX
ემეტი კარს მიუახლოვდა.
Emmett took a step toward the door.
586180.
განთიადი | თავი XXIX
– ამდენი ხნით არასდროს წასულა.
– She's never taken so long before.