მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587341.
განთიადი | თავი XXXIV
ედუარდი, როგორც ყოველთვის, ჩემზე უკეთ მალავდა თავის ნამდვილ განცდებს.
Edward was, as always, a better actor than I was.
587342.
განთიადი | თავი XXXIV
რენესმეს ჩემი საშობაო საჩუქარი ეკიდა, ჯიბეში ედუარდის ნაჩუქარი 3 პლეიერი ედო, მაჯაზე კი ქვილიუტური ნიშნობის ბეჭდის ფორმის სამაჯური ეკეთა.
Renesmee wore the locket I'd given her at dawn, and in her jacket pocket was the MP3 player Edward had given her, on her wrist was an intricately braided Quileute version of a promise ring.
587343.
განთიადი | თავი XXXIV
ედუარდი ამ სამაჯურის ჩუქებას კბილების ღრჭიალით შეხვდა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
Edward had gritted his teeth over that one, but it didn't bother me.
587344.
განთიადი | თავი XXXIV
მალე ისედაც ჯეიკობისთვის უნდა ჩამებარებინა მისი თავი და სამუდამო ერთგულების სიმბოლოს ჩუქებაზე უარს როგორღა ვეტყოდი?
Soon, so soon, I would be giving her to Jacob for safekeeping, how could I be bothered by any symbol of the commitment I was so relying on?
587345.
განთიადი | თავი XXXIV
ედუარდმა ჩარლისთვისაც შეუკვეთა საჩუქარი, რომელიც ერთ ღამეში ჩამოგვიტანეს.
Edward had saved the day by ordering a gift for Charlie, too.
587346.
განთიადი | თავი XXXIV
ჩარლიმ მთელი დილა ჰიდროლოკატორიანი სათევზაო მოწყობილობის ინსტრუქციის კითხვას მოანდომა.
Charlie spent all morning reading the thick instruction manual to his new fishing sonar system.
587347.
განთიადი | თავი XXXIV
ნეტა ჩვენი შეკრება უცხო თვალისთვის როგორი ჩანდა?
I wondered how the gathering would have looked to an outsider?
587348.
განთიადი | თავი XXXIV
მგონი, ედუარდსაც და ჯეიკობსაც გაუხარდათ, როცა დაშლის დრო მოვიდა.
I think Edward and Jacob both were as relieved as I was when it was time to go.
587349.
განთიადი | თავი XXXIV
ალბათ ჩარლის უკანასკნელად ვხედავდი.
This was perhaps the last time I would see Charlie.
587350.
განთიადი | თავი XXXIV
დედაჩემი ქორწილის შემდეგ არ მენახა.
I hadn't seen my mother since the wedding.
587351.
განთიადი | თავი XXXIV
ის ჩემი სამყაროსთვის მეტისმეტად სუსტი იყო.
She was too fragile for my world.
587352.
განთიადი | თავი XXXIV
ჩარლი უფრო ძლიერი იყო.
Charlie was stronger.
587353.
განთიადი | თავი XXXIV
ალბათ იმდენად ძლიერიც კი, რომ მასთან საბოლოოდ გამომშვიდობებაც შეიძლებოდა, მაგრამ ამის ძალა მე არ მეყო.
Maybe even strong enough for a goodbye now, but I wasn't.
587354.
განთიადი | თავი XXXIV
მანქანაში ჩუმად ვისხედით, გარეთ წვრილად ცრიდა და ციოდა.
It was very quiet in the car, outside, the rain was just a mist.
587355.
განთიადი | თავი XXXIV
რენესმე კალთაში მეჯდა და მედალიონს ეთამაშებოდა.
Renesmee sat on my lap, playing with her locket.
587356.
განთიადი | თავი XXXIV
მე მას ვუყურებდი და გონებაში იმ სიტყვებს ვიმეორებდი, რაც ჯეიკობისთვის მინდოდა მეთქვა, ოღონდ ედუარდის უჩუმრად.
I watched her and imagined the things I would say to Jacob right now if I didn't have to keep my words out of Edward's head.
587357.
განთიადი | თავი XXXIV
ოდესმე ჩვენი ამბავი სრულად მოუყევი მას.
Tell him the whole story someday.
587358.
განთიადი | თავი XXXIV
უთხარი, რომ ძლიერ მიყვარდა, რომ მისი მიტოვება გამიჭირდა.
Tell him how much I loved him, how I couldn't bear to leave him.
587359.
განთიადი | თავი XXXIV
უთხარი, რომ ის საუკეთესო მამა იყო.
Tell him he was the best father.
587360.
განთიადი | თავი XXXIV
სთხოვე, რომ რენესმე ჩემსავით შეიყვაროს, მოუაროს და გააბედნიეროს...
Tell him to pass my love on to Renee, all my hopes that she will be happy and well....