მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587561.
განთიადი | თავი XXXV
– ამ წლების განმავლობაში მისტერ ჯასპერისა და მისი ოჯახის მიმართ საკმაოდ დადებითი შეხედულება ჩამომიყალიბდა.
- Over the years, you might imagine that I've developed a very healthy level of respect for Mr. Jasper and the entire family.
587562.
განთიადი | თავი XXXV
მე ფრთხილად დავუქნიე თავი.
I nodded cautiously.
587563.
განთიადი | თავი XXXV
მან ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს.
He took a deep breath and then exhaled without speaking.
587564.
განთიადი | თავი XXXV
– ჯეი, გთხოვთ, მითხარით, რის თქმაც გსურთ.
- J, please just say whatever you need to.
587565.
განთიადი | თავი XXXV
უცებ ჯეიმ სწრაფად ამოილუღლუღა: – რომ მეტყოდეთ, იმ პატარა გოგონას მოტაცებას არ ვაპირებთო, ამაღამ მშვიდად დავიძინებდი.
If you could just assure me that you are not planning to kidnap the little girl from her father, I would sleep better tonight.
587566.
განთიადი | თავი XXXV
უბრალოდ, გოგონასთვის წინასწარ ვამზადებ საბუთებს, იმ შემთხვევისთვის, თუ მე და ჩემს ქმარს რამე დაგვემართება.
I'm simply preparing a safe place for her in case something were to happen to my husband and me.
587567.
განთიადი | თავი XXXV
– საფრთხეს ელოდებით?
- Are you expecting something to happen?
587568.
განთიადი | თავი XXXV
მისი გაწითლებული კანის დანახვასა და ძარღვებში აჩქროლებული სისხლის ხმაურის გაგონებაზე კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ ჩვეულებრივ ახალშექმნილს არ ვგავდი.
I watched the red flush spread behind the delicate membrane of his skin and was glad – as I often was – that I was not the average newborn.
587569.
განთიადი | თავი XXXV
თუ არალეგალურ საქმიანობას არ ჩავთვლით, ჯეი კეთილი ადამიანი ჩანდა და მისი მოკვლა ნამდვილად მეწყინებოდა.
J seemed a nice enough man, criminal behavior aside, and it would have been a shame to kill him.
587570.
განთიადი | თავი XXXV
– რა იცი, რა ხდება, – ამოვიოხრე მე.
- You never know, - I sighed.
587571.
განთიადი | თავი XXXV
– მაშ, წარმატებებს გისურვებთ.
- May I wish you the best of luck, then.
587572.
განთიადი | თავი XXXV
და კიდევ, იმედია, არ გაბრაზდებით, მაგრამ თუ მისტერ ჯასპერი მოვა და მკითხავს, დოკუმენტებში რა სახელები ჩაწერეო...
And please don't be put out with me, my dear, but if Mr. Jasper should come to me and ask what names I put on these documents...
587573.
განთიადი | თავი XXXV
– რა თქმა უნდა, მაშინვე უპასუხეთ.
- Of course you should tell him immediately.
587574.
განთიადი | თავი XXXV
მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი, მისტერ ჯასპერმა ჩვენი გარიგების შესახებ იცოდეს.
I'd like nothing better than to have Mr. Jasper fully aware of our entire transaction.
587575.
განთიადი | თავი XXXV
ჩემმა გულწრფელობამ აღელვებული ჯეი ოდნავ დაამშვიდა.
My transparent sincerity seemed to ease a bit of J's tension.
587576.
განთიადი | თავი XXXV
– ძალიან კარგი, – თქვა მან.
- Very good, - he said.
587577.
განთიადი | თავი XXXV
– მაშ, კიდევ ერთხელ, წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ.
- Then, again, my best wishes for your health and happiness.
587578.
განთიადი | თავი XXXV
თუ კალენების ოჯახს რამე დასჭირდება, მაშინვე დამიკავშირდით, ბელა.
Anything at all the Cullen family needs, please don't hesitate to call on me, Bella.
587579.
განთიადი | თავი XXXV
ჩემი კონტრაბანდა ჩანთაში ჩავიდე, უკანასკნელად გავხედე ჯეის, რომელიც შეშფოთებული მიყურებდა, და ოთახიდან გავედი.
I left with my contraband, glancing back to see that J was staring after me, his expression a mixture of anxiety and regret.
587580.
განთიადი | თავი XXXV
უკან უფრო მალე დავბრუნდი.
The return trip took me less time.