მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588061.
განთიადი | თავი XXXVII
აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავი გამოსვლა ჩაეშალა.
His need for an audience had backfired badly.
588062.
განთიადი | თავი XXXVII
თუმცა, მე მაინც არ მჯეროდა, რომ ვოლტურები რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით ადვილად შეგვეშვებოდნენ.
But I didn't believe that the Volturi would leave us in peace just to save their reputation.
588063.
განთიადი | თავი XXXVII
უთუოდ ჯერ ჩვენ მოგვიღებდნენ ბოლოს და მერე ამის თვითმხილველებსაც დახოცავდნენ.
After they finished with us, surely they would slaughter their witnesses for that purpose.
588064.
განთიადი | თავი XXXVII
ჯეიკობის, რენესმეს, ელისის, ჯასპერის, ალისტერის და უცნობი ვამპირების გადასარჩენად დემეტრე უნდა მომკვდარიყო.
For Jacob and Renesmee, for Alice and Jasper, for Alistair, and for these strangers who had not known what today would cost them, Demetri had to die.
588065.
განთიადი | თავი XXXVII
არო კაიუსს მსუბუქად შეეხო მხარზე.
Aro touched Caius's shoulder lightly.
588066.
განთიადი | თავი XXXVII
მაშ, თავი ამით იმართლეს!
So that was to be their excuse.
588067.
განთიადი | თავი XXXVII
მისმა სახემ ისეთი კაცი მომაგონა, რომელმაც წამის წინ შეიტყო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
His face reminded me, oddly, of a person who'd just learned he'd been demoted.
588068.
განთიადი | თავი XXXVII
- თქვენს რამდენიმე მოწმეს გავესაუბრები.
I'd like to speak with a few of your witnesses.
588069.
განთიადი | თავი XXXVII
ერთდროულად ორი რამ მოხდა.
Two things happened at once.
588070.
განთიადი | თავი XXXVII
კაიუსმა აროს შეხედა და სახეზე ისევ ეშმაკური ღიმილი აღებეჭდა.
Caius's eyes focused on Aro, and the tiny cruel smile came back.
588071.
განთიადი | თავი XXXVII
ხოლო ედუარდმა დაიღმუვლა და ხელები ისე ძლიერად დამუშტა, რომ ვიფიქრე, ძვლები ქვასავით მტკიცე კანს გაუჭრის-მეთქი.
And Edward hissed, his hands balling up in fists so tight it looked like the bones in his knuckles would split through his diamond-hard skin.
588072.
განთიადი | თავი XXXVII
კარლაილმა ედუარდს შეავლო თვალი და თვითონაც გაუმკაცრდა სახე.
I saw Carlisle glance anxiously at Edward's face, and then his own face hardened.
588073.
განთიადი | თავი XXXVII
სანამ კაიუსი უშედეგოდ ცდილობდა ჩვენს დადანაშაულებას და ბრძოლაში ჩათრევას, ალბათ, არომ უფრო გონივრული სტრატეგია შეიმუშავა:
While Caius had blundered through useless accusations and injudicious attempts to trigger the fight, Aro must have been coming up with a more effective strategy.
588074.
განთიადი | თავი XXXVII
არო მოჩვენებასავით უჩუმრად მიიჭრა მინდვრის დასავლეთ კიდეში მდგარ ამონთან და კებისთან.
Aro ghosted across the snow to the far western end of our line, stopping about ten yards from Amun and Kebi.
588075.
განთიადი | თავი XXXVII
იქვე განლაგებულმა მგლებმა მრისხანედ დაიღრინეს, მაგრამ პოზიციები შეინარჩუნეს.
The nearby wolves bristled angrily but held their positions.
588076.
განთიადი | თავი XXXVII
– აჰ, ამონ, ჩემო სამხრეთელო მეზობელო! – თბილად მიმართა არომ.
"Ah, Amun, my southern neighbor!" Aro said warmly.
588077.
განთიადი | თავი XXXVII
– რამდენი ხანია, რაც სტუმრად არ შემოგივლია.
"It has been so long since you've visited me."
588078.
განთიადი | თავი XXXVII
შეშფოთებული ამონი ხმას არ იღებდა; მის გვერდით კები ქანდაკებად ქცეულიყო.
Amun was motionless with anxiety, Kebi a statue at his side.
588079.
განთიადი | თავი XXXVII
ამონმა არაფერი უპასუხა.
Amun said nothing.
588080.
განთიადი | თავი XXXVII
– ახალშექმნილების მორჯულებას და ოჯახთან შეჩვევას დიდი დრო და შრომა სჭირდება.
"It can be terribly time-consuming to organize newcomers into a coven.