მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588301.
განთიადი | თავი XXXVIII
არომ სევდიანად გამოხედა მას.
Aro stared at him sadly.
588302.
განთიადი | თავი XXXVIII
– ყველასთვის სამწუხარო იქნება რომელიმე თქვენგანის დაღუპვა.
It will be a regrettable waste to our kind to lose any of you.
588303.
განთიადი | თავი XXXVIII
განსაკუთრებით, შენი, ახალგაზრდა ედუარდ, და შენი ახალშექმნილი მეუღლისა.
But you especially, young Edward, and your newborn mate.
588304.
განთიადი | თავი XXXVIII
ვოლტურები დიდი სიამოვნებით მიიღებენ ნებისმიერ თქვენგანს თავიანთ რიგებში.
The Volturi would be glad to welcome many of you into our ranks.
588305.
განთიადი | თავი XXXVIII
ბელა, ბენიამინ, ზაფრინა, კეიტ – თქვენ არჩევანის საშუალება გაქვთ.
Bella, Benjamin, Zafrina, Kate. There are many choices before you.
588306.
განთიადი | თავი XXXVIII
– მაშ, კენჭი ვყაროთ, – უხალისოდ წარმოთქვა მან.
"Let us vote, then," he said with apparent reluctance.
588307.
განთიადი | თავი XXXVIII
კაიუსმა სასწრაფოდ წარმოთქვა.
Caius spoke with eager haste.
588308.
განთიადი | თავი XXXVIII
– ეს ბავშვი ამოუხსნელ ძალას ფლობს.
The child is an unknown quantity.
588309.
განთიადი | თავი XXXVIII
ის უნდა განადგურდეს, მის დამცველებთან ერთად!
It must be destroyed, along with all who protect it.
588310.
განთიადი | თავი XXXVIII
მარკუსმა უემოციო მზერა მოგვაპყრო.
Marcus lifted his uncaring eyes.
588311.
განთიადი | თავი XXXVIII
– ჯერჯერობით ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ.
I see no immediate danger.
588312.
განთიადი | თავი XXXVIII
ბავშვი საშიში არ ჩანს.
The child is safe enough for now.
588313.
განთიადი | თავი XXXVIII
აჯობებს, მშვიდად დავიშალოთ.
Let us leave in peace.
588314.
განთიადი | თავი XXXVIII
– მისი ხმა მისი ძმების ჩურჩულზე კიდევ უფრო სუსტად გაისმა.
His voice was even fainter than his brothers' feathery sighs.
588315.
განთიადი | თავი XXXVIII
არც ერთ მცველს პოზიცია არ დაუტოვებია.
None of the guard relaxed their ready positions at his disagreeing words.
588316.
განთიადი | თავი XXXVIII
არც კაიუსს მოსცილებია სახიდან ცბიერი ღიმილი, თითქოს მარკუსს საერთოდ არაფერი ეთქვას.
Caius's anticipatory grin did not falter. It was as if Marcus hadn't spoken at all.
588317.
განთიადი | თავი XXXVIII
– როგორც ჩანს, გადამწყვეტი ხმა ჩემზეა, – დაასკვნა არომ.
"I must make the deciding vote, it seems," Aro mused.
588318.
განთიადი | თავი XXXVIII
უცებ ჩემ გვერდით ედუარდი დაიძაბა.
Suddenly, Edward stiffened at my side.
588319.
განთიადი | თავი XXXVIII
სიკვდილის ანგელოზივით ერთდროულად ლამაზი და შემაძრწუნებელი სახე ჰქონდა, ნგრევის პირას მისულ სამყაროს რომ გადაჰყურებს.
It was the expression an angel of destruction might wear while the world burned. Beautiful and terrifying.
588320.
განთიადი | თავი XXXVIII
მცველები უკმაყოფილოდ შეიშმუშნნენ და აბურტყუნდნენ.
There was a low reaction from the guard, an uneasy murmur.