მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588361.
განთიადი | თავი XXXVIII
მათთვის ცხადი გახდა, რომ ფარი ფიზიკური თავდასხმისგან ვერ დაგვიცავდა.
It was clear now that shield would not stop a physical attack.
588362.
განთიადი | თავი XXXVIII
როგორც კი არო ბრძანებას გასცემდა, ყველა მე დამესეოდა.
As soon as Aro gave the order, the blitz would ensue, me the only object.
588363.
განთიადი | თავი XXXVIII
ნეტა რამდენი მეტოქის დაბრმავებას შეძლებდა ან დაბრმავებულებს რამდენი ხნით შეაჩერებდა ზაფრინა?
I wondered how many Zafrina would be able to blind, and how much that would slow them.
588364.
განთიადი | თავი XXXVIII
იქნებ ამასობაში კეიტსა და ვლადიმირს ჯეინისა და ალეკის მოშორება მოესწროთ?
Long enough for Kate and Vladimir to take Jane and Alec out of the equation?
588365.
განთიადი | თავი XXXVIII
– ბოლო კვირების განმავლობაში ელისი მოწმეებს ეძებდა, – მიმართა მან უხუცესს.
"Alice has been searching for her own witnesses these last weeks," he said to the ancient.
588366.
განთიადი | თავი XXXVIII
– შინ ხელცარიელი არ დაბრუნებულა.
And she does not come back empty-handed.
588367.
განთიადი | თავი XXXVIII
ელის, იქნებ შენი სტუმრები გაგვაცნო!
Alice, why don't you introduce the witnesses you've brought?
588368.
განთიადი | თავი XXXVIII
– მოწმეების წარდგენის დრო გავიდა!
The time for witnesses is past!
588369.
განთიადი | თავი XXXVIII
არჩევანი გააკეთე, არო!
Cast your vote, Aro!
588370.
განთიადი | თავი XXXVIII
არომ საჩვენებელი თითი ასწია ძმის გასაჩუმებლად და მზერა ელისს მიაპყრო.
Aro raised one finger to silence his brother, his eyes glued to Alice's face.
588371.
განთიადი | თავი XXXVIII
ელისმა არხეინად გადადგა წინ ნაბიჯი და უცნობები წარადგინა.
Alice stepped forward lightly and introduced the strangers.
588372.
განთიადი | თავი XXXVIII
– ეს ჰუილენია. ეს კი მისი დისწულია – ნაჰუელი.
"This is Huilen and her nephew, Nahuel."
588373.
განთიადი | თავი XXXVIII
კაიუსმა დაეჭვებით მოჭუტა თვალები, როცა ახალმოსულების ნათესაურ კავშირზე მოისმინა.
Caius's eyes tightened as Alice named the relationship between the newcomers.
588374.
განთიადი | თავი XXXVIII
ვოლტურთა მოწმეებმა ერთმანეთს გადაუჩურჩულეს.
The Volturi witnesses hissed amongst themselves.
588375.
განთიადი | თავი XXXVIII
ვამპირთა სამყარო დიდი ცვლილებების წინაშე იდგა – ამას ყველა გრძნობდა.
The vampire world was changing, and everyone could feel it.
588376.
განთიადი | თავი XXXVIII
– ილაპარაკე, ჰუილენ, – უბრძანა არომ.
"Speak, Huilen," Aro commanded.
588377.
განთიადი | თავი XXXVIII
– გვითხარი ის, რის სათქმელადაც აქ მოგიყვანეს.
"Give us the witness you were brought to bear."
588378.
განთიადი | თავი XXXVIII
გამხდარმა ქალმა ელისს ნერვიულად გახედა.
The slight woman looked to Alice nervously.
588379.
განთიადი | თავი XXXVIII
ელისმა თავის დაქნევით შეაგულიანა, ხოლო კაჩირიმ ტანმორჩილ ვამპირს გრძელი ხელი მხარზე დაადო.
Alice nodded in encouragement, and Kachiri put her long hand on the little vampire's shoulder.
588380.
განთიადი | თავი XXXVIII
– მე ჰუილენი ვარ.
I am Huilen.