მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588461.
განთიადი | თავი XXXVIII
– ვწუხვარ, რომ უთანხმოება მოგვივიდა, ჩემო ძვირფასო მეგობარო.
I am sorry to earn your disapproval, my dear friend.
588462.
განთიადი | თავი XXXVIII
იმედია, დროთა განმავლობაში მაპატიებ.
Perhaps, in time, you will forgive me.
588463.
განთიადი | თავი XXXVIII
– შესაძლოა. თუკი საქმით დაამტკიცებ, რომ მეგობრობის ღირსი ისევ ხარ.
"Perhaps, in time, if you prove a friend to us again."
588464.
განთიადი | თავი XXXVIII
არომ სინანულით ჩაღუნა თავი.
Aro bowed his head, the picture of remorse.
588465.
განთიადი | თავი XXXVIII
სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
It was very quiet.
588466.
განთიადი | თავი XXXVIII
მე ფარს ისევ არ ვშლიდი.
I did not drop my shield.
588467.
განთიადი | თავი XXXVIII
– ყველაფერი დამთავრდა? – ჩურჩულით ვკითხე ედუარდს.
"Is it really over?" I whispered to Edward.
588468.
განთიადი | თავი XXXVIII
ისინი დანებდნენ, როგორც ყველა ყოყლოჩინა ჩხუბისთავი, გულის სიღრმეში ისინიც მშიშარები არიან.
They've given up. Like all bullies, they're cowards underneath the swagger.
588469.
განთიადი | თავი XXXVIII
– აღარ დაბრუნდებიან.
They're not coming back.
588470.
განთიადი | თავი XXXVIII
შეგიძლიათ, მოდუნდეთ.
Everybody can relax now.
588471.
განთიადი | თავი XXXVIII
და მერე ემოციებმა ამოხეთქა: მხიარული შეძახილები და გამაყრუებელი ყმუილი გაისმა.
And then it hit. Cheers erupted. Deafening howls filled the clearing.
588472.
განთიადი | თავი XXXVIII
მეგი შივოუნს ზურგზე ხელს უტყაპუნებდა.
Maggie pounded Siobhan on the back.
588473.
განთიადი | თავი XXXVIII
როზალიმ და ემეტმა ისევ აკოცეს ერთმანეთს – ამჯერად უფრო მგზნებარედ და დიდხანს.
Rosalie and Emmett kissed again – longer and more ardently than before.
588474.
განთიადი | თავი XXXVIII
ბენიამინი და ტია ჩაეხუტნენ, ისევე, როგორც კარმენი და ელეაზარი.
Benjamin and Tia were locked in each other's arms, as were Carmen and Eleazar.
588475.
განთიადი | თავი XXXVIII
ესმე ელისსა და ჯასპერს გადაეხვია.
Esme held Alice and Jasper in a tight embrace.
588476.
განთიადი | თავი XXXVIII
კარლაილი ჩვენს მხსნელ სამხრეთამერიკელ სტუმრებს მადლობას უხდიდა.
Carlisle was warmly thanking the South American newcomers who had saved us all.
588477.
განთიადი | თავი XXXVIII
კაჩირის ზაფრინასა და სენასთვის ჩაეჭიდა ხელები.
Kachin stood very close to Zafrina and Senna, their fingertips interlocked.
588478.
განთიადი | თავი XXXVIII
გარეტმა კეიტი აიტაცა ხელში და მასთან ერთად წრეზე ტრიალებდა.
Garrett picked Kate up off the ground and swung her around in a circle.
588479.
განთიადი | თავი XXXVIII
მე კინაღამ ზედ შევახტი წითურ მგელს, ჩემი გოგონა მისი ზურგიდან გადმოვსვი და გულში ჩავიკარი.
And I half-climbed the giant russet wolf to rip my daughter off his back and then crushed her to my chest.
588480.
განთიადი | თავი XXXVIII
– მე შენთან ვრჩები? – მკითხა ნესიმ.
"I get to stay with you?" Nessie demanded.