მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588441.
განთიადი | თავი XXXVIII
– მაგასთან, ალბათ დალაპარაკება მოგვიწევს, – უპასუხა არომ.
"Perhaps we should speak with him," Aro agreed.
588442.
განთიადი | თავი XXXVIII
– თუ გინდათ, იოჰამი შეაჩერეთ, – გულგრილად თქვა ნაჰუელმა, – მაგრამ ჩემს დებს ხელი არ ახლოთ. მათ არაფერი დაუშავებიათ.
"Stop Joham if you will," Nahuel said flatly. "But leave my sisters be. They are innocent."
588443.
განთიადი | თავი XXXVIII
სახეგაქვავებულმა არომ თავი დაუქნია.
Aro nodded, his expression solemn.
588444.
განთიადი | თავი XXXVIII
შემდეგ თავისი მცველებისკენ შეტრიალდა და თბილად გაუღიმა:
And then he turned back to his guard with a warm smile.
588445.
განთიადი | თავი XXXVIII
– ჩემო ძვირფასებო, დღეს არ ვიბრძოლებთ.
Dear ones, we do not fight today.
588446.
განთიადი | თავი XXXVIII
მცველებმა ერთდროულად დაუქნიეს თავები და წელში გაიმართნენ.
The guard nodded in unison and straightened out.
588447.
განთიადი | თავი XXXVIII
ნისლი მაშინვე გაიფანტა, მაგრამ მე ფარი არ მომიხსნია, ვაითუ ესეც მორიგი ხრიკი იყოს-მეთქი.
The mist dissipated swiftly, but I held my shield in place. Maybe this was another trick.
588448.
განთიადი | თავი XXXVIII
კაიუსი აშკარად გაჯავრებული იყო, თუმცა, მრისხანებას მალავდა.
Caius was clearly incensed, but his rage was turned inward now.
588449.
განთიადი | თავი XXXVIII
მარკუსი კი ისევ მოწყენილი ჩანდა.
Marcus looked... bored.
588450.
განთიადი | თავი XXXVIII
ვოლტურთა მოწმეები ფრთხილად, თითო-თითოდ გაიკრიფნენ, ტყეში შედიოდნენ და ქრებოდნენ.
The Volturi witnesses were still wary; one after another, they departed, scattering into the woods.
588451.
განთიადი | თავი XXXVIII
რაც უფრო იკლებდა მათი რიცხვი, მით უფრო სწრაფად გარბოდნენ სხვებიც.
As their numbers dwindled, the remaining sped up.
588452.
განთიადი | თავი XXXVIII
არომ ისე გამოიშვირა ჩვენკენ ხელები, თითქოს გვებოდიშებოდა.
Aro held his hands out to us, almost apologetic.
588453.
განთიადი | თავი XXXVIII
მის უკან, მცველების უმეტესობა, კაიუსისა და მარკუსის და მდუმარე, იდუმალი ცოლების თანხლებით უკვე დაძრულიყვნენ.
Behind him, the larger part of the guard, along with Caius, Marcus, and the silent, mysterious wives, were already drifting quickly away.
588454.
განთიადი | თავი XXXVIII
მხოლოდ სამი პირადი მცველი დარჩა აროსთან.
Only the three that seemed to be his personal guardians lingered with him.
588455.
განთიადი | თავი XXXVIII
– ძალიან მიხარია, რომ ეს გაუგებრობა ბრძოლის გარეშე მოგვარდა, – ტკბილად წარმოთქვა მან.
"I'm so glad this could be resolved without violence," he said sweetly.
588456.
განთიადი | თავი XXXVIII
– ჩემო მეგობარო, კარლაილ, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ისევ მეგობარი გიწოდო!
"My friend, Carlisle – how pleased I am to call you friend again!
588457.
განთიადი | თავი XXXVIII
იმედია, ჩვენზე არ განაწყენებულხარ.
I hope there are no hard feelings.
588458.
განთიადი | თავი XXXVIII
დარწმუნებული ვარ, ხვდები, სამყაროს წესრიგის დაცვა მძიმე მოვალეობაა.
I know you understand the strict burden that our duty places on our shoulders.
588459.
განთიადი | თავი XXXVIII
– მშვიდობით იარე, არო, – ცივად დაემშვიდობა კარლაილი.
"Leave in peace, Aro," Carlisle said stiffly.
588460.
განთიადი | თავი XXXVIII
– გთხოვ, გაითვალისწინე, რომ ჩვენ ანონიმურობას ვიცავთ. თქვენს მცველებს ამ მიდამოებში ნადირობის უფლება არ მისცეთ.
"Please remember that we still have our anonymity to protect here, and keep your guard from hunting in this region."