მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588501.
განთიადი | თავი XXXIX
– ელისი გაგვაფრთხილებს, თუ ჩვენზე თავდასხმას დააპირებენ, – დარწმუნებით თქვა შივოუნმა.
"Alice will warn us when they intend to strike," Siobhan said in a sure voice.
588502.
განთიადი | თავი XXXIX
– და ხელახლა შევიკრიბებით.
"And we'll gather again.
588503.
განთიადი | თავი XXXIX
იმედია, ისეთი დროც მოვა, როცა ჩვენი სამყარო ერთხელ და სამუდამოდ მოიცილებს თავიდან ვოლტურებს.
Perhaps the time will come when our world is ready to be free of the Volturi altogether.
588504.
განთიადი | თავი XXXIX
– ეს დრო აუცილებლად მოვა, – შენიშნა კარლაილმა, – და ჩვენ ისევ ერთად დადგომა მოგვიწევს.– დიახ, ჩემო მეგობარო, ჩვენ ერთად დავდგებით.
"That time may come," Carlisle replied. "If it does, we'll stand together." "Yes, my friend, we will," Siobhan agreed.
588505.
განთიადი | თავი XXXIX
– იქნებ ალისტერი იპოვოთ და უთხრათ, აქ რაც მოხდა?
Try to find Alistair and tell him what happened.
588506.
განთიადი | თავი XXXIX
არ მინდა, მომდევნო ათი წელი სადმე გამოქვაბულში შიშით შეყუჟულმა გაატაროს.
I'd hate to think of him hiding under a rock for the next decade.
588507.
განთიადი | თავი XXXIX
მეგი მე და ნესის გადაგვეხვია და ირლანდიური კლანიც წავიდა.
Maggie hugged both Nessie and me, and then the Irish coven was gone.
588508.
განთიადი | თავი XXXIX
ყველაზე ბოლოს დენალიელები წავიდნენ. მათ გარეტიც გაჰყვა.
The Denalis were the last to leave, Garrett with them.
588509.
განთიადი | თავი XXXIX
ჰუილენი და ნაჰუელი დარჩნენ.
Huilen and Nahuel were the ones who stayed.
588510.
განთიადი | თავი XXXIX
კარლაილმა გულდასმით გამოჰკითხა ჰუილენს.
Carlisle was deep in fascinated conversation with Huilen.
588511.
განთიადი | თავი XXXIX
ნაჰუელი გვერდით ეჯდა.
Nahuel sat close beside her.
588512.
განთიადი | თავი XXXIX
– ელისმა აროს საბაბი მისცა, ბრძოლისთვის თავი აერიდებინა.
Alice gave Aro the excuse he needed to get out of the fight.
588513.
განთიადი | თავი XXXIX
ბელასი რომ ასე ძალიან არ შეშინებოდა, ალბათ თავისი პირველი გეგმის მიხედვით იმოქმედებდა.
If he hadn't been so terrified of Bella, he probably would have gone ahead with their original plan.
588514.
განთიადი | თავი XXXIX
– ბოლოს და ბოლოს, როდის დააფასებ საკუთარ თავს?
"When will you ever see yourself clearly?"
588515.
განთიადი | თავი XXXIX
– 2500 წელია, ვოლტურებს არავისთან უბრძოლიათ თანასწორად.
"The Volturi haven't fought a fair fight in about 2500 years.
588516.
განთიადი | თავი XXXIX
როგორც წესი, ალეკი მოწინააღმდეგის უნარებსა და გრძნობებს ახშობს, სანამ ვითომ თათბირობენ.
Usually, Alec cuts off all sense and feeling from their victims while they go through the charade of a counsel.
588517.
განთიადი | თავი XXXIX
ამგვარად, განაჩენის გამოტანამდე გაქცევას ვერავინ ახერხებს.
That way, no one can run when the verdict is given.
588518.
განთიადი | თავი XXXIX
– ვის არ შეეშინდება, ცხენისხელა მგლები რომ გარს შემოეხვევიან, – ემეტმა სიცილით გაჰკრა ჯეიკობს იდაყვი.
"Hard to feel confident when you're surrounded by horse-sized wolves," Emmett laughed, poking Jacob's arm.
588519.
განთიადი | თავი XXXIX
– პირველ რიგში, სწორედ მგლებმა შეაჩერეს ისინი, – ვთქვი მე.
"It was the wolves that stopped them in the first place," I said.
588520.
განთიადი | თავი XXXIX
– რა თქმა უნდა, – დამეთანხმა ჯეიკობი.
"Sure was," Jacob agreed.