მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588541.
განთიადი | თავი XXXIX
გარდა ამისა, ყველანი უნდა დამერწმუნებინეთ, რომ სახლიდან გავიქეცი და მიგატოვეთ.
Most of all, I had to make sure you'd all believe that I was ditching out on you.
588542.
განთიადი | თავი XXXIX
ვიცი, რომ არც შენ გილხინდა.
I know it was rough for you, too.
588543.
განთიადი | თავი XXXIX
უბრალოდ... ძალიან მენატრებოდი, ელის.
It's just that... I missed you like crazy, Alice.
588544.
განთიადი | თავი XXXIX
ასე აღარასდროს მომექცე.
Don't do that to me again.
588545.
განთიადი | თავი XXXIX
ელისის წკრიალა სიცილმა მთელ ოთახს შემოურბინა.
Alice's trilling laugh rang through the room.
588546.
განთიადი | თავი XXXIX
– მეც მენატრებოდი, ბელა.
I missed you, too, Bella.
588547.
განთიადი | თავი XXXIX
მაპატიე და, სცადე იმით გაიხარო, რომ დღის სუპერგმირად დაგასახელეს.
So forgive me, and try to be satisfied with being the superhero of the day.
588548.
განთიადი | თავი XXXIX
ყველა ისე მიყურებდა და, მათ შორის, ედუარდიც, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი.
The way everyone looked at me made me uncomfortable. Even Edward.
588549.
განთიადი | თავი XXXIX
მათ დაჟინებულ მზერას თვალს ვარიდებდი და ხან მძინარე ნესის, ხან კიდევ – ჯეიკობის გაქვავებულ სახეს ვაკვირდებოდი.
I tried to ignore the impressed looks, mostly keeping my eyes on Nessie's sleeping face and Jacob's unchanged expression.
588550.
განთიადი | თავი XXXIX
ჯეიკობისთვის ხომ მაინც მუდამ უბრალო ბელა ვიქნებოდი და ეს მამშვიდებდა.
I would always be just Bella to him, and that was a relief.
588551.
განთიადი | თავი XXXIX
თუმცა, ბიჭი თვალს მაინც არ მაშორებდა.
But the boy never took his eyes off me.
588552.
განთიადი | თავი XXXIX
შეიძლება ნესის აკვირდებოდა.
Or maybe he was looking at Nessie.
588553.
განთიადი | თავი XXXIX
ნესი ხომ მისი მოდგმის ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო (გარდა მისი ნახევარდებისა).
Nessie was the only female of his kind that wasn't his half-sister.
588554.
განთიადი | თავი XXXIX
ჯეიკობი ჯერ ამას ვერ ხვდებოდა.
I didn't think this idea had occurred to Jacob yet.
588555.
განთიადი | თავი XXXIX
ბოლოს და ბოლოს, შეკითხვები ყველას გამოელია.
Eventually, the others ran out of questions.
588556.
განთიადი | თავი XXXIX
უცნაური დაღლილობა ვიგრძენი.
I felt oddly tired.
588557.
განთიადი | თავი XXXIX
რასაკვირველია, ძილი არ მომრევია, მაგრამ დღე ძალიან გრძელი გამოდგა.
Not sleepy, of course, but just like the day had been long enough.
588558.
განთიადი | თავი XXXIX
ნესის საწოლში ჩაწვენა და ჩემს პატარა კოტეჯში განმარტოება მომინდა.
I wanted Nessie in her own bed; I wanted the walls of my own little home around me.
588559.
განთიადი | თავი XXXIX
ედუარდს გავხედე და თითქოს პირველად შევძელი მისი აზრების წაკითხვა.
I looked at Edward and felt for a moment like I could read his mind.
588560.
განთიადი | თავი XXXIX
ისიც ზუსტად ჩემსავით გრძნობდა თავს.
I could see he felt exactly the same way.