მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588981.
დაბნელება | თავი 1
ედუარდმა ჩაიფხუკუნა და დაძაბულობა განიმუხტა.
Edward snorted, breaking the tension.
588982.
დაბნელება | თავი 1
– პინგვინებთან. მაგარი იქნება.
“Penguins. Lovely.”
588983.
დაბნელება | თავი 1
გაუბედავად გავიცინე და გაზეთი იატაკზე მოვისროლე, რათა მოკლულთა სახელები აღარ წამეკითხა.
I laughed a shaky laugh and knocked the paper off the table so I wouldn’t have to see those names.
588984.
დაბნელება | თავი 1
დიახ, ედუარდი ნადირობას მასწავლიდა.
Of course Edward would consider the hunting possibilities.
588985.
დაბნელება | თავი 1
ის და მისი „ვეგეტარიანელების“ ოჯახი ადამიანთა სისხლზე უარს ამბობდნენ, ამიტომ ველურ მტაცებლებზე ნადირობდნენ წყურვილის დასაკმაყოფილებლად.
He and his “vegetarian” family — all committed to protecting human life — preferred the flavor of large predators for satisfying their dietary needs.
588986.
დაბნელება | თავი 1
– მაშ, როგორც შევთანხმდით, ალასკა.
Alaska, then, as planned.
588987.
დაბნელება | თავი 1
ოღონდ, ჯუნოდან მოშორებით, გრიზლებით სავსე ადგილას დავსახლდეთ.
Only somewhere much more remote than Juneau — somewhere with grizzlies galore.
588988.
დაბნელება | თავი 1
– ეს უკეთესია, – მომიწონა, – იქ მრისხანე პოლარული დათვებიც არიან და უშველებელი მგლებიც.
“Better,” he allowed. “There are polar bears, too. Very fierce. And the wolves get quite large.”
588989.
დაბნელება | თავი 1
ყბა ჩამომივარდა და კვნესა აღმომხდა.
My mouth fell open and my breath blew out in a sharp gust.
588990.
დაბნელება | თავი 1
– რა მოხდა?
“What’s wrong?”
588991.
დაბნელება | თავი 1
სანამ ვუპასუხებდი, თვითონ მიხვდა და მაშინვე დასერიოზულდა.
Before I could recover, the confusion vanished and his whole body seemed to harden.
588992.
დაბნელება | თავი 1
– ო, დაივიწყე მგლები, თუ მათზე ხუმრობა არ გსიამოვნებს.
“Oh. Never mind the wolves, then, if the idea is offensive to you.”
588993.
დაბნელება | თავი 1
– ედუარდ, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, – ამოვილუღლუღე.
“He was my best friend, Edward,” I muttered.
588994.
დაბნელება | თავი 1
– რასაკვირველია, ასეთი ხუმრობა არ მსიამოვნებს.
“Of course the idea offends me.”
588995.
დაბნელება | თავი 1
– გთხოვ, მაპატიე ჩემი დაუკვირვებლობა, – კვლავ სერიოზულად მითხრა, – ეს არ უნდა მეთქვა.
“Please forgive my thoughtlessness,” he said, still very formal. “I shouldn’t have suggested that.”
588996.
დაბნელება | თავი 1
– არა უშავს, – მაგიდის ქვეშ დამუშტულ ხელებს დავხედე.
“Don’t worry about it.” I stared at my hands, clenched into a double fist on the table.
588997.
დაბნელება | თავი 1
წუთით ორივე გავჩუმდით. უცებ მისი ცივი თითი ჩემს ნიკაპთან აღმოჩნდა, თავი ამაწევინა.
We were both silent for a moment, and then his cool finger was under my chin, coaxing my face up.
588998.
დაბნელება | თავი 1
– მაპატიე. გთხოვ.
“Sorry. Really.”
588999.
დაბნელება | თავი 1
ვიცი, რომ შენ სხვა რამეს გულისხმობდი.
I know it’s not the same thing.
589000.
დაბნელება | თავი 1
ასე არ უნდა მწყენოდა. უბრალოდ...
I shouldn’t have reacted that way. It’s just that...