მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588921.
დაბნელება | თავი 1
– გთხოვ, უბრალოდ, აპლიკაცია შეავსე, ბელა.
Will you just fill out the application, please, Bella?
588922.
დაბნელება | თავი 1
განაცხადის შეტანით არაფერი დაგიშავდება.
It won’t hurt you to apply.
588923.
დაბნელება | თავი 1
ქაღალდებისკენ წავიღე ხელი, მინდოდა დამეჭმუჭნა და სანაგვე ყუთში ჩამეგდო, მაგრამ მაგიდაზე აღარ დამხვდა.
I reached for the papers, planning to crumple them into a suitable shape for lobbing at the trashcan, but they were already gone.
588924.
დაბნელება | თავი 1
ცარიელ მაგიდას გაკვირვებული დავაშტერდი, მერე ედუარდს შევხედე.
I stared at the empty table for a moment, and then at Edward.
588925.
დაბნელება | თავი 1
მეგონა, არ განძრეულა-მეთქი, მას კი ფურცლები ალბათ უკვე უბეში ჰქონდა.
He didn’t appear to have moved, but the application was probably already tucked away in his jacket.
588926.
დაბნელება | თავი 1
– რას აკეთებ? – ვკითხე გაბრაზებულმა.
“What are you doing?” I demanded.
588927.
დაბნელება | თავი 1
– შენ მაგივრად ისე მოვაწერ ხელს, რომ შენც კი ვერაფერს გაარჩევ. ავტობიოგრაფია უკვე დაწერილი გაქვს.
“I sign your name better than you do yourself. You’ve already written the essays.”
588928.
დაბნელება | თავი 1
– მეტისმეტი მოგდის, – გაცხარებულმა, ყოველი შემთხვევისთვის, ჩურჩულით ვუთხარი, რომ ჩარლის არ გაეგონა.
“You’re going way overboard with this, you know.” I whispered on the off chance that Charlie wasn’t completely lost in his game.
588929.
დაბნელება | თავი 1
– ალასკის უნივერსიტეტში უკვე მიმიღეს, სხვაგან ჩარიცხვა არ მჭირდება.
I really don’t need to apply anywhere else. I’ve been accepted in Alaska.
588930.
დაბნელება | თავი 1
პირველი სემესტრის გადასახადსაც თვითონ გადავიხდი.
I can almost afford the first semester’s tuition.
588931.
დაბნელება | თავი 1
მშვენიერ ალიბისაც შევიქმნი.
It’s as good an alibi as any.
588932.
დაბნელება | თავი 1
რატომ უნდა გადავყაროთ ტყუილად ფული, თუნდაც სხვისი.
There’s no need to throw away a bunch of money, no matter whose it is.
588933.
დაბნელება | თავი 1
სახე გაუმკაცრდა.
A pained looked tightened his face.
588934.
დაბნელება | თავი 1
– თავიდან ნუ დაიწყებ.
Don’t start.
588935.
დაბნელება | თავი 1
ვიცი, რომ ჩარლის საკეთილდღეოდ, სკოლის დამთავრებამდე უნდა დავიცადო, მაგრამ მომავალ შემოდგომაზე არას დიდებით არ ვაპირებ კოლეჯში სიარულს. ხალხს საერთოდ უნდა გავერიდო.
I agree that I need to go through the motions for Charlie’s sake, but we both know I’m not going to be in any condition to go to school next fall. To be anywhere near people.
588936.
დაბნელება | თავი 1
რაღაც-რაღაცები ვიცოდი ვამპირობის საწყის ეტაპზე.
My knowledge of those first few years as a new vampire was sketchy.
588937.
დაბნელება | თავი 1
ედუარდი ამ საკითხს არასდროს ჩაღრმავებია – არ უყვარდა ამაზე საუბარი – მაგრამ იმდენს კი ვხვდებოდი, რომ უსიამოვნო დღეების გადატანა მომიწევდა.
Edward had never gone into details — it wasn’t his favorite subject — but I knew it wasn’t pretty.
588938.
დაბნელება | თავი 1
თვითკონტროლის გამომუშავებას ხანგრძლივი მეცადინეობა სჭირდება, ამიტომ დაუსწრებლის გარდა, ყველანაირი სწავლება გამორიცხული იყო.
Self-control was apparently an acquired skill. Anything more than correspondence school was out of the question.
588939.
დაბნელება | თავი 1
– მეგონა, ჯერ ზუსტი თარიღი დათქმული არ გვქონდა, – ჩუმად შემახსენა ედუარდმა, – ერთი-ორ სემესტრს ისწავლიდი კოლეჯში.
“I thought the timing was still undecided,” Edward reminded me softly. “You might enjoy a semester or two of college.”
588940.
დაბნელება | თავი 1
– მაგას მერე გამოვცდი.
“I’ll get to those afterward.”