მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589421.
დაბნელება | თავი 2
– და ჯეიკობს რომ მივყვებოდე, მაშინ?
“Would it bother you if I took Jacob?”
589422.
დაბნელება | თავი 2
ჯეიკობი იმიტომ ვახსენე, რომ მამაჩემს ჯეიკობი მოსწონდა, მაგრამ უმალ ვინანე; ედუარდმა ბრაზით გააღრჭიალა კბილები.
I’d only picked the name because I knew of my father’s preference for Jacob, but I quickly wished I hadn’t; Edward’s teeth clenched together with an audible snap.
589423.
დაბნელება | თავი 2
მამაჩემმა თავი ხელში აიყვანა, სანამ მიპასუხებდა.
My father struggled to compose himself before he answered.
589424.
დაბნელება | თავი 2
– დიახ, – არადამაჯერებლად მითხრა, – მაინც ვინერვიულებდი.
“Yes,” he said in an unconvincing voice. “That would bother me.”
589425.
დაბნელება | თავი 2
– იტყუები, მამა.
“You’re a rotten liar, Dad.”
589426.
დაბნელება | თავი 2
– ლას-ვეგასში კი არ მივდივარ სტრიპტიზიორად სამუშაოდ, უბრალოდ, დედას ვინახულებ.
“It’s not like I’m headed off to Vegas to be a showgirl or anything. I’m going to see Mom.”
589427.
დაბნელება | თავი 2
ბოლოს და ბოლოს, ისიც ჩემი მშობელია.
“She’s just as much my parental authority as you are.”
589428.
დაბნელება | თავი 2
თუ გგონია, რომ დედა შენსავით ვერ მომივლის?
“Are you implying something about Mom’s ability to look after me?”
589429.
დაბნელება | თავი 2
ჩარლი ჩემს შეკითხვაში გაჟღერებულმა მუქარამ შეაკრთო.
Charlie flinched at the threat implicit in my question.
589430.
დაბნელება | თავი 2
– ილოცე, რომ მასთან ეს არ წამომცდეს, – დავამატე. – გირჩევნია, არ წამოგცდეს, – გამაფრთხილა ჩარლიმ, – ბელა, ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს.
“You’d better hope I don’t mention this to her,” I said. “You’d better not,” he warned. “I’m not happy about this, Bella.”
589431.
დაბნელება | თავი 2
– სანერვიულო არაფერი გაქვს. თავი გამკიცხავად გააქნია, მაგრამ მივხვდი, რომ ქარიშხალმა უკვე გადაიარა.
“There’s no reason for you to be upset.” He rolled his eyes, but I could tell the storm was over.
589432.
დაბნელება | თავი 2
ნიჟარიდან საცობი ამოვაძვრე.
I turned to pull the plug out of the sink.
589433.
დაბნელება | თავი 2
– საშინაო დავალება დავწერე, სადილი მოგიმზადე, თეფშები დავრეცხე და დასჯილიც აღარ ვარ. წავედი, გავისეირნებ.
So my homework is done, your dinner is done, the dishes are done, and I’m not grounded. I’m going out.
589434.
დაბნელება | თავი 2
თერთმეტის ნახევრამდე დავბრუნდები.
I’ll be back before ten-thirty.
589435.
დაბნელება | თავი 2
– სად მიდიხარ? – ძლივს დამშვიდებული სახე ისევ აუღაჟღაჟდა.
“Where are you going?” His face, almost back to normal, flushed light red again.
589436.
დაბნელება | თავი 2
– ზუსტად არ ვიცი, – მივახალე, – მაგრამ გპირდები, ათი კილომეტრის რადიუსს არ გავცდები.
“I’m not sure,” I admitted. “I’ll keep it within a ten-mile radius, though.”
589437.
დაბნელება | თავი 2
რასაკვირველია, ბრძოლის მოგების შემდეგ, თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
Naturally, as soon as I’d won the fight, I began to feel guilty.
589438.
დაბნელება | თავი 2
– სასეირნოდ მივდივართ? – ხმადაბლა, მაგრამ სიხარულით მკითხა ედუარდმა.
“We’re going out?” Edward asked, his voice low but enthusiastic.
589439.
დაბნელება | თავი 2
– ჰო, – შევუბღვირე, – განმარტოებით უნდა დაგელაპარაკო.
I turned to glower at him. “Yes. I think I’d like to speak to you alone.”
589440.
დაბნელება | თავი 2
რატომღაც საერთოდ არ შეუწუხებია ამ ფაქტს.
He didn’t look as apprehensive as I thought he should.