მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589401.
დაბნელება | თავი 2
– დაგავიწყდა, რომ თვითმფრინავის ბილეთები გაჩუქეს?
“You forgot that someone gave you plane tickets?”
589402.
დაბნელება | თავი 2
– ჰო, – გაურკვევლად ჩავიბურტყუნე და ისევ თეფშებს მივუბრუნდი.
“Mmm,” I murmured vaguely, and turned back to the sink.
589403.
დაბნელება | თავი 2
– რამდენი ბილეთი აჩუქეს შენმა მშობლებმა?
“How many tickets did your parents give her?”
589404.
დაბნელება | თავი 2
– გამორიცხულია! – იღრიალა უეცრად განრისხებულმა ჩარლიმ.
“That’s out of the question!” Charlie was abruptly in a rage, shouting the words.
589405.
დაბნელება | თავი 2
– რატომ? – უცოდველი ხმით გაიკვირვა ედუარდმა, – ბელას წუთის წინ არ უთხარი, დედაშენის მონახულება კარგი აზრიაო?
“Why?” Edward asked, his voice saturated with innocent surprise. “You just said it was a good idea for her to see her mother.”
589406.
დაბნელება | თავი 2
ჩარლის მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
Charlie ignored him.
589407.
დაბნელება | თავი 2
– მასთან ერთად არსადაც არ წახვალ, გასაგებია? – დამიღრიალა და თითი მუქარით დამიქნია.
“You’re not going anywhere with him, young lady!” he yelled. I spun around and he was jabbing a finger at me.
589408.
დაბნელება | თავი 2
– მე პატარა ბავშვი არ ვარ, მამა.
I’m not a child, Dad.
589409.
დაბნელება | თავი 2
თანაც, სასჯელი უკვე მომეხსნა, გახსოვს?
And I’m not grounded anymore, remember?
589410.
დაბნელება | თავი 2
– იმიტომ, რომ მე ასე მინდა!
“Because I said so.”
589411.
დაბნელება | თავი 2
– ხომ არ შეგახსენო, რომ კანონის მიხედვით უკვე სრულწლოვანი ვარ, ჩარლი?
“Do I need to remind you that I’m a legal adult, Charlie?”
589412.
დაბნელება | თავი 2
– ეს ჩემი სახლია და აქ ჩემი წესების მიხედვით ცხოვრობ!
“This is my house — you follow my rules!”
589413.
დაბნელება | თავი 2
– აჰ, მაშ ეგრე, არა?! თუ გინდა, ამაღამვე გადავალ! ან არადა, ბარგს ჩავალაგებ და ორიოდ დღეში!
“If that’s how you want it. Do you want me to move out tonight? Or can I have a few days to pack?”
589414.
დაბნელება | თავი 2
ჩარლი ჭარხალივით გაწითლდა.
Charlie’s face went bright red.
589415.
დაბნელება | თავი 2
მაშინვე ვინანე, რომ ჩემი კოზირი გამოვიყენე.
I instantly felt horrible for playing the moveout card.
589416.
დაბნელება | თავი 2
ღრმად ჩავისუნთქე და უფრო გონივრულად განვაგრძე.
I took a deep breath and tried to make my tone more reasonable.
589417.
დაბნელება | თავი 2
– როცა დამნაშავე ვარ, სასჯელს წუწუნის გარეშე ვიტან, მამა, მაგრამ შენი ახირებების მოთმენას არ ვაპირებ.
“I’ll do my time without complaining when I’ve done something wrong, Dad, but I’m not going to put up with your prejudices.”
589418.
დაბნელება | თავი 2
ზუსტად იცი, რომ დედაჩემის მონახულების ყველანაირი უფლება მაქვს.
Now, I know that you know that I have every right to see Mom for the weekend.
589419.
დაბნელება | თავი 2
სიმართლე მითხარი, ელისთან ან ანგელასთან ერთად რომ მივდიოდე, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდი?
You can’t honestly tell me you’d object to the plan if I was going with Alice or Angela.
589420.
დაბნელება | თავი 2
– ისინი გოგოები არიან, – ჩაიბურტყუნა თავის ქნევით.
“Girls,” he grunted, with a nod.