მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589461.
დაბნელება | თავი 2
– აჯობებს, თუ არ შემოხვალ. საქმეს უფრო გაართულებ.
“You’d better not come inside. It will only make things worse.”
589462.
დაბნელება | თავი 2
– შედარებით მსუბუქ თემაზე აპირებს საუბარს, – ეშმაკურად ჩაილაპარაკა ედუარდმა.
“His thoughts are relatively calm,” Edward teased.
589463.
დაბნელება | თავი 2
ტუჩები უთრთოდა, თითქოს სიცილს ძლივს იკავებსო.
The corners of his mouth twitched, fighting a smile.
589464.
დაბნელება | თავი 2
– ნახვამდის, – პირქუშად ჩავიბურტყუნე.
“I’ll see you later,” I muttered glumly.
589465.
დაბნელება | თავი 2
ედუარდმა სიცილით მაკოცა შუბლზე.
He laughed and kissed the top of my head.
589466.
დაბნელება | თავი 2
– დავბრუნდები, როცა ჩარლი ხვრინვას ამოუშვებს.
“I’ll be back when Charlie’s snoring.”
589467.
დაბნელება | თავი 2
სახლში ტელევიზორი ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
The TV was loud when I got inside.
589468.
დაბნელება | თავი 2
ერთი ხანობა საძინებელში უჩუმრად აპარვაც კი გადავწყვიტე, მაგრამ ჩარლის ხმამ შემაჩერა: – ბელა, თუ შეიძლება, აქ შემოდი!
I briefly considered trying to sneak past him. “Could you come in here, Bella?” Charlie called, sinking that plan.
589469.
დაბნელება | თავი 2
ფეხათრევით გადავდგი ხუთი ნაბიჯი.
My feet dragged as I took the five necessary steps.
589470.
დაბნელება | თავი 2
– რა იყო, მამა?
“What’s up, Dad?”
589471.
დაბნელება | თავი 2
– კარგად გაერთე? – მშვიდად მკითხა.
“Did you have a nice time tonight?” he asked. He seemed at ease.
589472.
დაბნელება | თავი 2
სანამ ვუპასუხებდი, მის სიტყვებში ქვეტექსტის წაკითხვა ვცადე.
I looked for hidden meanings in his words before I answered.
589473.
დაბნელება | თავი 2
– ჰო, – უხალისოდ მივუგე.
“Yes,” I said hesitantly.
589474.
დაბნელება | თავი 2
– რას აკეთებდით? – ელისთან და ჯასპერთან ერთად ვსეირნობდით, – ავიჩეჩე მხრები, – მერე ედუარდმა ელისს ჭადრაკში მოუგო, მე ჯასპერს ვეთამაშე. გამანადგურა. გამეცინა.
“What did you do?” I shrugged. “Hung out with Alice and Jasper. Edward beat Alice at chess, and then I played Jasper. He buried me.” I smiled.
589475.
დაბნელება | თავი 2
ედუარდისა და ელისის ჭადრაკის თამაში ყველაზე უჩვეულო სანახაობა იყო, რაც სიცოცხლეში მენახა.
Edward and Alice playing chess was one of the funniest things I’d ever seen.
589476.
დაბნელება | თავი 2
ორივენი გაშეშებულები ისხდნენ და დაფას დაშტერებოდნენ, ელისი წინასწარ ხედავდა ედუარდის სვლებს, ხოლო ედუარდი ელისის გონებაში „კითხულობდა“ დობილის სავარაუდო სვლებს.
They’d sat there nearly motionless, staring at the board, while Alice foresaw the moves he would make and he picked the moves she would make in return out of her head.
589477.
დაბნელება | თავი 2
მოკლედ, ერთმანეთის გონებაში იქექებოდნენ და ორი პაიკიც არ ექნებოდათ გადაადგილებული, როცა ელისმა მეფის ფიგურას წკიპურტი წაჰკრა და დანებდა.
They played most of the game in their minds; I think they’d each moved two pawns when Alice suddenly flicked her king over and surrendered.
589478.
დაბნელება | თავი 2
სულ სამი წუთი ითამაშეს.
It took all of three minutes.
589479.
დაბნელება | თავი 2
ჩარლიმ ტელევიზორის ხმას ჩაუწია – მისთვის შეუფერებელი საქციელი იყო.
Charlie hit the mute button — an unusual action.
589480.
დაბნელება | თავი 2
– მისმინე, რაღაც უნდა გითხრა, – უხერხულად შემომხედა.
“Look, there’s something I need to say.” He frowned, looking very uncomfortable.