მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589521.
დაბნელება | თავი 2
მარტო ყოფნა სულ არ მეხალისებოდა, მაგრამ მამაჩემთან არას დიდებით არ ვაპირებდი ჩასვლას; ვაითუ ისევ სქესობრივი განათლების რომელიმე ჯერ განუხილველ საკითხზე წამოეწყო საუბარი.
I wasn’t in the mood to be alone, but I certainly wasn’t going to go back downstairs to hang out with my Dad, just in case he thought of some topic of sex education that he hadn’t touched on before.
589522.
დაბნელება | თავი 2
მოკლედ, ჩარლიმ ამაფორიაქა და გონება ამირ-დამირია.
So, thanks to Charlie, I was wound up and anxious.
589523.
დაბნელება | თავი 2
საშინაო დავალება მომზადებული მქონდა, არც წიგნის კითხვის ან მუსიკის მოსმენის განწყობაზე ვიყავი.
My homework was done and I didn’t feel mellow enough for reading or just listening to music.
589524.
დაბნელება | თავი 2
რენესთან დარეკვა დავაპირე, რომ მოსალოდნელ სტუმრობაზე გამეფრთხილებინა, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ფლორიდაში სამი საათით გვიანი იქნებოდა და დედაჩემს ალბათ ეძინა.
I considered calling Renée with the news of my visit, but then I realized that it was three hours later in Florida, and she would be asleep.
589525.
დაბნელება | თავი 2
ბნელ ფანჯარაში გავიხედე ტუჩის კვნეტით.
I stared at the blank black window, biting my lip.
589526.
დაბნელება | თავი 2
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი და ვფიქრობდი, რას მომიტანდა ჯეიკობთან შეხვედრა და ედუარდის განრისხება. ალბათ ათი წუთი მაინც გავიდა.
I don’t know how long I stood there weighing the pros against the cons — doing the right thing by Jacob, seeing my closest friend again, being a good person, versus making Edward furious with me. Ten minutes maybe.
589527.
დაბნელება | თავი 2
საბოლოოდ დავასკვენი, რომ კარგს უფრო მეტს მომიტანდა, ვიდრე ცუდს.
Long enough to decide that the pros were valid while the cons were not.
589528.
დაბნელება | თავი 2
სინამდვილეში, ედუარდი მხოლოდ ჩემს უსაფრთხოებაზე ღელავდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ არავითარი საფრთხე არ მემუქრებოდა.
Edward was only concerned about my safety, and I knew that there was really no problem on that count.
589529.
დაბნელება | თავი 2
ტელეფონზე დარეკვას აზრი არ ჰქონდა; ედუარდის დაბრუნების შემდეგ, ჯეიკობი ჩემს ზარებს არ პასუხობდა.
The phone wasn’t any help; Jacob had refused to answer my phone calls since Edward’s return.
589530.
დაბნელება | თავი 2
თანაც მისი მოღიმარი სახის ნახვა მინდოდა.
Besides, I needed to see him — see him smiling again the way he used to.
589531.
დაბნელება | თავი 2
უკანასკნელი შეხვედრისას გონებაში ჩაბეჭდილი მისი დამწუხრებული სახე უნდა წამეშალა, თორემ სიმშვიდეს ვერასდროს ვეღირსებოდი.
I needed to replace that awful last memory of his face warped and twisted by pain if I was ever going to have any peace of mind.
589532.
დაბნელება | თავი 2
სავარაუდოდ, ერთი საათი მქონდა.
I had an hour probably.
589533.
დაბნელება | თავი 2
შემეძლო, სასწრაფოდ წავსულიყავი ლა-პუშში და ედუარდის მოსვლამდე, უკან დავბრუნებულიყავი.
I could make a quick run down to La Push and be back before Edward realized I had gone.
589534.
დაბნელება | თავი 2
მართალია, თერთმეტის მერე კომენდანტის საათი მქონდა დაწესებული, მაგრამ ჩარლი წინააღმდეგი რატომ იქნებოდა, როცა ამ საქმესთან ედუარდი არაფერ შუაში იყო?
It was past my curfew, but would Charlie really care about that when Edward wasn’t involved?
589535.
დაბნელება | თავი 2
ქურთუკს ხელი დავავლე და კიბე ჩავირბინე.
I grabbed my jacket and shoved my arms through the sleeves as I ran down the stairs.
589536.
დაბნელება | თავი 2
– შეიძლება ამაღამ ჯეიკი ვინახულო?
“You care if I go see Jake tonight?”
589537.
დაბნელება | თავი 2
– დიდხანს არ დავრჩები.
“I won’t stay long.”
589538.
დაბნელება | თავი 2
როგორც კი ჯეიკის სახელი ვახსენე, ჩარლიმ შუბლი გახსნა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
As soon as I said Jake’s name, Charlie’s expression relaxed into a smug smile.
589539.
დაბნელება | თავი 2
სულ არ გაჰკვირვებია, რომ მისმა გაკვეთილმა ასე სწრაფად „მასწავლა ჭკუა“.
He didn’t seem surprised at all that his lecture had taken effect so quickly.
589540.
დაბნელება | თავი 2
– რა თქმა უნდა, პატარავ. რამდენ ხანსაც გინდა, დარჩი.
“Sure, kid. No problem. Stay as long as you like.”