მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589601.
დაბნელება | თავი 3
ჰაერი ნესტით გაჟღენთილიყო და ლამის ფილტვები დამსკდომოდა.
The air was so heavy with moisture that just breathing in and out was giving my lungs a workout.
589602.
დაბნელება | თავი 3
– ბელა, – მომმართა დედაჩემმა, როცა ზღვის ტალღებს გაჰყურებდა.
“Bella?” my mother asked, looking out past the sand to the lightly crashing waves as she spoke.
589603.
დაბნელება | თავი 3
– ჩემ გამო არა, – თავი გააქნია, – შენზე და ედუარდზე ვნერვიულობ.
“It’s not me.” She shook her head. “I’m worried about you...and Edward.”
589604.
დაბნელება | თავი 3
რენემ მხოლოდ მისი სახელის ხსენების შემდეგ შემომხედა დარცხვენილი სახით.
Renée finally looked at me when she said his name, her face apologetic.
589605.
დაბნელება | თავი 3
– ო, – წავილუღლუღე და ორ გაოფლილ მორბენალს გავაყოლე თვალი.
“Oh,” I mumbled, fixing my eyes on a pair of joggers as they passed us, drenched with sweat.
589606.
დაბნელება | თავი 3
– თქვენი ურთიერთობა იმაზე სერიოზულია, ვიდრე მეგონა, – გააგრძელა მან.
“You two are more serious than I’d been thinking,” she went on.
589607.
დაბნელება | თავი 3
მოვიღუშე, გონებაში სწრაფად გავიხსენე წინა ორი დღე.
I frowned, quickly reviewing the last two days in my head.
589608.
დაბნელება | თავი 3
მე და ედუარდი ერთმანეთს არც კი ვეკარებოდით – ყოველ შემთხვევაში, მისი თანდასწრებით.
Edward and I had barely touched — in front of her, at least.
589609.
დაბნელება | თავი 3
ნუთუ რენეც პასუხისმგებლობაზე მიტარებდა ლექციას?
I wondered if Renée was about to give me a lecture on responsibility, too.
589610.
დაბნელება | თავი 3
საბედნიეროდ, ჩარლისგან განსხვავებით, დედასთან ამ თემაზე საუბარი ნაკლებად მეუხერხულებოდა.
I didn’t mind that the way I had with Charlie. It wasn’t embarrassing with my mom.
589611.
დაბნელება | თავი 3
ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სულ მე ვასწავლიდი ჭკუას.
After all, I’d been the one giving her that lecture time and time again in the last ten years.
589612.
დაბნელება | თავი 3
– თქვენ შორის... რაღაც უცნაური კავშირია, – ჩაიბუტბუტა შუბლშეჭმუხნილმა რენემ, – ისე გიყურებს, თითქოს... რაღაცისგან გიცავსო.
“There’s something... strange about the way you two are together,” she murmured, her forehead creasing over her troubled eyes. “The way he watches you — it’s so... protective.”
589613.
დაბნელება | თავი 3
თითქოს მზად არის, შენთვის ნასროლ ტყვიასაც გადაეფაროს.
Like he’s about to throw himself in front of a bullet to save you or something.
589614.
დაბნელება | თავი 3
გამეცინა, მაგრამ მისთვის თვალის გასწორება მაინც ვერ შევძელი.
I laughed, though I was still not able to meet her gaze.
589615.
დაბნელება | თავი 3
– ეს ცუდია?
“That’s a bad thing?”
589616.
დაბნელება | თავი 3
– არა, – რენე სათანადო სიტყვების შესარჩევად ჩაფიქრდა, – უბრალოდ, უცნაურია.
“No.” She frowned as she struggled for the words. “It’s just different.”
589617.
დაბნელება | თავი 3
ის ძალიან ნერვიულობს და... ზრუნავს შენზე.
He’s very intense about you... and very careful.
589618.
დაბნელება | თავი 3
მგონი, თქვენი ურთიერთობა განსხვავებულია.
I feel like I don’t really understand your relationship.
589619.
დაბნელება | თავი 3
თითქოს რაღაც საიდუმლო გაქვთ, რომელსაც მიმალავთ...
Like there’s some secret I’m missing....
589620.
დაბნელება | თავი 3
– დედა, მგონი, რაღაცები გეჩვენება, – ერთიანად ვცახცახებდი, მაგრამ ვეცადე, მხიარული ტონი შემენარჩუნებინა.
“I think you’re imagining things, Mom,” I said quickly, struggling to keep my voice light.