მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589621.
დაბნელება | თავი 3
საერთოდ დამვიწყებია, რამდენად დაკვირვებული იყო დედაჩემი.
I’d forgotten how much my mother saw.
589622.
დაბნელება | თავი 3
მისი გამჭოლი მზერა ყოველთვის მიზანში ხვდებოდა.
Something about her simple view of the world cut through all the distractions and pierced right to the truth of things.
589623.
დაბნელება | თავი 3
– საქმე მარტო ედუარდი არ არის, – უხერხულად შეიშმუშნა, – ნეტა ერთხელ მაინც განახა, მის გარშემო როგორ მოძრაობ.
“It’s not just Edward.” She set her lips defensively. “I wish you could see how you move around him.”
589624.
დაბნელება | თავი 3
– რას გულისხმობ?
“What do you mean?”
589625.
დაბნელება | თავი 3
– ფეხს მის ნაბიჯებს დაუფიქრებლად აყოლებ, თითქოს შენი ორიენტირი იყოს.
The way you move — you orient yourself around him without even thinking about it.
589626.
დაბნელება | თავი 3
ერთი ნაბიჯი რომ განზე გადადგას, შენც მაშინვე იცვლი პოზიციას. თითქოს მაგნიტივით გიზიდავს.
When he moves, even a little bit, you adjust your position at the same time. Like magnets...
589627.
დაბნელება | თავი 3
ასეთი რამ არასდროს მინახავს...
I’ve never seen anything like it.
589628.
დაბნელება | თავი 3
– ისევ მისტიკამ გაგიტაცა? თუ ამჯერად სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობ?
You’re reading mysteries again, aren’t you? Or is it sci-fi this time?
589629.
დაბნელება | თავი 3
დარცხვენილი რენე გაწითლდა.
Renée flushed a delicate pink.
589630.
დაბნელება | თავი 3
– ეს არაფერ შუაშია.
“That’s beside the point.”
589631.
დაბნელება | თავი 3
– რამე საინტერესო იპოვე?
“Found anything good?”
589632.
დაბნელება | თავი 3
– ჰო, ერთი კარგი წიგნია... მაგრამ, რა დროს ესაა, ახლა შენზე ვლაპარაკობთ.
“Well, there was one book — but that doesn’t matter. We’re talking about you right now.”
589633.
დაბნელება | თავი 3
– დედა, სასიყვარულო რომანებს დაუბრუნდი.
You should stick to romance, Mom.
589634.
დაბნელება | თავი 3
მას ბაგეზე ღიმილი გადაეფინა.
Her lips turned up at the corners.
589635.
დაბნელება | თავი 3
– სისულელეებს ვბოდავ, არა? წამით დავდუმდი.
“I’m being silly, aren’t I?” For half a second I couldn’t answer.
589636.
დაბნელება | თავი 3
რენესთვის აზრების გაფანტვა ძალიან ადვილია.
Renée was so easily swayed.
589637.
დაბნელება | თავი 3
ხშირად ეს გამომსვლია კიდეც, მაგრამ მაინც გული დამწყდა, რომ ასე იოლად წამოეგო ჩემს ანკესს და დამიჯერა, მით უმეტეს, რომ ამჯერად, ნამდვილად ყველაფერში მართალი იყო.
Sometimes it was a good thing, because not all of her ideas were practical. But it pained me to see how quickly she caved in to my trivializing, especially since she was dead right this time.
589638.
დაბნელება | თავი 3
შემომხედა. მე სახეზე უემოციო გამომეტყველება ავიფარე.
She looked up, and I controlled my expression.
589639.
დაბნელება | თავი 3
– სულაც არა, პირიქით – ნორმალურ დედასავით იქცევი.
“Not silly — just being a mom.”
589640.
დაბნელება | თავი 3
გაიცინა და ყვითელი ქვიშისკენ გაიშვირა ხელი.
She laughed and then gestured grandly toward the white sands.