მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589741.
დაბნელება | თავი 3
როგორ იფიქრა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩარლისთან დავბრუნდებოდი?
But did he honestly think I would come home to Charlie if that was the case?
589742.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა შემანჯღრია.
Edward shook me.
589743.
დაბნელება | თავი 3
– მგონი... მგონი, მამოწმებდა, – ამოვილუღლუღე, – მამოწმებდა, ისევ ადამიანი ვიყავი თუ არა.
“I think... I think he was checking,” I mumbled. “Checking to make sure. That I’m human, I mean.”
589744.
დაბნელება | თავი 3
უკან ვეღარასდროს დავბრუნდებით. კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამიხუტა.
“We won’t ever be able to come back.” His arms tightened around me.
589745.
დაბნელება | თავი 3
– ვიცი. ჩვენ უკან ჩარლიმ ჩაახველა.
“I know.” Charlie cleared his voice loudly behind us.
589746.
დაბნელება | თავი 3
ლოყებშეფაკლული შევხტი და ედუარდის მკლავებიდან თავი გავითავისუფლე.
I jumped, and then pulled free of Edward’s arms, my face getting hot.
589747.
დაბნელება | თავი 3
ედუარდი მაგიდას დაეყრდნო, მის თვალებში ბრაზი და მღელვარება შევამჩნიე.
Edward leaned back against the counter. His eyes were tight. I could see worry in them, and anger.
589748.
დაბნელება | თავი 3
– თუ სადილის მომზადება გეზარება, შემიძლია პიცა შევუკვეთო, – მითხრა ჩარლიმ.
“If you don’t want to make dinner, I can call for a pizza,” Charlie hinted.
589749.
დაბნელება | თავი 3
ხელები გულზე დაიკრიფა და კედელს მიეყუდა.
He propped himself against the doorframe, folding his arms.
589750.
დაბნელება | თავი 3
მე ამოვიოხრე და სადილის მზადება გავაგრძელე.
I sighed and got to work, trying to ignore my audience.
589751.
დაბნელება | თავი 3
– რაღაცას თუ გთხოვ, დამიჯერებ? – ჩუმად მკითხა ედუარდმა, მაგრამ მის ხმაში მღელვარება მაინც იგრძნობოდა.
“If I asked you to do something, would you trust me?” Edward asked, an edge to his soft voice.
589752.
დაბნელება | თავი 3
სკოლამდე რამდენიმე მეტრიღა რჩებოდა.
We were almost to school.
589753.
დაბნელება | თავი 3
წუთის წინ ის ხუმრობდა და იცინოდა, მაგრამ უეცრად დაიძაბა და საჭეს ხელები ისე ძლიერად მოუჭირა, ლამის შემოატყდა.
He had been relaxed and joking just a moment ago, and now suddenly his hands were clenched tight on the steering wheel, his knuckles straining in an effort not to snap it into pieces.
589754.
დაბნელება | თავი 3
მისი დაძაბულობა გადმომედო და გული ამიჩქარდა. ფრთხილად ვუპასუხე: – გააჩნია, რას მთხოვ.
My pulse sped in response to his stress, but I answered carefully. “That depends.”
589755.
დაბნელება | თავი 3
სკოლის ავტოსადგომზე შევედით.
We pulled into the school lot.
589756.
დაბნელება | თავი 3
– ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი.
“I was afraid you would say that.”
589757.
დაბნელება | თავი 3
– ედუარდ, რა გინდა?
“What do you want me to do, Edward?”
589758.
დაბნელება | თავი 3
– მინდა, რომ მანქანაში დარჩე, – მანქანა ჩვეულ ადგილას დააყენა და ძრავა გამორთო, – მინდა, რომ აქ დამელოდო.
“I want you to stay in the car.” He pulled into his usual spot and turned the engine off. “I want you to wait here until I come back for you.”
589759.
დაბნელება | თავი 3
– კი, მაგრამ... …რატომ? და უცებ ის დავინახე.
why?” That was when I saw him.
589760.
დაბნელება | თავი 3
შეუძლებელი იყო, თვალში არ მოგხვედროდათ კოშკივით მაღალი, სხვა მოსწავლეებს ზემოდან დაჰყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ წელგამართულიც კი არ იდგა. ჯეიკობი ტროტუართან უნებართვოდ დაყენებულ შავ მოტოციკლეტს მიჰყრდნობოდა.
He would have been hard to miss, towering over the students the way he did, even if he hadn’t been leaning against his black motorcycle, parked illegally on the sidewalk.