მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589761.
დაბნელება | თავი 3
ასეთი „მშვიდი“ საკუთარი ემოციების დაფარვისა და თავის გაკონტროლების დროს იყო ხოლმე.
It was the face he used when he was determined to keep his emotions in check, to keep himself under control.
589762.
დაბნელება | თავი 3
ამ დროს ის სემს ემსგავსებოდა, უფროს მაქციას, ქვილიუტების ხროვის წინამძღოლს.
It made him look like Sam, the oldest of the wolves, the leader of the Quileute pack.
589763.
დაბნელება | თავი 3
თუმცა, ჯეიკობს სემივით დამაჯერებლად არასდროს გამოსდიოდა ასეთი „სიმშვიდე“.
But Jacob could never quite manage the perfect serenity Sam always exuded.
589764.
დაბნელება | თავი 3
აღარც კი მახსოვდა, როგორ მძულდა მისი ასეთი გამომეტყველება; მას მერეც კი, რაც სემი გავიცანი და, სიმართლე ითქვას, მომეწონა კიდეც. ყოველთვის, როცა ჯეიკობი სემს ჰბაძავდა, უსიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა.
I’d forgotten how much this face bothered me. Though I’d gotten to know Sam pretty well before the Cullens had come back — to like him, even — I’d never been able to completely shake the resentment I felt when Jacob mimicked Sam’s expression.
589765.
დაბნელება | თავი 3
– წუხელ არასწორი დასკვნა გამოიტანე, – ჩაიბუტბუტა ედუარდმა, – სკოლაზე იმიტომ გკითხა, იცოდა, შენ გვერდით მეც ვიქნებოდი.
“You jumped to the wrong conclusion last night,” Edward murmured. “He asked about school because he knew that I would be where you were.”
589766.
დაბნელება | თავი 3
უსაფრთხო, ხალხმრავალ ადგილს ეძებდა, რომ დამლაპარაკებოდა.
He was looking for a safe place to talk to me. A place with witnesses.”
589767.
დაბნელება | თავი 3
მაშ, წუხელ ჯეიკობის მიზანი ვერ გამოვიცანი.
So I’d misinterpreted Jacob’s motives last night.
589768.
დაბნელება | თავი 3
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჯეიკობს ედუარდთან საუბარი მოუნდებოდა.
Missing information, that was the problem. Information like why in the world Jacob would want to talk to Edward.
589769.
დაბნელება | თავი 3
– მანქანაში არ დავრჩები! – განვაცხადე.
“I’m not staying in the car,” I said.
589770.
დაბნელება | თავი 3
– ასეც ვიცოდი, – ამოიოხრა ედუარდმა, – კარგი. წამოდი და მოვრჩეთ ამ ამბავს.
Edward groaned quietly. “Of course not. Well, let’s get this over with.”
589771.
დაბნელება | თავი 3
ხელიხელჩაჭიდებულები რომ დაგვინახა, ჯეიკობს სახე გაუმკაცრდა.
Jacob’s face hardened as we walked toward him, hand in hand.
589772.
დაბნელება | თავი 3
სხვა მოსწავლეებიც შევამჩნიე.
I noticed other faces, too — the faces of my classmates.
589773.
დაბნელება | თავი 3
რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ჯეიკობისა ყველას ეშინოდა!
With a sense of astonishment, I realized that Jacob looked dangerous to them.
589774.
დაბნელება | თავი 3
ედუარდი ჯეიკობისგან მოშორებით შედგა.
Edward stopped a few yards away from Jacob.
589775.
დაბნელება | თავი 3
ვიცოდი, რომ დიდად არ ეხალისებოდა ჩემს სიახლოვეს მაქციის ყოფნა.
I could tell that he was uncomfortable having me so close to a werewolf.
589776.
დაბნელება | თავი 3
მე შემაჩერა და თვითონ წინ ამეფარა.
He drew his hand back slightly, pulling me halfway behind his body.
589777.
დაბნელება | თავი 3
– შეგეძლო დაგერეკა, – უხეშად უთხრა ედუარდმა.
“You could have called us,” Edward said in a steel-hard voice.
589778.
დაბნელება | თავი 3
– ბოდიში, – დამცინავად უპასუხა ჯეიკობმა, – სატელეფონო წიგნაკში წურბლების ნომრები არ მიწერია.
“Sorry,” Jacob answered, his face twisting into a sneer. “I don’t have any leeches on my speed dial.”
589779.
დაბნელება | თავი 3
– შეგეძლო ბელას სახლში დაგერეკა და იქ დამლაპარაკებოდი.
“You could have reached me at Bella’s house, of course.”
589780.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობმა შუბლი შეჭმუხნა, მაგრამ არ შეჰპასუხებია.
Jacob’s jaw flexed, and his brows pulled together. He didn’t answer.