მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589801.
დაბნელება | თავი 3
– მისთვის არაფერი გითქვამს, არა? ამიტომაც წაიყვანე! გინდოდა, რომ არ გაეგო...
“You didn’t tell her anything at all, did you? Is that why you took her away? So she wouldn’t know that —?”
589802.
დაბნელება | თავი 3
– ახლავე წადი! – გააწყვეტინა ედუარდმა და მისი სახე უცებ ძალიან საშიში გახდა – ნამდვილად საშიში.
“Leave now.” Edward cut him off mid-sentence, and his face was abruptly frightening — truly frightening.
589803.
დაბნელება | თავი 3
წამით ვამპირს დაემსგავსა.
For a second, he looked like a vampire.
589804.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობს მრისხანედ, დაუფარავი სიძულვილით სავსე თვალებით უბღვერდა.
He glared at Jacob with vicious, unveiled loathing.
589805.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობმა მხოლოდ წარბები აზიდა, ფეხი არ მოუცვლია.
Jacob raised his eyebrows, but made no other move.
589806.
დაბნელება | თავი 3
– რატომ არ უთხარი? ხმის ამოუღებლად დიდხანს მისჩერებოდნენ ერთმანეთს, ამასობაში ტაილერისა და ოსტინის უკან სხვა მოსწავლეებიც შეგროვდნენ.
“Why haven’t you told her?” They faced each other in silence for a long moment. More students gathered behind Tyler and Austin.
589807.
დაბნელება | თავი 3
მათ გვერდით მაიკი და ბენიც დავინახე. მაიკს ხელი ბენის მხარზე ედო, თითქოს მის შეჩერებას ცდილობსო.
I saw Mike next to Ben — Mike had one hand on Ben’s shoulder, like he was holding him in place.
589808.
დაბნელება | თავი 3
სამარისებურ სიჩუმეში უეცრად გონება გამინათდა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.
In the dead silence, all the details suddenly fell into place for me with a burst of intuition.
589809.
დაბნელება | თავი 3
ის, რაც ედუარდს არ უნდოდა, რომ მე მცოდნოდა; რასაც ჯეიკი არ დამიმალავდა.
Something Edward didn’t want me to know. Something that Jacob wouldn’t have kept from me.
589810.
დაბნელება | თავი 3
რამაც კალენები და მგლები აიძულა ტყეში შესულიყვნენ და ასე სახიფათოდ მიახლოებოდნენ ერთმანეთს.
Something that had the Cullens and the wolves both in the woods, moving in hazardous proximity to each other.
589811.
დაბნელება | თავი 3
რამაც აიძულა ედუარდი, ქვეყნის მეორე მხარეს გაფრენაზე დავეყოლიებინე.
Something that would cause Edward to insist that I fly across the country.
589812.
დაბნელება | თავი 3
ისეთი პირი უჩანდა, რომ არასდროს დასრულდებოდა.
It was never going to end, was it?
589813.
დაბნელება | თავი 3
სკოლა შეირყა, თითქოს მიწა იძრაო, მაგრამ ვიცოდი, რომ სინამდვილეში ილუზიას ჩემი ცახცახი იწვევდა.
It looked like the school was shaking, like there was an earthquake, but I knew it was my own trembling that caused the illusion.
589814.
დაბნელება | თავი 3
– ის ჩემს მოსაკლავად დაბრუნდა, – აღმომხდა ბოლოს.
“She came back for me,” I choked out.
589815.
დაბნელება | თავი 3
ვიქტორია არ მოისვენებდა, სანამ არ მომკლავდა.
Victoria was never going to give up till I was dead.
589816.
დაბნელება | თავი 3
ვინატრე, რომ ვოლტურებს უფრო ადრე მოეღწიათ ჩემამდე. ისინი სწრაფად და უმტკივნეულოდ მაინც მომკლავდნენ.
Maybe I’d get lucky. Maybe the Volturi would come for me first — they’d kill me quicker, at least.
589817.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა უფრო მჭიდროდ მიმიკრა ტანზე, ოღონდ ისე, რომ ისევ ჩემსა და ჯეიკობს შორის მდგარიყო და, მომეფერა.
Edward held me tight to his side, angling his body so that he was still between me and Jacob, and stroked my face with anxious hands.
589818.
დაბნელება | თავი 3
– ყველაფერი კარგადაა, – ყურში ჩამჩურჩულა.
“It’s fine,” he whispered to me.
589819.
დაბნელება | თავი 3
მერე ისევ ჯეიკობს შეუბღვირა.
Then he glared at Jacob.
589820.
დაბნელება | თავი 3
– ესეც პასუხი შენს კითხვაზე, ქოფაკო!
“Does that answer your question, mongrel?”