მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589781.
დაბნელება | თავი 3
– ეს სასაუბროდ შესაფერისი ადგილი არ არის, ჯეიკობ. შეგვიძლია მოგვიანებით ვილაპარაკოთ!
“This is hardly the place, Jacob. Could we discuss this later?”
589782.
დაბნელება | თავი 3
– დიახ, დიახ, სკოლის შემდეგ შემოვივლი შენს აკლდამაში, – ჩაიფხუკუნა ჯეიკობმა, – ახლავე საუბრით რა დაშავდება?
“Sure, sure. I’ll stop by your crypt after school.” Jacob snorted. “What’s wrong with now?”
589783.
დაბნელება | თავი 3
რამდენიმე სეირის მაცქერალი თვალებგაბრწყინებული ელოდა, როდის დაიწყებოდა ჩხუბი და ორშაბათი დღის ჩვეულ მოწყენილობას ოდნავ მაინც გააქარვებდა.
A few people were hesitating on the sidewalk, their eyes bright with expectation. Like they were hoping a fight might break out to alleviate the tedium of another Monday morning.
589784.
დაბნელება | თავი 3
დავინახე, ტაილერ კროულიმ როგორ წაჰკრა ხელი ოსტინ მარკსს და გააჩერა.
I saw Tyler Crowley nudge Austin Marks, and they both paused on their way to class.
589785.
დაბნელება | თავი 3
– უკვე ვიცი, რის სათქმელადაც მოხვედი, – ისე ჩუმად უთხრა ედუარდმა ჯეიკობს, რომ მეც ძლივს გავიგონე, – შენი შეტყობინება მიღებულია. ჩათვალე, რომ გაფრთხილებულები ვართ.
“I already know what you came to say,” Edward reminded Jacob in voice so low that I could barely make it out. “Message delivered. Consider us warned.”
589786.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა წამით გამოიხედა უკან და მისი შეშფოთებული მზერა შევამჩნიე.
Edward glanced down at me for a fleeting second with worried eyes.
589787.
დაბნელება | თავი 3
– გაფრთხილებულები? – გაკვირვებულმა წამოვიძახე, – რაზე ლაპარაკობთ?
“Warned?” I asked blankly. “What are you talking about?”
589788.
დაბნელება | თავი 3
– მისთვის არ გითქვამს? – გაკვირვებისგან თვალები ჭყიტა ჯეიკობმა,– რაო, შეგეშინდა, რომ მხარს ჩვენ დაგვიჭერდა?
“You didn’t tell her?” Jacob asked, his eyes widening with disbelief. “What, were you afraid she’d take our side?”
589789.
დაბნელება | თავი 3
– ჯეიკობ, გთხოვ, გეყოფა, – მშვიდად უთხრა ედუარდმა.
“Please drop it, Jacob,” Edward said in an even voice.
589790.
დაბნელება | თავი 3
– რატომ? – შეეპასუხა ჯეიკობი.
“Why?” Jacob challenged.
589791.
დაბნელება | თავი 3
– ედუარდ, რა არ მითხარი? ედუარდი ჯეიკობს უბღვერდა, მე არც კი მისმენდა.
“What don’t I know? Edward?” Edward just glared at Jacob as if he hadn’t heard me.
589792.
დაბნელება | თავი 3
– მას არ უთქვამს, რომ მისმა უფროსმა... ძმამ, შაბათს, გვიან ღამით, საზღვარი უნებართვოდ გადმოკვეთა? – მისი ხმიდან სარკაზმი გამოსჭვიოდა.
“He didn’t tell you that his big... brother crossed the line Saturday night?” he asked, his tone thickly layered with sarcasm.
589793.
დაბნელება | თავი 3
მოელვარე თვალებს ედუარდს არ აშორებდა, – პოლს სრული უფლება ჰქონდა... – ეს ნეიტრალური ტერიტორია იყო, – ჩაისისინა ედუარდმა. – სულაც არა! ჯეიკობი სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა.
Then his eyes flickered back to Edward. “Paul was totally justified in —” “It was no-man’s land!” Edward hissed. “Was not!” Jacob was fuming visibly.
589794.
დაბნელება | თავი 3
ხელები უკანკალებდა.
His hands trembled.
589795.
დაბნელება | თავი 3
– ემეტმა და პოლმა იჩხუბეს? – დავიჩურჩულე.
“Emmett and Paul?” I whispered.
589796.
დაბნელება | თავი 3
პოლი ყველაზე ფიცხი იყო ხროვაში.
Paul was the most volatile pack brother.
589797.
დაბნელება | თავი 3
სწორედ ის გამოვიდა მაშინ, ტყეში, წონასწორობიდან – ხახადაფჩენილი რუხი მგელი ნათლად დამიდგა თვალწინ, – რა მოხდა?
He was the one who’d lost control that day in the woods — the memory of the snarling gray wolf was suddenly vivid in my head.
589798.
დაბნელება | თავი 3
რატომ? – პანიკით შეპყრობილმა, უეცრად ხმამაღლა წამოვიძახე, – პოლი ხომ არ დაშავდა?
My voice strained higher in panic. “Why? Did Paul get hurt?”
589799.
დაბნელება | თავი 3
– არავის უჩხუბია, – ჩუმად, მხოლოდ ჩემს გასაგონად თქვა ედუარდმა, – არავინ დაშავებულა. დაწყნარდი.
“No one fought,” Edward said quietly, only to me. “No one got hurt. Don’t be anxious.”
589800.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობი ეჭვის თვალით გვიყურებდა ორივეს.
Jacob was staring at us with incredulous eyes.