მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589841.
დაბნელება | თავი 3
მე შევუბღვირე და მან თავხედურად გამიღიმა, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს, მაგრამ იცის, რომ არაფერს დაუშავებენ.
I glared at him, and he smiled back impishly — like a kid caught doing something he knows he shouldn’t by someone who he knows won’t punish him.
589842.
დაბნელება | თავი 3
– დირექტორი მოდის, სკოლის ეზოში უსაქმურად მოყიალეების დასასჯელად, – ჩუმად ჩამჩურჩულა ედუარდმა, – ინგლისურის გაკვეთილზე წადი, ბელა, რომ აქ არ გამოგიჭირონ.
“The principal’s on his way to discourage loitering on school property,” Edward murmured to me. “Let’s get to English, Bella, so you’re not involved.”
589843.
დაბნელება | თავი 3
– როგორი მზრუნველია, არა? – მე მომმართა ჯეიკობმა, – პატარა უსიამოვნებები ცხოვრებას უფრო სახალისოს ხდის. მოდი, გამოვიცნობ: გართობის უფლებას არ გაძლევენ, არა?
“Overprotective, isn’t he?” Jacob said, talking just to me. “A little trouble makes life fun. Let me guess, you’re not allowed to have fun, are you?”
589844.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა დაიღრინა და ზედა ტუჩი ოდნავ ასწია.
Edward glowered, and his lips pulled back from his teeth ever so slightly.
589845.
დაბნელება | თავი 3
– მოკეტე, ჯეიკ!
“Shut up, Jake!”
589846.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობს გაეცინა.
Jacob laughed.
589847.
დაბნელება | თავი 3
– ანუ, არა.
That sounds like a no.
589848.
დაბნელება | თავი 3
თუკი სიცოცხლით დატკბობა მოგინდება, შემომიარე.
Hey, if you ever feel like having a life again, you could come see me.
589849.
დაბნელება | თავი 3
შენი მოტოციკლეტი ისევ ჩემს გარაჟშია.
I’ve still got your motorcycle in my garage.
589850.
დაბნელება | თავი 3
ამ სიახლემ გამაკვირვა.
This news distracted me.
589851.
დაბნელება | თავი 3
– უნდა გაგეყიდა.
You were supposed to sell that.
589852.
დაბნელება | თავი 3
– მე რომ არ მეთხოვა, ჯეიკს მივცეთ-მეთქი (ბოლოს და ბოლოს, ორივე მოტოციკლეტის შეკეთებას მრავალი დღის შრომა დაახარჯა და რაიმენაირად რომ აგვენაზღაურებინა), ჩარლი ჩემს მოტოციკლეტს სანაგვე ბუნკერში ჩააგდებდა და ბუნკერიანად გადაწვავდა.
If I hadn’t begged on Jake’s behalf — after all, he’d put weeks of labor into both motorcycles, and he deserved some kind of payback — Charlie would have thrown my bike in a Dumpster. And possibly set that Dumpster on fire.
589853.
დაბნელება | თავი 3
– კარგი რა, მართლა გეგონა, რომ გავყიდდი? ის შენ გეკუთვნის. მანამდე შევინახავ, სანამ დაგჭირდება.
“Yeah, right. Like I would do that. It belongs to you, not me. Anyway, I’ll hold on to it until you want it back.”
589854.
დაბნელება | თავი 3
– მგონი, შევცდი, როცა ვთქვი, რომ ვერ ვიმეგობრებდით.
I think I might have been wrong before, you know, about not being able to be friends.
589855.
დაბნელება | თავი 3
იქნებ მოვახერხოთ, ოღონდ საზღვრის მეორე მხარეს, ჩემთან.
Maybe we could manage it, on my side of the line.
589856.
დაბნელება | თავი 3
გამომიარე.
Come see me.
589857.
დაბნელება | თავი 3
ცხადად ვგრძნობდი, როგორ მეხვეოდა და მაკავებდა ედუარდის ქვასავით ცივი ხელები.
I was vividly conscious of Edward, his arms still wrapped protectively around me, motionless as a stone.
589858.
დაბნელება | თავი 3
შევხედე – მშვიდი, გაწონასწორებული გამომეტყველება ჰქონდა.
I shot a look at his face — it was calm, patient.
589859.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობმა მტრული ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნა.
Jacob dropped the antagonistic façade completely.
589860.
დაბნელება | თავი 3
საერთოდ გადაავიწყდა ან აღარ იმჩნევდა ედუარდის სიახლოვეს.
It was like he’d forgotten Edward was there, or at least he was determined to act that way.