მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589821.
დაბნელება | თავი 3
– რატომ გგონია, რომ ბელას უფლება არ აქვს, იცოდეს? – შეეპასუხა ჯეიკობი, – საქმე მის სიცოცხლეს ეხება.
“You don’t think Bella has a right to know?” Jacob challenged. “It’s her life.”
589822.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა ისე ჩუმად უპასუხა, თვით სხვებზე რამდენიმე მეტრით წინ მდგარი ტაილერიც კი ვერაფერს გაიგონებდა.
Edward kept his voice muted; even Tyler, edging forward by inches, would be unable to hear.
589823.
დაბნელება | თავი 3
– ჯობია, შეშინებული იყოს, ვიდრე მოტყუებული!
“Better frightened than lied to.”
589824.
დაბნელება | თავი 3
აზრის მოკრება ვცადე, მაგრამ თვალწინ ნისლი მედგა.
I tried to pull myself together, but my eyes were swimming in moisture.
589825.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა ნაზად შემიშრო ლოყაზე ცრემლები.
Edward wiped the tears from my cheek with his fingertips.
589826.
დაბნელება | თავი 3
– შენ მართლა ფიქრობ, რომ მისი დამწუხრება მის დაცვაზე უკეთესია?
“Do you really think hurting her is better than protecting her?”
589827.
დაბნელება | თავი 3
– ის უფრო ძლიერია, ვიდრე გგონია, – უპასუხა ჯეიკმა, – უარესისთვისაც გაუძლია.
“She’s tougher than you think,” Jacob said. “And she’s been through worse.”
589828.
დაბნელება | თავი 3
უეცრად ჯეიკობის გამომეტყველება შეიცვალა, ედუარდს დაჟინებით მიაშტერდა.
Abruptly, Jacob’s expression shifted, and he was staring at Edward with an odd, speculative expression.
589829.
დაბნელება | თავი 3
თვალები მოჭუტა, თითქოს გონებაში რაღაც მათემატიკურ ამოცანას ხსნისო.
His eyes narrowed like he was trying to do a difficult math problem in his head.
589830.
დაბნელება | თავი 3
ვიგრძენი, როგორ მოიბუზა ედუარდი, სახეზე აუტანელი ტკივილი გამოესახა.
I felt Edward cringe. I glanced up at him, and his face was contorted in what could only be pain.
589831.
დაბნელება | თავი 3
ის საშინელი შუადღე გამახსენდა, როცა იტალიაში, ვოლტურების ბნელ კოშკში, ჯეინი თავისი საშინელი უნარის გამოყენებით აწამებდა; მაშინაც ზუსტად ასე იმანჭებოდა.
I was reminded of our afternoon in Italy, in the macabre tower room of the Volturi, where Jane had tortured Edward with her malignant gift, burning him with her thoughts alone.
589832.
დაბნელება | თავი 3
მერჩია, ვიქტორიას ათასჯერ მოვეკალი, ვიდრე ედუარდის ტანჯვისთვის მეყურებინა.
Because I’d rather Victoria killed me a hundred times over than watch Edward suffer that way again.
589833.
დაბნელება | თავი 3
– სასიამოვნოა, არა? – ჰკითხა ჯეიკობმა დამცინავად.
“That’s funny,” Jacob said, laughing as he watched Edward’s face.
589834.
დაბნელება | თავი 3
ედუარდს გააჟრჟოლა, მაგრამ მცირე ძალისხმევის შედეგად დამშვიდდა.
Edward winced, but smoothed his expression with a little effort.
589835.
დაბნელება | თავი 3
თუმცა, თვალებში ტკივილის კვალი კვლავაც ეტყობოდა.
He couldn’t quite hide the agony in his eyes.
589836.
დაბნელება | თავი 3
– რას უშვრები?
“What are you doing to him?
589837.
დაბნელება | თავი 3
– არაფერს, ბელა, – ჩუმად მითხრა ედუარდმა, – უბრალოდ, ჯეიკობს ძალიან კარგი მეხსიერება აქვს.
“It’s nothing, Bella,” Edward told me quietly. “Jacob just has a good memory, that’s all.”
589838.
დაბნელება | თავი 3
ჯეიკობმა გაიცინა და ედუარდს ისევ გააჟრჟოლა.
Jacob grinned, and Edward winced again.
589839.
დაბნელება | თავი 3
– რასაც უნდა აკეთებდე, ახლავე შეწყვიტე!
“Stop it! Whatever you’re doing.”
589840.
დაბნელება | თავი 3
– კარგი, როგორც გინდა, – მხრები აიჩეჩა ჯეიკობმა, – თუმცა, რა ჩემი ბრალია, რომ მას ჩემი მოგონებები არ მოსწონს!
“Sure, if you want.” Jacob shrugged. “It’s his own fault if he doesn’t like the things I remember, though.”