მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589941.
დაბნელება | თავი 3
მათემატიკაზე, ერთადერთ გაკვეთილზე, რომელიც ედუარდთან ერთად არ მიტარდებოდა, ჭორაობა მომესმა: – მე დიდ ინდიელზე ვდებ, – ამბობდა ვიღაც.
It was later, in Calculus — my one class without Edward — that I heard the gossip. “My money’s on the big Indian,” someone was saying.
589942.
დაბნელება | თავი 3
უკან შეუმჩნევლად მივტრიალდი. ტაილერი, მაიკი, ოსტინი და ბენი თავჩაღუნულები ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.
I peeked up to see that Tyler, Mike, Austin, and Ben had their heads bent together, deep in conversation.
589943.
დაბნელება | თავი 3
– აჰა, – დაიჩურჩულა მაიკმა, – იმ ჯეიკობის კუნთები დაინახეთ? მგონი, კალენს მოერევა.
“Yeah,” Mike whispered. “Did you see the size of that Jacob kid? I think he could take Cullen down.”
589944.
დაბნელება | თავი 3
– არა მგონია, – არ დაეთანხმა ბენი, – ედუარდი რაღაცნაირია... ყოველთვის თავდაჯერებული. ჩემი აზრით, თავის დაცვას შეძლებს.
“I don’t think so,” Ben disagreed. “There’s something about Edward. He’s always so... confident. I have a feeling he can take care of himself.”
589945.
დაბნელება | თავი 3
– ბენს ვეთანხმები, – თქვა ტაილერმა, – თანაც იმ დიდმა ბიჭმა ედუარდს რომ რამე დაუშავოს, უფროსი ძმები დაეხმარებიან.
“I’m with Ben,” Tyler agreed. “Besides, if that other kid messed Edward up, you know those big brothers of his would get involved.”
589946.
დაბნელება | თავი 3
– ბოლოს როდის იყავით ლა-პუშის სანაპიროზე? – იკითხა მაიკმა,
“Have you been down to La Push lately?” Mike asked.
589947.
დაბნელება | თავი 3
– ამას წინათ მე და ლორენმა გავისეირნეთ და, დამიჯერეთ, ჯეიკობის მეგობრები ჯეიკობივით დიდები და ღონივრები არიან.
“Lauren and I went to the beach a couple of weeks ago, and believe me, Jacob’s friends are all just as big as he is.”
589948.
დაბნელება | თავი 3
– ეჰ, საწყენია, რომ არ იჩხუბეს, – ჩაილაპარაკა ტაილერმა, – საინტერესოა, ვინ მოერეოდა.
“Huh,” Tyler said. “Too bad it didn’t turn into anything. Guess we’ll never know how it would have turned out.”
589949.
დაბნელება | თავი 3
– ჩემი აზრით, ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა, – შენიშნა ოსტინმა, – რატომღაც მგონია, რომ სეირი წინ გველის. მაიკს გაეცინა.
“It didn’t look over to me,” Austin said. “Maybe we’ll get to see.” Mike grinned.
589950.
დაბნელება | თავი 3
– ვის უნდა დანაძლევება?
“Anyone in the mood for a bet?”
589951.
დაბნელება | თავი 3
– ათ დოლარს ვდებ ჯეიკობზე, – მაშინვე განაცხადა ოსტინმა.
“Ten on Jacob,” Austin said at once.
589952.
დაბნელება | თავი 3
– ათ დოლარს ვდებ კალენზე, – არ ჩამორჩა ტაილერი.
“Ten on Cullen,” Tyler chimed in.
589953.
დაბნელება | თავი 3
– ათი ედუარდზე, – დაეთანხმა ბენი.
“Ten on Edward,” Ben agreed.
589954.
დაბნელება | თავი 3
– ჯეიკობი, – თქვა მაიკმა.
“Jacob,” Mike said.
589955.
დაბნელება | თავი 3
– ბიჭებო, ხომ არ იცით რაზე შეკამათდნენ? – დაინტერესდა ოსტინი, – შეიძლება, ამან ფსონებზე იმოქმედოს.
“Hey, do you guys know what it was about?” Austin wondered. “That might affect the odds.”
589956.
დაბნელება | თავი 3
– ძნელი გამოსაცნობი არაა, – თქვა მაიკმა და ბენთან და ტაილერთან ერთად, ჩემკენ გამოიხედა.
“I can guess,” Mike said, and then he shot a glance at me at the same time that Ben and Tyler did.
589957.
დაბნელება | თავი 3
ეტყობა, არ იცოდნენ, რომ ყველაფერი მესმოდა.
From their expressions, none of them had realized I was in easy hearing distance.
589958.
დაბნელება | თავი 3
მათკენ მიბრუნებული რომ დამინახეს, მაშინვე თავები ჩაღუნეს და რვეულებში ქექვა დაიწყეს.
They all looked away quickly, shuffling the papers on their desks.
589959.
დაბნელება | თავი 3
– მე მაინც ჯეიკობზე ვდებ, – ჩაიბურტყუნა მაიკმა.
“I still say Jacob,” Mike muttered under his breath.
589960.
დაბნელება | თავი 4
არადა, ვიცოდი დიდად არც არაფერი შეცვლილა.
I knew that essentially nothing had changed.