მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589981.
დაბნელება | თავი 4
ჯასპერმა ემოციების კონტროლის თავისი უცნაური უნარის გამოყენებით, სიტყვის უთქმელად გამომიფერთხა ყოველგვარი შიში და დაძაბულობა.
Jasper had silently erased all the panic and tension in my body with his curious talent of controlling emotional atmospheres.
589982.
დაბნელება | თავი 4
რა თქმა უნდა, როგორც კი მე და ედუარდი ოთახიდან გამოვედით, სიმშვიდე ისევ დავკარგე.
Of course, that calm had worn off as soon as Edward and I had walked out of the room.
589983.
დაბნელება | თავი 4
მოკლედ, ასეთ კონსენსუსამდე მივედით: მე უნდა დამევიწყებინა გადარეული ვამპირი ქალი, რომელიც მოსაკლავად დამდევდა და ჩემი საქმეებისთვის მიმეხედა.
So the consensus was that I was just supposed to forget that a deranged vampire was stalking me, intent on my death and go about my business.
589984.
დაბნელება | თავი 4
ვცადე, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, გარდა იმისა, რომ გადაშენების პირას მდგარი არსებების სიაში შემიყვანეს, სხვა უსიამოვნებებიც დამატყდა თავს.
I did try, and surprisingly, there were other things almost as stressful to dwell on besides my status on the endangered species list.
589985.
დაბნელება | თავი 4
– ეს მხოლოდ შენ და კარლაილს გეხებათ.
- That’s between you and Carlisle.
589986.
დაბნელება | თავი 4
– რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ესეც ჩვენ ორმა გადავწყვიტოთ, ნებისმიერ წამს, როცა მოგინდება.
- Of course, you know that I’m willing to make it between you and me at any time that you wish.
589987.
დაბნელება | თავი 4
- ჩემი პირობა კარგად იცი, – ანგელოზივით გამიღიმა.
- You know my condition, - he had smiled angelically.
589988.
დაბნელება | თავი 4
მშვენივრად ვიცოდი პირობა.
I did know his condition.
589989.
დაბნელება | თავი 4
ედუარდი თავად გარდამსახავდა, როცა მე ვეტყოდი ოღონდ მანამდე ცოლად უნდა გავყოლოდი.
Edward had promised that he would change me himself whenever I wanted just as long as I was married to him first.
589990.
დაბნელება | თავი 4
ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ თავს იკატუნებდა, რომ ვერ ახერხებდა ჩემი აზრების წაკითხვას.
Sometimes I wondered if he was only pretending that he couldn’t read my mind.
589991.
დაბნელება | თავი 4
აბა, სხვანაირად როგორ შეძლებდა ზუსტად იმ პირობის წამოყენებას, რომელზე დათანხმებაც გამიჭირდებოდა?
How else had he struck upon the one condition that I would have trouble accepting?
589992.
დაბნელება | თავი 4
მოკლედ, კვირა ცუდი გამოდგა, მაგრამ დღევანდელი დღე – ყველაზე საშინელი.
All in all, a very bad week, and today was the worst day in it.
589993.
დაბნელება | თავი 4
ედუარდის გარეშე ყველა დღე ცუდი იყო.
It was always a bad day when Edward was away.
589994.
დაბნელება | თავი 4
ელისს ამ შაბათ-კვირისთვის განსაკუთრებით უჩვეულო არაფერი განუჭვრეტია, ამიტომ ედუარდი მე თვითონ გავუშვი ძმებთან ერთად სანადიროდ.
Alice had foreseen nothing out of the ordinary this weekend, and so I’d insisted that he take the opportunity to go hunting with his brothers.
589995.
დაბნელება | თავი 4
ვიცოდი, რომ ახლომახლო ადვილად მოსანადირებელ მხეცებზე ნადირობა თავს აწყენდა.
I knew how it bored him to hunt the easy, nearby prey.
589996.
დაბნელება | თავი 4
ალბათ, ვერასდროს გამოვუტყდებოდი, როგორ მიჭირდა მისი გაშვება – მაშინვე ღამეული კოშმარები მახსენებდა თავს.
I would never admit to him how hard it was for me when he was gone — how it brought back the abandonment nightmares.
589997.
დაბნელება | თავი 4
ეს რომ გაეგო, შეწუხდებოდა და ჩემი მარტო დატოვების შეეშინდებოდა.
If he knew that, it would make him feel horrible and he would be afraid to ever leave me.
589998.
დაბნელება | თავი 4
ზუსტად ისევე დაიტანჯებოდა, როგორც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იტანჯებოდა.
It had been like that in the beginning, when he’d first returned from Italy.
589999.
დაბნელება | თავი 4
ოქროსფერი თვალები ჩაუშავდებოდა და ისედაც გაწამებულს, წყურვილი კიდევ უფრო გააწამებდა.
His golden eyes had turned black and he’d suffered from his thirst more than it was already necessary that he suffer.
590000.
დაბნელება | თავი 4
ამიტომაც ვაჩვენებდი თავს მხნედ და ძალით ვაგდებდი სანადიროდ ემეტთან და ჯასპერთან ერთად.
So I put on a brave face and all but kicked him out the door whenever Emmett and Jasper wanted to go.