მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589961.
დაბნელება | თავი 4
კარგი, ვიქტორია არ დანებდა, მაგრამ მე არც არასდროს მიფიქრია, რომ ასე ადვილად დანებდებოდა.
Okay, so Victoria had not given up, but had I ever dreamed for one moment that she had?
589962.
დაბნელება | თავი 4
მისმა გამოჩენამ, უბრალოდ, დაამტკიცა ის, რაც მე ისედაც ვიცოდი.
Her reappearance had only confirmed what I’d already known.
589963.
დაბნელება | თავი 4
ასე რომ, ახალი პანიკისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობდა.
No reason for fresh panic.
589964.
დაბნელება | თავი 4
სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე კვირაღა რჩებოდა, მაგრამ უკვე სისულელედ მიმაჩნდა ასეთი სუსტი და მტრისთვის მიმზიდველი, იმის მოლოდინში ვყოფილიყავი, როდის შემემთხვეოდა მორიგი უბედურება.
Graduation was only a few weeks away, but I wondered if it wasn’t a little foolish to sit around, weak and tasty, waiting for the next disaster.
589965.
დაბნელება | თავი 4
ადამიანად ყოფნა მეტისმეტად სახიფათო იყო.
It seemed too dangerous to be human.
589966.
დაბნელება | თავი 4
მაგრამ მე არავინ მიჯერებდა.
But no one would listen to me.
589967.
დაბნელება | თავი 4
კარლაილმა მითხრა, ბელა, ჩვენ შვიდნი ვართ.
Carlisle had said, “There are seven of us, Bella.
589968.
დაბნელება | თავი 4
ელისი ჩვენთანაა და არა მგონია, ვიქტორიამ ჩვენ შორის გაძრომა მოახერხოს.
And with Alice on our side, I don’t think Victoria’s going to catch us off guard.
589969.
დაბნელება | თავი 4
ხოლო, ჩარლის საკეთილდღეოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითად გეგმას მივყვეთო.
I think it’s important, for Charlie’s sake, that we stick with the original plan.
589970.
დაბნელება | თავი 4
ესმემ მითხრა, არასდროს დავუშვებთ, რამე მოგივიდეს, ძვირფასო.
Esme had said, “We’d never allow anything to happen to you, sweetheart.
589971.
დაბნელება | თავი 4
ეს შენც იცი.
You know that.
589972.
დაბნელება | თავი 4
გთხოვ, ნუ ღელავ.
Please don’t be anxious.
589973.
დაბნელება | თავი 4
მან მე შუბლზე მაკოცა.
She’d kissed my forehead.
589974.
დაბნელება | თავი 4
ემეტმა მითხრა, ნამდვილად მიხარია, რომ ედუარდმა არ მოგკლა.
Emmett had said, “I’m really glad Edward didn’t kill you.
589975.
დაბნელება | თავი 4
როზალი მოღუშული მიაშტერდა მას.
Rosalie had glared at him.
589976.
დაბნელება | თავი 4
ელისმა თვალები გადაატრიალა.
Alice had rolled her eyes.
589977.
დაბნელება | თავი 4
– შეურაცხყოფილი ვარ.
- I’m offended.
589978.
დაბნელება | თავი 4
ნუთუ გულწრფელად ღელავ ამაზე?
You’re not honestly worried about this, are you?
589979.
დაბნელება | თავი 4
– თუ ყველაფერი ასე მარტივად არის, მაშინ ედუარდმა ფლორიდაში ძალით რატომ წამათრია? – ვიკითხე მე.
- If it’s no big deal, then why did Edward drag me to Florida? - I’d demanded.
589980.
დაბნელება | თავი 4
– ბელა, აქამდე არ შეგიმჩნევია, რომ ედუარდს ყველაფრის გაბუქება უყვარს?
- Haven’t you noticed yet, Bella, that Edward is just the teeniest bit prone to overreaction?