მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590021.
დაბნელება | თავი 4
ბოლოს, საკუთარ თავზე უფრო გაბრაზებულმა, მაგნიტები მაცივრიდან მოვაძვრე და მცირე ძალისხმევის შედეგად ერთმანეთზე დავაწებე.
Finally, exasperated at myself more than the magnets, I pulled them from the fridge and held them together with two hands.
590022.
დაბნელება | თავი 4
– ხედავთ? – ხმამაღლა მივმართე უსულო საგნებს (რაც კარგის მომასწავებელი სულაც არაა!).
- See, - I said out loud — talking to inanimate objects, never a good sign.
590023.
დაბნელება | თავი 4
რამდენიმე წამი იდიოტივით ვიდექი და მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ ფიზიკის კანონების დარღვევა შეუძლებელი იყო.
I stood there like an idiot for a second, not quite able to admit that I wasn’t having any lasting effect against scientific principles.
590024.
დაბნელება | თავი 4
მერე ერთი ამოვიოხრე და მაგნიტები რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მივამაგრე მაცივარზე.
Then, with a sigh, I put the magnets back on the fridge, a foot apart.
590025.
დაბნელება | თავი 4
ჯერ კიდევ ადრე იყო, მაგრამ სახლიდან სასწრაფოდ გავედი იმის შიშით, რომ საგნები თვითონ დამიწყებდნენ ლაპარაკს.
It was still too early, but I decided I’d better get out of the house before the inanimate objects started talking back.
590026.
დაბნელება | თავი 4
ნიუტონების მაღაზიაში რომ მივედი, მაიკი იატაკს წმენდდა, დედამისი კი დახლზე ახალ საქონელს ალაგებდა.
When I got to Newton’s, Mike was methodically dry mopping the aisles while his mom arranged a new counter display.
590027.
დაბნელება | თავი 4
შუა კამათში შეუმჩნევლად დავადექი მათ თავზე.
I caught them in the middle of an argument, unaware that I had arrived.
590028.
დაბნელება | თავი 4
– მაგრამ ტაილერს სხვა დროს არ სცალია, – წუწუნებდა მაიკი.
- But it’s the only time that Tyler can go, - Mike complained.
590029.
დაბნელება | თავი 4
– ხომ მითხარი, სკოლის დამთავრების შემდეგ...
- You said after graduation...
590030.
დაბნელება | თავი 4
– ცოტა ხანს კიდევ მოიცდი, – შეაწყვეტინა მისის ნიუტონმა.
“You’re just going to have to wait,” Mrs. Newton snapped.
590031.
დაბნელება | თავი 4
– შენ და ტაილერმა სხვა რამე მოიფიქრეთ.
- You and Tyler can think of something else to do.
590032.
დაბნელება | თავი 4
სიეტლში ვერ წახვალთ, სანამ პოლიცია იმ აურზაურს ბოლოს არ მოუღებს.
You are not going to Seattle until the police stop whatever it is that is going on there.
590033.
დაბნელება | თავი 4
ზუსტად ვიცი, რომ ბეთ კროულიმაც აუკრძალა ტაილერს წასვლა, ასე რომ, ისე ნუ მიყურებ, თითქოს ტირანი ვიყო.
I know Beth Crowley has told Tyler the same thing, so don’t act like I’m the bad guy.
590034.
დაბნელება | თავი 4
ოჰ, დილა მშვიდობისა, ბელა! – თვალი მომკრა და უცებ შეარბილა ხმის ტონი
- Oh, good morning, Bella!,- she said when she caught sight of me, brightening her tone quickly.
590035.
დაბნელება | თავი 4
ადრე მოსულხარ.
You’re early.
590036.
დაბნელება | თავი 4
კარენ ნიუტონს ნაღდად არ ველოდი სპორტული აღჭურვილობის მაღაზიაში დამლაგებლად.
Karen Newton was the last person I’d think to ask for help in an outdoor sports equipment store.
590037.
დაბნელება | თავი 4
სწორი, კოხტად დავარცხნილი ქერა თმა ყოველთვის უკან ჰქონდა დახვეული, მანიკიურს და პედიკიურს სილამაზის სალონებში იკეთებდა.
Her perfectly highlighted blond hair was always smoothed into an elegant twist on the back of her neck, her fingernails were polished by professionals, as were her toenails.
590038.
დაბნელება | თავი 4
მაისურში ცალხელგაყოფილი გავშეშდი.
I stopped with one arm in my vest.
590039.
დაბნელება | თავი 4
ეს გამოხედვა მეცნო.
I knew that look.
590040.
დაბნელება | თავი 4
როცა ნიუტონებს ვუთხარი, რომ ამ ზაფხულს ვერ ვიმუშავებდი (ფაქტობრივად, შუა სეზონში მივატოვე ისინი), ჩემი ადგილის დასაკავებლად კეტი მარშალის მომზადება დაიწყეს.
When I’d let the Newtons know that I wouldn’t be working here this summer — abandoning them in their busiest season, in effect — they’d started training Katie Marshall to take my place.