მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590441.
დაბნელება | თავი 5
მაგრამ შენ ნუ გადაირევი, მე ფიზიკურად უკვე შენზე ასაკოვანი ვარ.
But you shouldn’t get all bent out of shape about it, anyway, because I’m already older than you.
590442.
დაბნელება | თავი 5
– რას ამბობ?
- What are you talking about?
590443.
დაბნელება | თავი 5
– შემომხედე, ბელა, ნუთუ თექვსმეტი წლისას ვგავარ?
- Look at me, Bells, do I look sixteen?
590444.
დაბნელება | თავი 5
მე კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი უშველებელი სხეული.
I glanced up and down his mammoth frame.
590445.
დაბნელება | თავი 5
– არც ისე.
- Not exactly.
590446.
დაბნელება | თავი 5
ეს იმიტომ, რომ როცა შიგნით მაქციის გენი იღვიძებს, რამდენიმე თვეში სრულად ვიზრდებით, უეცრად ვიყრით ტანს.
Because we reach full growth inside of a few months when the werewolf gene gets triggered, it’s one hell of a growth spurt.
590447.
დაბნელება | თავი 5
ის დაიჭყანა.
He made a face.
590448.
დაბნელება | თავი 5
– ახლა ფიზიკურად ალბათ ოცდახუთი წლისა მაინც ვიქნები.
- Physically, I’m probably twenty-five or something.
590449.
დაბნელება | თავი 5
მოკლედ, სულ ცოტა, შვიდი წელი, შეგიძლია არ ინერვიულო, რომ ჩემზე უფროსი ხარ.
So there’s no need for you to freak out about being too old for me for at least another seven years.
590450.
დაბნელება | თავი 5
არადა, კარგად მახსოვდა, მართლაც როგორ სწრაფად აიყარა ტანი, ჩემ თვალწინ მაღლდებოდა და დღითი დღე იზრდებოდა.
But I remembered that growth spurt, remembered watching him shoot up and fill out right before my eyes.
590451.
დაბნელება | თავი 5
– მაპატიე, ასაკი ჩემი სუსტი წერტილია.
- Sorry, age is a touchy subject for me.
590452.
დაბნელება | თავი 5
გულზე მომხვდა.
That hit a nerve.
590453.
დაბნელება | თავი 5
– მოკლედ, ამბობდი, რომ მას მერე, რაც ბილიმ, ჰარიმ და მისტერ ატეარამ ყველაფერი უამბეს, სემს აღარ უჭირდა.
- So once Sam understood what was going on, once he had Billy and Harry and Mr. Ateara, you said it wasn’t so hard anymore.
590454.
დაბნელება | თავი 5
ისიც აღნიშნე, მაქციობას თავისი პლუსებიც აქვსო...
And, like you also said, there are the cool parts....
590455.
დაბნელება | თავი 5
მაშინ რატომ ეზიზღება სემს ისინი?
Why does Sam hate them so much?
590456.
დაბნელება | თავი 5
რატომ ითხოვს, რომ მეც მეზიზღებოდნენ?
Why does he wish I would hate them?
590457.
დაბნელება | თავი 5
ჯეიკობმა ამოიხვნეშა.
Jacob sighed.
590458.
დაბნელება | თავი 5
სემმა იცოდა, რაც ხდებოდა და თითქმის ყველაფერს შეეგუა.
Sam knew what was going on, and everything was almost okay.
590459.
დაბნელება | თავი 5
მისი ცხოვრება ნორმალური არა, მაგრამ უწინდელზე უკეთესი გახდა.
In most ways, his life was back to, well, not normal, but better.
590460.
დაბნელება | თავი 5
მერე ჯეიკობს სახე გაუმკაცრდა, თითქოს მტკივნეულ საკითხს მიადგაო.
Then Jacob’s expression tightened, like something painful was coming.