მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590381.
დაბნელება | თავი 5
– მაგრამ ის ხომ ემილის...
- But he and Emily...
590382.
დაბნელება | თავი 5
– იქამდეც მივალ.
- I’ll get to that.
590383.
დაბნელება | თავი 5
რასაკვირველია, აზრი, რომ სემს ემილის გარდა არავინ ჰყვარებია, სისულელე იყო.
I supposed it was silly for me to imagine that Sam had never loved anyone before Emily.
590384.
დაბნელება | თავი 5
ადამიანის ცხოვრებაში სიყვარული ბევრჯერ მოდის.
Most people fall in and out of love many times in their lives.
590385.
დაბნელება | თავი 5
უბრალოდ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სემს ოდესმე სხვა ვინმე უყვარდა.
It was just that I’d seen Sam with Emily, and I couldn’t imagine him with someone else.
590386.
დაბნელება | თავი 5
ზოგჯერ ედუარდის თბილი და მოსიყვარულე მზერა მახსენდებოდა.
It reminded me of a look I’d seen sometimes in Edward’s eyes.
590387.
დაბნელება | თავი 5
– სემი დაბრუნდა, მაგრამ არავისთვის გაუმხელია, სად იყო დაკარგული.
- Sam came back, but he wouldn’t talk to anyone about where he’d been.
590388.
დაბნელება | თავი 5
ხალხი ჭორაობდა, თითქოს ის უსიამოვნებებში გაეხვა.
Rumors flew — that he was up to no good, mostly.
590389.
დაბნელება | თავი 5
ერთ საღამოს სემი მისის ულისთან სტუმრად მისულ ქვილის ბაბუას შეხვდა.
Sam shook his hand.
590390.
დაბნელება | თავი 5
ჯეიკობს გაეცინა და სულის მოსათქმელად გაჩერდა.
Jacob paused to laugh.
590391.
დაბნელება | თავი 5
ჯეიკობმა ლოყაზე ხელი დამადო და თავი თავისკენ მიმაბრუნებინა.
Jacob put his hand on my cheek and pulled my face around to look at him.
590392.
დაბნელება | თავი 5
მისი სახე ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში იყო.
His face was just a few inches away.
590393.
დაბნელება | თავი 5
მისმა მხურვალე ხელისგულმა კანი ამიწვა.
His palm burned my skin.
590394.
დაბნელება | თავი 5
– სემს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
- Sam was running a temperature.
590395.
დაბნელება | თავი 5
– სემს ხელი ისე უხურდა, თითქოს ცეცხლი უკიდიაო.
- Sam’s hand felt like he’d left it sitting on a hot stovetop.
590396.
დაბნელება | თავი 5
ის ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი თბილი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა.
He was so close, I could feel his warm breath.
590397.
დაბნელება | თავი 5
– ჰოდა, მისტერ ატეარა პირდაპირ დანარჩენ უხუცესებთან წავიდა, – განაგრძო.
- So Mr. Ateara went straight to the other elders, - Jacob went on.
590398.
დაბნელება | თავი 5
– მხოლოდ ისინიღა იყვნენ დარჩენილი, ვისაც ახსოვდა.
- They were the only ones left who still knew, who remembered.
590399.
დაბნელება | თავი 5
მას, ბილის და ჰარის ნანახიც კი ჰქონდათ, როგორ ტრანსფორმირდებოდნენ მათი ბაბუები.
He, Billy, and Harry had actually seen their grandfathers make the change.
590400.
დაბნელება | თავი 5
როცა მოხუცმა ქვილმა მათ ყველაფერი უამბო, საიდუმლოდ შეხვდნენ სემს და ყველაფერი აუხსნეს.
When Old Quil told them, they met with Sam secretly and explained.