მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590501.
დაბნელება | თავი 5
მაქციები გაუწონასწორებლები არიან, შეიძლება, ზოგჯერ გარშემომყოფთ უმიზეზოდ დაუშავონ რამეო.
Werewolves are unstable, the people near them get hurt.
590502.
დაბნელება | თავი 5
თუმცა, სემი საშინლად წუხდა, საკუთარი თავი სძულდა იმის გამო, რაც ლეას გაუკეთა...
Sam was so horrified, so sickened by himself, so full of hate for what he’d done to Leah....
590503.
დაბნელება | თავი 5
მზად იყო, ავტობუსს შევარდნოდა ქვეშ, ოღონდაც ლეასთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა.
He would have thrown himself under a bus if it would have made Leah feel better.
590504.
დაბნელება | თავი 5
ერთხელაც ისე მოხდა, რომ დამწუხრებულ სემს ემილი აწყნარებდა, და უცებ...
Then, somehow, Emily was the one comforting him, and after that....
590505.
დაბნელება | თავი 5
ჯეიკობს აღარ დაუსრულებია, ეტყობა, დანარჩენი ჩემთვის გასაზიარებლად ძალიან პირადული იყო.
Jacob didn’t finish his thought, and I sensed the story had gotten too personal to share.
590506.
დაბნელება | თავი 5
– საცოდავი ემილი, – დავიჩურჩულე.
- Poor Emily, - I whispered.
590507.
დაბნელება | თავი 5
– ჰო, ლეა ყველაზე მეტად დაიტანჯა, – დამეთანხმა.
- Yeah, Leah got the worst end of the stick, - he agreed.
590508.
დაბნელება | თავი 5
- მხნეობა მაინც შეინარჩუნა.
- She puts on a brave face.
590509.
დაბნელება | თავი 5
ოკეანიდან დამტვრეული ეშვებივით ამოწვერილი კლდეებისკენ გავიხედე, მოსმენილს ვიაზრებდი.
I gazed away, toward the jagged rocks that rose from the ocean, while I tried to make sense of it all.
590510.
დაბნელება | თავი 5
ვგრძნობდი, როგორ მომჩერებოდა და მიცდიდა, როდის ვიტყოდი რამეს.
I could feel his eyes on my face, waiting for me to say something.
590511.
დაბნელება | თავი 5
– ასეთი რამ შენც დაგემართა?
- Did it happen to you?
590512.
დაბნელება | თავი 5
– არა, – გამოცოცხლდა, – მარტო სემსა და ჯარედს.
- No, - he answered briskly, - Sam and Jared are the only ones.
590513.
დაბნელება | თავი 5
– ჰმმ, – ვითომ უბრალოდ ცნობისმოყვარედ ჩავიდუდუნე.
- Hmm, - I said, trying to sound only politely interested.
590514.
დაბნელება | თავი 5
გულზე მომეშვა.
I was relieved.
590515.
დაბნელება | თავი 5
თავი დავიმშვიდე, ეტყობა, უბრალოდ, მიხარია, ჩვენ შორის მისტიკური, მაქციური კავშირი რომ არ დამყარებულა-მეთქი.
I decided I was just glad he didn’t claim there was some mystical, wolfy connection between the two of us.
590516.
დაბნელება | თავი 5
ჩვენი ურთიერთობა ისედაც ჩახლართული იყო.
Our relationship was confusing enough as it was.
590517.
დაბნელება | თავი 5
ზებუნებრივ პრობლემებთან გამკლავების სურვილი ნაღდად აღარ მქონდა.
I didn’t need any more of the supernatural than I already had to deal with.
590518.
დაბნელება | თავი 5
ისიც გაჩუმდა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
He was quiet, too, and the silence felt a little awkward.
590519.
დაბნელება | თავი 5
ინტუიცია მკარნახობდა, რომ ჩემთვის არასასურველ თემებზე ფიქრობდა.
My intuition told me that I didn’t want to hear what he was thinking.
590520.
დაბნელება | თავი 5
– ჯარედის შემთხვევაში როგორ მოხდა? – ვკითხე სიჩუმის დასარღვევად.
- How did that work out for Jared? - I asked to break the silence.