მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590681.
დაბნელება | თავი 6
ის ისევ თავის გროვაზე გადაერთო.
She focused on her pile for a minute.
590682.
დაბნელება | თავი 6
კიდევ ოთხი მოსაწვევი შევავსე.
I wrote out four more addresses.
590683.
დაბნელება | თავი 6
ანგელასთან უაზროდ ლაქლაქი არ მჭირდებოდა.
There was never any pressure to fill a pause with meaningless chatter around Angela.
590684.
დაბნელება | თავი 6
ჩარლის მსგავსად, ისიც სიჩუმის მოყვარული იყო.
Like Charlie, she was comfortable with silence.
590685.
დაბნელება | თავი 6
თუმცა, ჩარლის მსგავსად, ზოგჯერ ისიც ძალიან დაკვირვებული იყო.
But, like Charlie, she was also too observant sometimes.
590686.
დაბნელება | თავი 6
– რამე მოხდა? – ხმადაბლა მკითხა
- Is something wrong? - she asked in a low voice now.
590687.
დაბნელება | თავი 6
– რაღაც შეშფოთებული მეჩვენები.
- You seem anxious.
590688.
დაბნელება | თავი 6
– ასე მეტყობა?
- Is it that obvious?
590689.
დაბნელება | თავი 6
ალბათ მომატყუა, რომ არ დავღონებულიყავი.
She was probably lying to make me feel better.
590690.
დაბნელება | თავი 6
– თუ არ გინდა, ნუ მომიყვები, – დამამშვიდა.
- You don’t have to talk about it unless you want to, - she assured me.
590691.
დაბნელება | თავი 6
„გმადლობ, მაგრამ არა“-ს თქმას ვაპირებდი.
I was about to say thanks, but no thanks.
590692.
დაბნელება | თავი 6
ჩემს პრობლემებზე უბრალო ადამიანთან ვერ ვისაუბრებდი.
I really couldn’t discuss my problems with someone human.
590693.
დაბნელება | თავი 6
თუმცა უეცრად, რატომღაც ეს ძალიან მომინდა.
And yet, with a strange, sudden intensity, that’s exactly what I wanted.
590694.
დაბნელება | თავი 6
მინდოდა, ნორმალურ მეგობართან, ადამიანთან, მესაუბრა.
I wanted to talk to a normal human girlfriend.
590695.
დაბნელება | თავი 6
ცოტა მეტირა, როგორც თინეიჯერ გოგოს შეეფერება.
I wanted to moan a little bit, like any other teenage girl.
590696.
დაბნელება | თავი 6
რამდენიმე წუთით მაინც ამომეგდო თავიდან ვამპირები და მაქციები.
It would also be nice to have someone outside the whole vampire-werewolf mess.
590697.
დაბნელება | თავი 6
– კარგი, ჩემს საქმეს მივხედავ, – სიცილით დამპირდა ანგელა.
- I’ll mind my own business, - Angela promised, smiling.
590698.
დაბნელება | თავი 6
– არა, მართალი ხარ, – ვუთხარი.
- No, you’re right, - I said.
590699.
დაბნელება | თავი 6
– შეშფოთებული ვარ.
I am anxious.
590700.
დაბნელება | თავი 6
– რა მოხდა?
- What’s wrong?